კულტურა

სახლიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მრავალფეროვანი კოლექციების დათვალიერება ვირტუალურად არის შესაძლებელი.

აპრილი 06, 2020



მართალია, 4 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაკეტილია და ფიზიკურად სივრცეში მისვლა დროებით შეუძლებელია, თუმცა ის თქვენს მასპინძლობას მაინც აგრძელებს და ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ციფრულ სამყაროშიც არაერთი შესაძლებლობაა, რომლითაც ახალი ცოდნის მიღება და დროის სასიამოვნოდ გატარება შეგიძლიათ.



აჭარელი ქალები. 1921. შალვა ქიქოძე (1894-1921). ტილო, ზეთი, 88x73 სმ. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია. 

მუზეუმის Facebook და Instagram გვერდებზე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა მუზეუმში დაცულ კოლექციებს, ფოტოებს და ვიდეოებს ცალკეული ექსპონატების შესახებ, კადრებს მიმდინარე და უკვე ჩატარებული გამოფენებიდან.


როგორც იცით,  საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქვეყნის მასშტაბით 16 მუზეუმს აერთიანებს, შესაბამისად, მისი კოლექციებიც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია.


ორთაჭალის ტურფა. ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918). მუშამბა, ზეთი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია. 

სამუზეუმო კოლექციების დათვალიერება ასევე შეგიძლიათ ვიდეო-სერიაში „სტუმრად მუზეუმში“. პირველ ვიდეოში საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი ირინა კოშორიძე მორაგბე სოსო მათიაშვილს მასპინძლობს:

სახლიდან შეგიძლიათ გაეცნოთ სამუზეუმო კოლექციების ისტორებსაც, ამ ვიდეოდან გაიგებთ ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის შესახებ ამ საქმეში:


საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მომზადებული აქვს ვირტუალური ტურები სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებიდან, რომელთაც შეგიძლიათ დისტანციურად ეწვიოთ.


ყველა ინფორმაცია, რომელმაც სახლში ყოფნისას შეიძლება დაგაინტერესოთ, შეგიძლიათ გაეცნოთ მუზეუმის ვებ-გვერდზე: www.museum.ge 


სამუზეუმო თემატიკაზე შექმნილი ვიდეოების სანახავად ესტუმრეთ მუზეუმის Youtube არხს.



საქართველოს ეროვნული მუზეუმის მრავალფეროვან კოლექციებს, საარქივო მასალებს, სტატიებსა და ონლაინ ლექციებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ისტორიის შესახებ გაეცანით ონლაინ-კატალოგში.


ასევე ხელმისაწვდომია მუზეუმის პუბლიკაციები ელექტრონულ ფორმატში.





 მძივი - ავგაროზები. ყაზბეგი. ძვ.წ. V საუკუნე. მინა. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კოლექცია. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სტუმრებს შორის მუდმივად არიან ბავშვებიც, სწორედ მათთვის ონლაინ ფორმატში ხელმისაწვდომია ნიკო ფიროსმანაშვილის პერსონაჟების მიხედვით შექმნილი გასაფერადებლები, რომლებიც სრულად შეგიძლიათ ნახოთ  ვებ-გვერდზე: #გააფერადეფიროსმანი .




ახლა კი, ისღა დაგრჩენიათ, აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო თავგადასავალი და სახლიდან გაუსვლელად ესტუმროთ საქართველოს ეროვნული მუზეუმს!



ავტორი: მაშო სამადაშვილი