მუსიკა | ცა

ივლისის ქართული მუსიკა Vol.16

Tsa.Music

აგვისტო 04, 2021

Nikakoi  - AIRLINES

CES Records აგრძელებს ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის სერიის გამოცემას და ივლისში სხვა რელიზებთან ერთად, ავრცელებს მუსიკოსის 1998 წლის ჩანაწერს, რომელიც ნინო ჩუბინიშვილის მოდის ჩვენებისთვის შეიქმნა.

4D MONSTER LOBSTERS & TAMADA – VNEBA

ქართული ბენდი, 4D MONSTER LOBSTERS მუსიკოს Tamada-სთან ერთად ახალ კომპოზიციას და ვიდეო კლიპს გვთავაზობს, რომელიც ბენდის ალბომში „ERTOBA & GARTOBA“ შევა.

Vulkanski - Skeptical Answers

კლუბ „Khidi”-ს რეზიდენტი, ქართული საცეკვაო მუსიკის პიონერის, აჩი თაბუკაშვილის იგივე VULKANSKI-ს ახალი ალბომი ბერლინური ლეიბლისთვის „BITE“.

Quemmekh – AMERIKULI

ქართული მუსიკალური პროექტი „Quemmekh“ ახალ ალბომს „Amerikuli” აქვეყნებს, მუსიკალურად ალბომი მრავალფეროვანია და შეიცვას ინდუსტრიული მეტალის, პანკისა და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს.

VAQO - Solomon II da Erekle II

ქართველი მუსიკოსი და გიტარისტი, ვახტანგ ქანთარია, ფსევდონიმით VAQO ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპს აქვეყნებს, სახელად „Solomon II da Erekle II“. მუსიკოსმა 2021 წელს უკვე გამოუშვა ალბომი „Live In Tbilisi”.

Daniel Adikashvili Band – Vertebra

ახალგაზრდა ქართველი ჯაზ მუსიკოსი, ბენდთან ერთად ახალი კომპოზიციის ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც Leno Records-შია გადაღებული.

ვია19 - ჯუზონები რომლებსაც დასრულება არ უწერია

ქართული მუსიკალური პროექტი, რომელიც სხვადასხვა სახელით,უკანასკნელ წლებში რამდენიმე ალბომი გამოუშვა, ამჯერად კი დაუსრულებელი ჩანაწერების დემო ვერსიებს ავრცელებს.

The Black Marrows - All We Need

ქართული ალტერნატიული როკ ჯგუფი The Black Marrows ახალ სიმღერას და კლიპს „All We Need” ავრცელებს.

Levan Grdzelidze - Flirtatious Conversation EP

ქართვეველი საცეკვაო მუსიკის პროდიუსერის, “Glispy Records”-ის თანადამფუძნებლის, ლევან გრძელისის სადებიუტო EP Domain Records-ისთვის, რომელიც 90-იანი წლების ჰაუს მუსიკით არის ინსპირირებული.

Betkho - Novissima Vultus Tergum

ქართველი მუსიკოსის, Betkho-ს ახალი EP, რომელიც მისთვის დამახასიათებელი მშვიდი ხმებითაა გაჯერებული.

Savannah Fish - სანამ აქ ვარ

თბილისური ინდი როკ ჯგუფის, Savannah Fish-ის ახალი ქართულენოვანი სიმღერა და გრაფიკული ვიდეო.

Mercibo - "Obscured by Mindness"

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი გიტარისტის და პროდიუსერის, ნუგზარ ფანცულაიას პროექტი Mercibo და კომპოზიცია „Obscured by Mindness" ახალი EP-დან „"Equilibrium“.

Giorgi Koberidze, Luka Nakashidze – AWWWARA

„Awwwara“ - ასე ჰქვია მუსიკალურ ლეიბლსა და ალბომს, რომელიც ქართველი მუსიკოსების, გიორგი კობერიძისა და ლუკა ნაკაშიძის მონაწილეობით შეიქმნა - ალბომი იდეურად თანამედროვე ქართული ფოლკ მუსიკიდან იღებს ინსპირაციას და დუდუკისა და დოლის გამოყენებით შეიქმნა.

Erekle Getsadze - This Is A Vibe (feat. Helen Kalandadze)

ერეკლე გეწაძე, რომელიც თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია, ელენე კალანდაძესთან ერთად მორიგ კომპოზიციას “This is A Vibe” ავრცელებს, რომელიც ლონდონური მუსიკის, Broken Beat-ის გავლენითაა შექმნილი.

Gogi - Memories EP

თბილისელი პროდიუსერის, სადებიუტო EP რომელიც „“Agaraki Records”-ზე გამოვიდა.

Boyd Schidt – 004

ვეტერანი თბილისელი მუსიკალური პროდიუსერის, Greenbeam & Leon-ის ½-ის ლეონ ლოლიშვილის იგივე Boyd Schidt-ის ახალი 4 ტრეკისგან შემდგარი EP.

Chester - რატომ აღარ მეკითხები

ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, Chester-ის ახალი კომპოზიცია, რომელიც მუსიკოსმა მცირე მუსიკალური პაუზის შემდეგ გაავრცელა.

SKAZZ – Pleasure

ქუთაისური პოსტ-პანკ ბენდი, SKAZZ ახალ კომპოზიციას და ვიდეოს ავრცელებს. ჯგუფი 2021 წელს ჩამოყალიბდა და ეს მათი რიგით მესამე სინგლია.

BEDFORD FALLS - CALIPSO 101

პოპულარული ქართული ბედის, BEDFORD FALLS-ის ახალი, რიგით მეორე სინგლი 2021 წლისთვის.

CIRCUS MIRCUS – MUSICIEN

ანონიმური ქართული ჯგუფი, CIRCUS MIRCUS კვლავ გვანებივრებს ახალი მუსიკით და კიდევ ერთ კლიპს გვთავაზობენ სიმღერაზე სახელად „MUSICIEN“.

MELLOW - MISSED CALLS

მუსიკოსი ნიკა ჩოხელი, პროექტით Mellow ახალ სიმღერას, Missed Calls-ს ავრცელებს.

Sinoptik Music  - Floating EP

ქართველი მუსიკოსი, ზურა ჩხარტიშვილი, სასცენო სახელით Sinoptik Music ახალ, სამი ტრეკისგან შემდგარ EP-ს „Floating” ავრცელებს, რომელიც საკუთარ ლეიბლზე „Timelapse Of A Dream“ გამოუშვა.

ლიზა ჩხაიძე - No One

ლიზა ჩხაიძე ახალგაზრდა თბილისელი მუსიკოსი და მომღერალია, რომელიც ახალ სინგლს No One აქვეყნებს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი