მუსიკა | ცა

აპრილის ქართული მუსიკა Vol.13

Tsa.Music

მაისი 06, 2021

Circus Mircus – ROCHA

ანონიმურ ქართველ მუსიკოსთა ბენდი, Circus Mircus ახალ ვიდეო კლიპს გვიზიარებს.

Nikakoi – Georgian In Kyoto

ნიკა მაჩაიძე 2003 წელს ჩაწერილ კომპოზიციას, Georgian In Kyoto და მასზე შექმნილ 3 განსხვავებულ რემიქს CES Records-ის დახმარებით გვიზიარებს.

Zuka - Number 4

ქართველი გიტარისტის, ზუკა სიმონიშვილის ახალი EP Leno Records-ზე გამოვიდა. მუსიკოსი აღნიშნულ კომპოზიციებზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.

SALIO ft. MEME - Dancing With The Moon

სალომე კორკოტაშვილის პროექტი SALIO  ახალ სიმღერას და ვიდეო კლიპს აქვეყნებს, სადაც ასევე მარიამ ჟორდანია, იგივე MEME-ც მონაწილეობს.

კოლექტივი - მწვანე კონცხი

2 წლის წინ თბილისში დაარსებულმა ბენდმა „კოლექტივი“ ახალ კომპოზიციას, „მწვანე კონცხი აქვეყნებს“, სიმღერის ვიზუალური გაფორმება ხატია იათაშვილს ეკუთვნის,  ანიმაციის კი - თათა მანაგაძეა.

David Delgma - April Song

საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოდ მოსასმენი აპრილის სიმღერა მუსიკოს დავით დელგმასგან.

Glacial - Miss the Sun

Glacial თბილისელი მუსიკოსის, გიორგი ერისთავის პროექტია. მისი სიმღერის ლაივ ჩანაწერს ლეიბლი 35z studios აქვეყნებს.

ANIK - DANCE WITH THE DEVIL

კარგად გაკეთებული სადებიუტო ვიდეო კლიპის შემდეგ, თბილისური ჯგუფი ANIK (ანა ჟორდანია, ნიკო მჭედლიშვილი და ნიკუშა ჯანელიძე) ახალ სინგლს გვთავაზობენ.

Soulidan – Reminiscence

Soulidan თაზო ცხაკაიას ლეიბლი და მუსიკალური პროექტია, რომელზეც იგი პანდემიის პერიოდში 7 თვის განმავლობაში მუშაობდა.

„რასაც მე ვგრძნობ, რასაც მე განვიცდი და რასაც რთულ მომენტებში ჩემს თავს შევძახებ, სწორედ ის მინდა ვუთხრა ხალხს, რომ არ დანებდნენ და ბოლომდე აკეთონ ის, რაც თავად სურთ და აკეთონ Soulidan.

პანიკა - ეს და სხვა ტყუილები

ქართული ჯგუფი „პანიკა“, რომელიც 2016 დაარსდა ახალ სიმღერასა და მასზე გადაღებულ ვიდეო კლიპს ავრცელებს.

Evangelion - Black Moon

თბილისური მუსიკალური პროექტის პირველი ალბომი, სადაც ემბიენთის მშვიდი ტექსტურები მრავალხმიან გალობას ნაზად ერწყმის.

Penrose - "Ran Out Of The Night"

ვფიქრობ, ამ ადამიანის სახით მომავალში საინტერესო თანამედროვე ჰიპ-ჰოპ პროდუქტი შეიძლება დაიდოს საქართველოში.

წრე - სმა

საინტერესო ეროვნული პოსტ როკ/პოსტ პანკ პროექტი „წრე“ უკვე 10 წელია, რაც არსებობს და მათი ქართულენოვანი სიმღერა „სმა“.

Killages - Berlin Calling

ჯგუფმა Killages ახალი კომპოზიცია “Berlin Calling” გაავრცელა, რომლის პროდიუსერი ბენდის ერთ-ერთი წევრი, ანრი ყაველაშვილი, იგივე Anri Hudson-ია.

Levi Love Disco - Dream Ballon / ოცნების ბუშტი

ლევი ბერიშვილის მუსიკალური პროექტი ახალი რელიზით გვიბრუნდება, სადაც რამდენიმე ქართული და უცხოური მუსიკის სპეციალური დისკო ვერსიებია თავმოყრილი.

sTia - Somewhere Between You & Me

CES Records-ის დამფუძნებლის, ნათია სართანიას, იგივე sTia-ს ახალი 3 ტრეკისგან შემდგარი EP.

Melqo - ამაღამ

დავით მანჩხაშვილი, იგივე Melqo ვფიქრობ, ერთ-ერთი ის ქართველი არტისტია, რომელსაც გამადიდებელი შუშით უნდა დავაკვირდეთ მომავალშიც. მას მუსიკის წარმოების DYI მეთოდი და ავთენტურობა ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სახედ ქმნის ქართულ თანამედრივე მუსიკაში.

Hamatsuki – Sleepwalking

თბილისელი პროდიუსერის, მამუკა ცხადაიას, იგივე Hamatsuki-ის ახალი ალბომი „Mind Controlled Rectifier“-ზე, რომელიც მუსიკალურად მისი წინა ნამუშევრებისგან სრულიად განსხვავდება, თუმცა იგივე ინტერესით არის მოსასმენი.

BREATHDUB - WHEN THE SUN

ქართველი პროდიუსერი ზურა ჩხარტიშვილი „BREATHDUB“-ის პროექტით ოთხი კომპოზიციისგან შემდგარ Dub-Techno მინიალბომს აქვეყნებს.

4D Monster Lobsters - ERTOBA & GARTOBA

თბილისური ბენდის მორიგი სინგლი და ვიდეოკლიპი.

Tamada - Mapatie

ლაშა ჩაპელის, პროექტით Tamada ახალ სინგს „მაპატიე“ გვთავაზობს, რომელიც Souq Records-ზე გამოვიდა.

C Drops - Good Morning Rebecca

ნიკა ერგემლიძის და ლაშა კოტორაშვილის დუეტი C Drops, ახალ სინგლს ავრცელებს, რომელიც სამომავლოდ მათ სადებიუტო ალბომში შევა.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი