კულტურა თაობა

FKJ - კულტურების გაერთიანება მუსიკალური ენით

აგვისტო 03, 2023

Vincent Fenton, იგივე “French Kiwi Juice” ფრანგი მულტი-ინსტრუმენტალისტი, მუსიკოსი და პროდიუსერია, რომელსაც ყველა ვიცნობთ, როგორც FKJ. შემსრულებლის სახელი French Kiwi Juice მის წარმომავლობას უსვამს ხაზს (დედა ფრანგი, მამა ახალი ზელანდიიდან).

უნიკალური მუსიკალური ჟღერადობა, ფანკი, სოული და ელექტრო-ჯაზის ელემენტები, ელეგანტური ჰიპ-ჰოპის რიტმები, დიდებული ბასები და უხვი ხმები - ის მცირე ჩამონათვალია, რაც FKJ-ის მუსიკას ყველასგან გამოარჩევს.

რთულია იპოვო არტისტი, რომელიც მსგავსად მრავალმხირვ ნიჭიერია.

პარიზის ელექტრონული სცენის 33 წლის ამომავალი ვარსკვლავი, საფრანგეთის პატარა სოფელ, ტურში დაიბადა და გაიზარდა. 

მუსიკოსების ცხოვრებაში დგება მუსიკასთან შეხების ის მომენტი, რომელიც მათთვის გარდამტეხი წერტილი ხდება. FKJ-თვის  ეს მომენტი ბავშვობიდანვე დადგა, როდესაც მეგობრებისგან იზოლირებულად ცხოვრებამ მშობლების მუსიკალური ჩანაწერებით დააინტერესა და Pink Floyd-ის, Billie Holliday-ის, Nina Simone-ისა და Queen-ის რეპერტუარებს გაეცნო. Მათი შთაგონებით სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა დაიწყო: გიტარაზე, პიანინოზე და ბასზე შემდეგ, საქსოფონზეც კი.

სათამაშოებს დასაკრავ ინსტრუმენტებად იყენებდა, რაც დროთა განმავლობაში მის წარმოსახვას ავითარებდა, საბოლოოდ ინსტრუმენტების დამზადება დაიწყო - ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა, მუსიკალური ინსტრუმენტების ასაწყობად იყენებდა.

ვინსენტი ინსტრუმენტებს აგროვებდა, თუმცა მას არასდროს უსწავლია, როგორ განევითარებინა მუსიკალური სმენა. პრესტიჟული კოლეჯები მუსიკის განხრით ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება - პარიზში გადასულიყო საცხოვრებლად და კინო და ხმა შეესწავლა. Მიღებული ცოდნა საკუთარი მუსიკის კინემატოგრაფიულ არანჟირებაში დაეხმარა. Ნიჭიერი ახალგზარდა არც პარიზში დარჩენილა უქმად, ქალაქის ღამის ცხოვრებას ფეხი აუწყო, პარიზის კლუბებში ცოცხალ ინსტრუმენტებზე უკრავდა და ცნობილი გახდა, როგორც Soundcloud-ის პროდიუსერი, რომელიც როგორც ჰაუსს, ისე ჯაზს აერთიანებდა.


კომპოზიციების შექმნა ვინსენტისთვის ბავშვობიდან ახლო იყო, თუმცა მუსიკალური ხმა მისთვის უცხო იყო

ამიტომ, დაიწყო როგორც ხმის ინჟინერიის შესწავლა, ისე პრაქტიკული მეცადინეობა თავისი ხმის დასახვეწად.

კინოსთვის ნასწავლი ხმის ინჟინერიითა და თვითნასწავლი მუსიკოსობით, მან დაიწყო პირველი ნაწარმოებით "Twins", რომელიც Roche Musique-მა გამოუშვა 2012 წლის ბოლოს.

2013 წელს შეემატა "Lying Together“,, და „Time For A Change“, რომელიც მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ერთხმად შეაქეს. 

მუსიკოსი ნელნელა ვითარდებოდა სოლო შესრულების მხრივ, Მას დღემდე უყვარს საქმის დამოუკიდებლად კეთება.

Შესრულებისას Შეუძლია გიტარიდან ბასზე, საქსოფონიდან კლავიატურაზე გადასვლა, ამასთან ერთად მღერის კიდეც.

პირველ რიგში, ვინსენტი თავს თვლის კომპოზიტორად, შემდეგ მუსიკოსად, შემდეგ პროდიუსერად, ბოლოს კი მომღერლად.

ვინსენტ ფენტონის სადებიუტო ალბომი “French Kiwi Juice”  2017 წლის 3 მარტს გამოვიდა. 2018 წელს Masego-თან ერთად სრულიანდ იმპროვიზირებულად შექმნილი მუსიკა “Tadow” ვირუსულად პოპულარული გახდა.

Საკმაოდ პოპულარულია ვინსენტისა და მისი ცოლის, ჯუნის ერთობლივი ნამუშევარი - “Vibin’ Out”, რომელიც მსმენელისთვის ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიციაა.

FKJ თანამშრომლობს ვოკალისტთან/გიტარისტთან Tom Misch-თან, რომელთან ერთადაც შექმნა "Losing My Way", რომელიც, ვოკალთან ერთად, აერთიანებს ელექტრონულ და ბლუზის ელემენტებს. ამ ნაწარმოებში ორივე არტისტი ერთად მღერის, რაც ხმების ჰარმონიულ ჟღერადობას  ქმნის. 

FKJ ქართველი აუდიტორიის წინაშე პირველად დაუკრავს და მსმენელი შეძლებს ცოცხლად მოისმინოს საყვარელი კომპოზიციები.

კონცერტი 6 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage-ზე გაიმართება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ

მოსწავლისა და სტუდენტის Visa ბარათით გადახდისას მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება