ოქტომბერი 25, 2024
ლაშა ნარიაშვილი ისტორია
ფილიალის წინ გამვლელი ბიჭი გახდა ცუდად. ბიჭი დიაბეტით იყო დაავადებული და მხედველობაც უჭირდა. ფილიალის თანამშრომელი - ლაშა მაშინვე გაიქცა, საკვები და ტკბილეუილი მოუტანა ცუდად მყოფ მოქალაქეს და როგორც კი მოსულიერდა არც მაშინ დატოვა უყურადღებოდ და საკუთარი მანქანით წაიყვანა სახლში. გორის ს/ც #2
ნანა მათეშვილის ისტორია
ხანშიშესული მომხმარებელი აღმოჩნდა ერთ-ერთი კომპანიის თაღლითური სქემის მსხვერპლი - აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები მოტყუებით, დოლარს ლარის გაყიდვის კურსით ურიცხავდნენ ნაცვლად ყიდვისა. ჩვენი თანამშრომელი - ნანა გაერკვა მომხმარებლის სიტუაციაში, აუხსნა მას აღნიშნული სქემა და თავიდან აარიდა ფინანსური ზარალი. რუსთავის ს/ც #6
თორნიკე გაბელაიას ისტორია
მომხმარებელმა ფილიალში დატოვა შეღავათიანი აგროკრედიტის განაცხადი. გასულ წელს იგივე კომპონენტის სესხი გაკეთებული ჰქონდა კონკურენტ ბანკში. თანამშრომელმა, თორნიკემ აღმოაჩინა რომ მომხმარებელმა პროცენტი ზედმეტად გადაიხადა წინა სესხზე კონკურენტ ბანკში. სოფლის განვითარების სააგენტოსთან დეტალების გადამოწმების შემდეგ, თორნიკემ აღმოაჩინა, რომ მომხმარებელს გარკვეული თანხის დაბრუნების უფლება ჰქონდა. მიუხედავად კონკურენტი ბანკის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციისა, თორნიკემ სესხის საბუთები მოითხოვა და შეუსაბამობები აღმოაჩინა. თორნიკეს მონდომების წყალობით, საკითხი მეორე დღესვე მოგვარდა და მომხმარებელს თანხა დაუბრუნდა. აბაშის ს/ც #1
ნინო ბაძაღუას ისტორია
ფილიალში მოვიდა მომხმარებელი, რომელიც იყო ყრუ-მუნჯი და სირთულეს აწყდებოდა მომსახურების მიღებისას. ფილიალის თანამშრომელი ნინო არ დაიბნა და მას ჟესტების ენით მოემსახურა. ნინოს გულისხმიერებამ და უნარებმა, გამორჩეული გამოცდილება შეუქმნა მომხმარებელს და თანამშრომლებზეც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზუგდიდის სერვისცენტრი #1 - ნინო ბაძაღუა
ნათია ნოზაძის ისტორია
ფილიალში მოვიდა მომხმარებელი, რომელმაც სამსახური დაკარგა და თანხის გადაუხდელობის გამო დიდი რაოდენობისა და თანხის ოქროს ნივთები ეყიდებოდა. ფილიალის თანამშრომელი - ნათია დიდი გულისხმიერებით მოეკიდა ამ საკითხს და ყველაფერი გააკეთა მისი კომპენტეციის (და არა მხოლოდ) ფარგლებში და მომხმარებელს დაუკორექტირა ჯარიმა და ნივთების ყიდვაც გადაუვადა. საბოლოო ჯამში კი ნათიას დიდი ძალისხმევით მომხმარებელი გადარჩა ნივთების რეალიზაციას. ლაგოდეხის ს/ც #1
ნია ბერიძის ისტორია
მომხმარებელს 2012 წლიდან ჰქონდა ყადაღა ანგარიშზე, რომელიც იყო რესპუბლიკა ბანკიდან წამოყოლილი. რეალურად მომხმარებელს ეს ყადაღა აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვერც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაარკვია მიზეზი, თუ რატომ ედო ყადაღა და შესაბამისად, ვერც ჩვენს მხარეს გვარდებოდა პრობლემა. ჩვენი თანამშრომელი - ნია, მაქსიმალურად შევიდა კლიენტის მდგომარებოაში, გაერკვა საქმის დეტალებში, დარეკა აღსრულებაშიც, არასამუშაო საათებში მოიძია კონკრეტული აღმასრულებელი, რომელმაც საბოლოო ჯამში გაარკვია, თუ რაში იყო პრობლემა და ნიას დიდი ძალისხმევით და ჩართულობით მეორე დღესვე მოგვარდა კლიენტის ამდენი წლის მოუგვარებელი საკითხი. ბათუმის სერვისცენტრი #8
თამარ ჯანჯღავას ისტორია
ფილიალი აშშ-ში ლეგალურად მცხოვრებ საქარველოს მოქალაქეზე მინდობილობით გასცემდა იპოთეკურ სესხს. ქონების მესაკუთრეც აშშ-ში ცხოვრობდა, რომელსაც ადგილზე ჰყავდა წარმომადგენელი მინდობილი პირი. სესხის გაცემის პროცესი რომ დასრულდა და რეესტრში ბინის გადაფორმებმადე მივიდა საქმე, რეესრტმა გაფორმების პროცესი შეაჩერა. აღმოჩნდა, რომ მინდობილობაში ჩასამატებელი იყო მესამე პირზე გადაფორმების უფლებაც. საჭირო გახდა მინდობილობის შეცვლა. სკაიპით რომ მომხდარიყო ცვლილება, მესაკუთრეს ადგილზე უნდა ჰქონოდა პასპორტი, რომელიც საქართველოში იყო. იპოთეკური სესხით შეძენილი ბინა მსესხებელზე რომ გადაფორმებულიყო საჭირო გახდა პასპორტის გაგზავნა აშშ-ში. მომხმარებლებმა დაიწყეს აშშ-ში გადამზიდი კომპანიების მოძიება, მაგრამ ბევრმა კომპანიამ პასპორტის გაგზავნა დააუარა. ძიების პროცესში ჩაერთო ჩვენი თანამშრომელი - თაკო. აქტიური ძიების შემდეგ, თაკომ სწრაფადვე მოიძია ისეთი კომპანია, რომელსაც შეეძლო პასპორტის გაგზავნა და პროცესის დასრულებმდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ორივე მხარესთან და ეხმარებოდა. თაკოს გულისხმიერების შედეგად აღნიშნული საკითხი 10 დღეში უკვე მოგვარებული იყო და მსესხებელმაც გადაიფორმა ბინა უპრობლემოდ. | ს.ს. "თიბისი ბანკის" დიდუბის ფილიალი - თამარ ჯანჯღავა
სოფიო გიგაურის ისტორია
ფილიალში მოვიდა გაღიზიანებული არაქართულენოვანი მომხმარებელი, რომელსაც სურდა სომხეთის ერთ-ერთ ბანკში თანხის გადარიცხვა, თუმცა არ იცოდა ბანკის ზუსტი რეკვიზიტები. ფილიალის თანამშრომელი - სოფიო დიდი გულისხმიერებით მიუდგა რთულ მდგომარეობაში მყოფი მომხმარებლის საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელს ჰქონდა ენობრივი ბარიერი, სოფიო თავად დაეხმარა მას უცხოურ დილერთან კომუნიკაციაში, დააზუსტა გადარიცხვის დეტალები და ბოლოს მომხმარებლის თანდასწრებით სომხურად ესაუბრა სასომხეთის ბანკის თანამშრომელს და თანხაც მშვიდობიანად გადაარიცხინა. დედოფლისწყაროს ს/ც #1
ნათია ბუთხუზის ისტორია
მცხეთის მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისი ბანკის ბარათით გადახდის სისტემის ამოქმედების შემდეგ, ფილიალში გაიზარდა მცირეწლოვანი მომხმარებლების მომართვიანობა პლასტიკური ბარათის ასაღებად. მაღალი მომართვიანობის გამო, ფილიალში იყო მუდმივი რიგები, რაც იწვევდა როგორც ბავშვების, ასევე მშობლების უკმაყოფილებას. ფილიალის თანამშრომელმა - ნათიამ მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ფილიალში მოსაცდელ სივრცეებში მაგიდებზე განათავსა სახატავი და გასაფერადებელი ფურცლები და მცირე ზომის კანფეტები. ამან ბავშვები გაამხიარულა და ლოდინი უფრო სასიამოვნო გახადა, რაც პოზიტიურ გარემოს უქმნიდა როგორც მომხმარებლებს, ასევე თანამშრომლებს. მცხეთის ს/ც #1
ნინია მგალობლოშვილის ისტორია
ჩვენმა თანამშრომელმა - ნინიამ, არასამუშაო დროს, გარეთ მაღაზიის რიგში დგომისას, შემთხვევით მოკრა ყური ერთ-ერთი მომხმარებლის საუბარს, რომ თიბისის ბარათი ჰქონდა შეკვეთილი, უნდოდა რომ აეღო, თუმცა ვერ მიუსწრო ფილიალს სამუშაო საათებში. ნინია მოკრძალებით ჩაერია მომხმარებლის საუბარში და დააზუსტა, თუ რომელ ფილილში იყო მისი ბარათი. აღმოჩნდა, რომ მისი სამუშაო ადგილი იყო, რის შემდეგაც დაუზარებლად მიბრუნდა ფილიალში მომხმარებელთან ერთად და გადასცა მისი კუთვნილი ბარათი. გამსახურდიას სც #1