მუსიკა | ცა

თებერვალი - მარტის ქართული მუსიკა Vol.23

Tsa.Music

აპრილი 26, 2022

Rodnevs - Space Fathers EP

RODNEVS თბილისელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერისა და დიჯეის, საბა ბასილაძის მუსიკალური პროექტია, რომელიც სადებიუტო EP-ს აქვეყნებს

Glispy Records - Risque Variety 

თბილისური ლეიბლი Glispy Records რიგით მეოთხე რელიზს აქვეყნებს, ნაკრებში გაერთიანებულია ლეიბლის დამფუძნებლების, ლევან გრძელიძისა და ბუბა მცხეთაძის კომპოზიციები, ასევე შესულია ურუგვაელი პროდიუსერის სანტიაგო ურიბეს ტრეკიც.

giraffe tapes – for my Ukraine

giraffe tapes უკრაინელი მუსიკოსის, ოლექსანდრ დემიანენკოს ლეიბლია, რომელიც თბილისში რამდენიმე წლის წინ დაარსდა და ძირითადად ემბიენთის ჟღერადობაში უშვებს ციფრულ და ფიზიკურ ალბომებს. ახალ კომპილაციაში „...for my Ukraine” არტისტმა 27 ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსს მოუყარა თავი - ალბომის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება უკრაინის მხარდამჭერ ფონდში.

Ninshū – Infinite

მუსიკოსი ლევან ქათამაძე, პროექტით Ninshu 2016-2018 წლებში ჩაწერილ კომპოზიციების კრებულს აქვეყნებს, რომლისგან მიღებული შემოსავალიც უკრაინის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება.

Anushka Chkheidze - War Generation

უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ნამუშევარს აქვეყენებს ანუშკა ჩხეიძეც “არასდროს მეგონა, რომ ჩემი თაობაც ომის თაობა იქნებოდა, როდესაც ციდან ბომბები ცვივა, ხშირად ხელოვანებაც კი კარგავს აზრს, დაწრმუნებული ვარ რომ დაიბადება თაობა, რომელიც ვერასდროს ნახავს ომის სისასტიკეს”

the tuneful quire - winter sun in zemel

თბილისში მოღვაწე ტიმოთე მერქელი ზამთრის ბოლოს ფორტეპიანოზე ჩაწერილ რამდენიმე კომპოზიციას აქვეყნებს, მათგან ერთ-ერთი ჯანსუღ კახიძის „საზამთროა“.

Various Artists - GE4UA (Music For Ukraine)

ქართული ლეიბლმა და არტისტ მენეჯმენტ პლატფორმამ Bloom Music ქართულ ალტერნატიულ, ელექტრონულ და ჰიპ-ჰოპ არტისტებს მოუყარა თავი GE4UA კომპულაციაში, რომლის გაყიდვიდანაც შემოსული თანხა უკრაინის მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.

AudioGamer  - The Title 2

თბილისური ლეიბლი Malle Records პირველ ჩანაწერს უზიარებს მსმენელს, რომელიც ტექნო პროდიუსერს ალექსანდრე პეტრიაშვილს იგივე AudioGamer-ს ეკუთვნის.

Nikakoi - Lullaby for Tanya

„და აი, რეალობაც. ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში 6 წლის გოგონა, სახელად ტანია, მარტო და შეშინებული გარდაიცვალა დეჰიდრატაციისგან. როგორ შეუძლია მას, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, ღამით დაიძინოს? დარწმუნებული ვარ ყველა, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, სათანადოდ გადაიხდის“. – წერს ნიკა მაჩაიძე, რომელმაც კომპოზიცია “Lullaby for Tanya” გამოაქვეყნა.

The Boy Who Wakes The Universe

„ისე როგორც არაფერს, მხოლოდ ბავშვის ხმას შეუძლია შენი გაღვიძება - გაიღვიძე სამყარო, ბავშვები ამ წამსაც იღუპებიან“

-ნატალია ბერიძე

sTia - Home

“ვიმედოვნებ რომ ყველა უკრაინელი იცხოვრებს სიმშვიდეში და მალე შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ისინი დღეს პუტინის ტერორის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის იბრძვიან " – ვკითხულობთ sTia-ს განცხადებაში, რომელმაც კომპოზიცია “Home” გაავრცელა

FH HF - An Element Of Benevolence

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ალბომი ქართველი მუსიკოსისგან, რომელიც წლის ბოლოს საუკეთესოთა სიაშიც აუცილებლად დაიკავებს ადგილს.

Nvs - Civilization From The Aztecs

თბილისელი პროდიუსერის და დიჯეის ახალი EP, რომელიც აცტეკური ცივილიზაციით შთაგონებით შეიქმნა.

Your Character - Слава україні

Your Character თბილისში დაფუძნებული ლეიბლია, რომელიც ძირითადად Ghettotech, Electro და Acid ჟანრის მუსიკა უშვებს, ლეიბლმა თავი მოუყარა ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს და 38 კომპოზიციისგან შემდგარი კომპილაცია გამოაქვეყნა - ალბომის შემოსავლიდან მიღებული თანხა უკრაინის მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.

4UA – Fundraiser

4UA კომპილაციური ალბომი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 26 ქართველი ელექტრონული მუსიკოსი უკრაინისთვის გააერთიანა - ალბომის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება

Skhivosani - დამწვრისები

"სხივოსანი“ თბილისელი მუსიკოსის, ნიკა გაბუნიას პროექტია, რომელმაც პოსტ-როკის სტილში უკვე მესამე რელიზი, ამჯერად სრული ალბომის სახით გამოუშვა.

Toke - Naa​.​.​. EP

ლოკალური ლეიბლი Plutos Plan ახალ ჩანაწერს, ქართველი პროდიუსერის Toke-ს EP-ს აქვეყნებს, რომელიც ჰაუსის, ბრეიქისა და ელექტროს ნაზავს წარმოადგენს.

Infernacy – Demo

ერთკაციანი Deathcore/Grindcore პროექტი თბილისიდან, მისი პირველი მინიალბომი.

Mind Static - Diving Echoes

რეზი დოლიძის, იგივე Mind Static-ის 10 ტრეკისგან შემდგარი ალბომი ბულგარულ ლეიბლზე DVNTT.

the tuneful quire - the great gate of kyiv

ტიმოთე მერქელი საქართველოში მცხოვრები მუსიკოსია, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ და ომის საწინააღმდეგო ნამუშევრების კრებულს აქვეყნებს, რომელთა კომპოზიტორებიც მოდესტ მუსორგსკი, ამერიკელი ჯაზ არფისტი დოროთი ეშბი და ბრიტანული როკ ბენდ The Moody Blues არიან.

RIHA - Glance Into My Visions

თბილისელი ბასისტის და მუსიკოსის, რატი ონიანის მეორე ალბომი, რომელიც მან საყვარელ ინსტრუმენტსა და ბასისტებს მიუძღვნა, ალბომი დატვირთულია კოლაბორაციული ნამუშვრებით და 20 კომპოზიციის ფარგლებში განსხვავებულ მუსიკალურ ტერიტორიებს იპყრობს.

Buba – Untitleds

ბუბა მცხეთაძის ალბომი, რომლის ყოველი კომპოზიცია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია ჩაწერილი.

NIKITA - TAPE​.​Z

თბილისელი პროდიუსერის, სელქტორისა და არტისტის NIKITA-ს სადებიუტო EP.

Silamazis Saloni - Silamazis Saloni

სარკაზმით გაჟღენთილი ბლექ მეტალ პროექტი თბილისიდან.

RIHA - Sun After Rainy Day

RIHA რატი ონიანის მუსიკალური პროექტია, რომელმაც მარტში უკვე მეორე ალბომი შესთავაზა მსმენელს. მუსიკოსი უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს ახალი კომპოზიციით ეხმიანება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი