ბიზნესი სიახლეები

ყველაზე ინოვაციური კორპორატიული ციფრული ბანკი

აგვისტო 14, 2020

თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალულ ევროპაში ყველაზე ინოვაციურია, საქართველოში კი - საუკეთესო. ეს აღიარება თიბისიმ საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ისგან მოიპოვა.

 

ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებითაც.

გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები სხვადასხვა სფეროს საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული ციფრული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

„თიბისის სტრატეგია ბიზნესების ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი ისეთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნის, რომლებიც ბიზნესების წარმომადგენლებს დროს მნიშვნელოვნად უზოგავს და უმარტივებს ფინანსური ოპერაციების შესრულებას. თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკის რამდენიმე კატეგორიაში საუკეთესოდ აღიარება ისეთი საერთაშორისო დონის ფინანსური ინსტიტუტისგან, როგორიც Global Finance-ია, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას, მომხმარებლებს მივცეთ შესაძლებლობა, ყველა საჭირო მომსახურება დისტანციურად, მინიმალურ დროში მიიღონ, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე. ბიზნესის მხარდაჭერის გუნდი უახლოეს მომავალში მომხმარებლებს კიდევ არაერთ ინოვაციურ პროექტსა და ინიციატივას შესთავაზებს“,


ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი

საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.