მუსიკა | ცა

თებერვლის ქართული მუსიკა Vol. 11

Tsa.Music

მარტი 05, 2021

Askeesi - Choice I've Never Had

Askeesi - ერთი კაცისგან შემდგარი ქართული „ბენდია“ თბილისიდან, რომელიც ატმოსფერული Black Metal ჟანრში მოღვაწეობს. „Choice I've Never Had“ მისი სადებიუტო ალბომია.

Nvs - Dub Collection

303Hz-ის გუნდის წევრი, NVS თებერვალში სადებიუტო Dub Techno ტრეკების კომპილაციას აქვეყნებს.

TeTe Noise - Small Parts

TeTe Noise-ის ალბომი, რომელიც 2010 წელს ჩაიწერა. ეს მისი პირველი ექსპერიმენტია ემბიენთის ჟანრში, სადაც ფორტეპიანოზე აღებული მშვიდი ბგერები, სიმები და საველე ჩანაწერებია გაერთიანებული.

Nick Green - სწრაფი სესხი

ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პროდიუსერი და MC, Nick Green სადებიუტო ალბომს „სწრაფი სესხი“ აქვეყნებს.

Nika Gengashvili - la reunion

თბილისელი მუსიკოსის, ნიკა გენგაშვილის ალბომი. 8 კომპოზიცია სავსეა ემბიენთისა და პოსტ-როკის მშვიდი, უპრეტენზიო ტალღებით, რომელიც თავისუფლად ისმინება.

Anushka Chkheidze - Move 20​-​21

ანუშკა ჩხეიძე CES Records-ზე მორიგ ალბომს „Move 20​-​21” აქვეყნებს, ეს ანუშკას მეორე რელიზია შარშანდელი Halfie”-ის შემდეგ. ალბომი 10 კომპოზიციისგან შედგება და ატმოსფერული ელექტრონიკით არის სავსე. ანუშკამ ალბომზე პანდემიის პირობებში არსებული ჩაკეტილობის პირობებში იმუშავა და როგორც თავად აცხადებს, აქ წარმოდგენილი მუსიკა წარმოადგენს ცნობიერების მოგზაურობას დროსა და სივრცეში,  ფიზიკური მოძრაობის გარეშე.

VA – GLSP001

ქართული ლეიბლი Glispy Records ხუთი მეგობრის მიერ 2020 წელს შეიქმნა და თებერვალში მათი სადებიუტო კომპილაციური ალბომიც გამზადდა, რომელზეც 21 ქართველი პროდიუსერის მუსიკამ მოიყარა თავი.

Abdali – Guria

„მზესუმზირის“ კომუნის წევრი, რატი რამიშვილის მეორე პროექტი „Abdali” სადებიუტო ორტრეკიანი EP-ით გურიაში მოგზაურობის ელექტრონულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

mishvardi - პატარიკა სატრფიალო ჯუზიკები (Tiny Amorous Jams)

საინტერესო პროექტს მივაგენი ბენდქემფზე ძებნისას, მიშვარდი - მიხეილ წიკლაურის პროექტია, რომელიც აკუსტიკური გიტარის თანხლებით ირონიულ-სატრფიალო კომპოზიციების აგებას ცდილობს.

Zei - Beep Term

303Hz-ის გუნდის წევრი, ZEI, სადებიუტო ჩანაწერებს აქვეყნებს - მელოდიური ჰაუს ტრეკები მოამვალში ნებისმიერ საცეკვაო მოედანს დაამშვენებს.

Keto Gugushvili - They Went Skiing Without Me

საინტერესო ექსპერიმენტული ელექტრონიკა ახალგაზრდა თბილისელი მუსიკოსისგან. თუ სასრიალოდ კურორტზე წასვლა ვერც თქვენ მოახერხეთ, ეს ალბომი ამ დანაკლის ნაწილობრივ მაინც შეგიმსუბუქებთ.

Ellarge – Mogzauri

თბილისური ლეიბლი Hideout Records პირველ ჩანაწერს აქვეყნებს. Ellarge-ის ალბომი „მოგზაური“ ტრიბუალური ელექტრონიკისა და ეთნიკური მუსიკის ნაზავია, ამაზე კომპოზიციების სახელებიც ნათლად მეტყველებს.

Mocongo - Broken Pillar

2 წლიანი მუშაობის შემდეგ, ქართული ელექტრონული მუსიკის დუეტი, Mocongo სადებიუტო ალბომს აქვეყნებს, რომელიც ჰაუსისა და ბრეიქის ფორმით მელანქოლიურ მელოდიებს გვთავაზობს. ალბომი დუეტის მიერ დაფუძნებულ Depot6 Records გამოვიდა.

VA - FNR 001 Compilation

ქართული მუსიკალური ლეიბლი For No Reason პირველ კომპილაციას აქვეყნებს, სადაც 14 ქართველი მუსიკოსია გაერთიანებული - ჯაზითა და ექსპერიმენტალური ელექტრონიკით გაზავებული CD-ის შეძენა Vodkast და Morevi Records-ზე შეგიძლიათ.

nickb - 2Tracks EP

საინტერესო ორტრეკიანი EP უცნობი ქართველი პროდიუსერისგან, ჯაზური, თბილი აკორდები და უწყვეტი გრუვი მომენტალურად ჩიკაგოშიც კი გადაგისვრით.

Saphileaum - Transpersonal Experience EP

ანდრო გოგიბედაშვილის პროექტი თებერვალში ახალი ალბომით ბრუნდება, რომელიც ტრანსპერსონალურ გამოცდილებაზე გვიყვება - მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი თავის იდენტობას კარგავს, რათა უფრო დიდს, სამყაროს ერთ მთლიანობას შეერწყას.

VA - Nuggets Of The Dryland

ლეიბლი Pluto's Plan ახალი კომპილაციით ბრუნდება, რომელშიც ქართული საცეკვაო ელექტრონული მუსიკის 4 წარმომადგენელი, HVL, TOKE, BEQA და Hudson ერთიანდებიან.

Holy Moly - Georgians / Opium EP

ქართველი პროდიუსერების დუეტი, საერთაშორისო ლეიბლ „IAMHER Records“-ზე ახალ EP-ს აქვეყნებს.

Creams - Sleep On Me

მუსიკოსი ნათია ჭიჭინაძე იგივე Creams, სადებიუტო EP-ს, „Sleep On Me” აქვეყნებს და იგივე სახელწოდების სიმღერაზე ვიდეო კლიპს ავრცელებს, რომლის რეჟისორიც ბუბა ბებოშვილია. რელიზი ბრიტანულ ლეიბლეზე - AWAL გამოვიდა.

Pitter J - All We Are Is Dust Into The Galaxy

Pitter J-ის ახალი მუსიკალური კლიპი სახელწოდებით All We Are Is Dust Into The Galaxy, თავისი მნიშვნელობით იმ დაშლილ მდგომარეობას ეხმიანება, რომელშიც მუსიკოსები მისი შექმნის დროს იმყოფებოდნენ – პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჯგუფის ყველა წევრი ერთმანეთისგან იზოლირებულად, სახლში გამოკეტილი აღმოჩნდა.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი