სიახლეები

სეზონის მთავარი ტრენდები - გაზაფხული/ზაფხული 2021

1❤︎

თებერვალი 08, 2021

რეკომენდაციები ერთგულის თებერვლის თვის აქციისთვის:

კაშკაშა ფერებითა და 70-იანი წლების ინსპირაციით შექმნილი დენიმით, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი ნამდვილად ოპტიმისტურად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ წელს პანდემიის შეზღუდვების გამო, დიზაინერები დამსწრე ელიტისა და ‘ინფლუენსერების’ კამერების მიღმა დარჩნენ, თუმცა ეს არასახარბიელო განწყობა პოდიუმზე არ აისახა და პირიქით - მრავალფეროვანი პრინტების, ფერების და ქსოვილების აფეთქებად მოგვევლინა.

მოდა დიდი ხანია რაც საკმაოდ დემოკრატიულ ფენომენად იქცა, ხოლო კონკრეტული ტრენდების გამოყოფა - მოდის ჟურნალების ნაძალადევ საქმიანობად. მიუხედავად ამისა, საყვარელი ბრენდების თვალიერებისას, რამდენიმე დეტალმა ჩემი ყურადღება მაინც მიიქცია. ეს ის საერთო შტრიხებია, რომლებიც არა სეზონურად, არამედ ზოგადადაც მომეწონებოდა.


ამრიგად, ონლაინ, თუ უკვე ფიზიკური შოპინგის გასამარტივებლად, ვეცადე თავი მომეყარა ადგილობრივად ხელმისაწვდომი ისეთი ტანსაცმლისა თუ აქსესუარებისათვის, რომლებიც საგაზაფხულო “ტრენდების” ჩემებურ არჩევანს ყველაზე მეტად მიესადაგა.

ნაქსოვი უსახელო სვიტერები

Sea | Coach | Louis Vuitton

90-იანები ყოველ წელს სხვადასხვა ფორმით ბრუნდება მოდაში. წელს უსახელო ნაქსოვ ტოპს გამოვარჩევ, რომელიც რამდენიმე ზომით დიდ, უხეში ძაფისგან მოქსოვილ მჩხვლეტავ ზედებს მახსენებს ჩვენი ბავშვობიდან. უსახელო სვიტერები ამ გაზაფხულს შეგიძლიათ ხელახლა აღმოაჩნოთ - გადაიცვით თეთრ პერანგზე, როლინგზე ან უბრალოდ გრძელსახელოებიან მაისურებზე.

Zara | Mango

სპორტული შიკი

Ganni | David Koma | Miu Miu | Coperni

სპორტული სამოსი პოპულარულობას ალბათ არასდროს დაკარგავს და დიზაინერების ინსპირაციის წყაროც მუდამ იქნება. მომავალ სეზონზე ტენისის/პოლოს ტიპის მაისურები გამოვარჩიე.

Zara | Lacoste

მინიმალიზმი

The Row | Ambush | Bevza | Jil Sander

ნეიტრალური, მონოქრომული ფერები სულაც არ ნიშნავს მოსაწყენს. სიმარტივე, რაც ყოველ წელს გვხვდება დიზაინერებთან The Row, Lemaire ან Jil Sander, აქტუალობას არასდროს დაკარგავს. ასე რომ, ხარისხიანი ქსოვილებით და მარტივი ფორმებით სოლიდური მინიმალიზმის ეფექტი შეგიძლიათ შექმნათ.

Mango | Massimo Dutti | Charles and Keith

პასტელური ტონები

Hermes | Jacquemus | Proenza Schouler | MSGM | Chloe

პასტელის ბაცი ფერები თბილ, მზიან ამინდში ყოველთვის გაამართლებს, თუმცა მომავალ სეზონზე დიზაინერების ბეჭედ დარტყმული დასტური გვაქვს, რომ სალათისფერ-ცისფერ-ლავანდისფერში შეგვიძლია გამოვეწყოთ და მოდასაც არ ჩამოვრჩებით.

Zara | Mango | Lacoste | Nike

ჯინსი & პიჯაკი

Celine | Zadig and Voltaire | Etoile by Isabel Marant

და ბოლოს: ცისფერი, გაშვებული დენიმის შარვალი და ღია ფერის პიჯაკი - ამაზე მარტივი, ‘chic’ და კომფორტული ყოველდღიური კომბინაცია ჯერ არ შექმნილა.

Zara | Mango | Levis | Massimo Duti

ისარგებლე თებერვლის თვის აქციით. გადაიხადე ერთგული ბარათით პარტნიორ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებში და დააგროვე ერთგული ქულები. შეთავაზებას დეტალურად გაეცანით აქ

ავტორი: ნინუცა ივარდავა