სიახლეები

რჩეული პროდუქტები საკულტო თავის მოვლის ბრენდ Body Shop-ისგან

1❤︎

სექტემბერი 22, 2020

BODY SHOP-ის მრავალფეროვანი პროდუქციის შესახებ იმ დრომდე ვიცოდი და ძალიან მომწონდა, სანამ საქართველოში ონლაინ შოპინგის ბუმი დაიწყებოდა. მიუხედავად, იმისა, რომ მაშინ გაცილებით ნაკლები ინფორმაცია მქონდა ამ ბრენდის შესახებ, საზღვარგარეთ მოგზაურობის დასასრულს BODY SHOP-ის ფერად და სურნელოვან მაღაზიაში შესეირნება ერთგვარი სახალისო რიტუალი გახლდათ.


შევიდოდი და სათითაოდ ვხსნიდი სატესტო ფლაკონებს, ვისვამდი, ვიშორებდი და ვადარებდი ტანისა თუ ხელის კრემის სხვადასხვა სურნელებს. საბოლოოდ შევიძენდი ერთ რომელიმე პროდუქტს, რომელიც რამდენიმე გამოყენების შემდეგ მიმავიწყდებოდა, მაგრამ ყოველთვის მახსოვდა ემოცია, რომელიც ამ მაღაზიაში შესვლას ახლდა თან.

კანის მოვლის ექსპერტი არც დღეს ვარ, მაგრამ ახლა მაშინდელთან შედარებით, გაცილებით ბევრი ვიცი. აქტიურად მოვიხმარ და ვაკვირდები შეძენილი პროდუქტების შემადგენლობას, მათ მოქმედებას. თუმცა, ინტერნეტის ერაში, რეალურ პროდუქტებთან წვდომის გარეშეც 2 დღეში გაერკვევი უახლეს ტენდეციებში: რა არის კარგი, რა ინგრედიენტებს უნდა ვუფრთხილდეთ, რომელი პროდუქტი რა ტიპის კანზე ვიხმაროთ და ა.შ.


ამრიგად, გამოცდილებაზე და დაგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ BODY SHOP-ის პროდუქცია ერთ-ერთია იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალიდან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს: წლებია რჩება ეთიკურ სილამაზის ბრენდად, არ ატარებს ცდებს ცხოველებზე და ინგრედიენტების უმეტესი ნაწილი ბუნებრივი წარმოშობისაა. ამ ყველაფერთან ერთად კი ხელმისაწვდომი და ეფექტურია.


რაც ასევე აღსანიშნავია და ბევრს ამბობს ამ ბრენდზე ის გახლავთ, რომ BODY SHOP სულ რამდენიმე წლის წინ Aesop-ის მფლობელი კომპანიის საკუთრებაში გადავიდა. Aesop კი ერთ-ერთი ლიდერია ეთიკური/ორგანული სილამაზის ბრენდებში.


ბოლო წლებში BODY SHOP-ს ბევრი სხვადასხვა ხაზი და არომატი დაემატა და კიდევ უფრო მრალავფეროვანი გახდა. უმეტესობა არ დამიტესტავს, თუმცა გიზიარებთ ჩემს ამჟამინდელ ფავორიტებს:


ღამის კრემი ხაზიდან Oils of Life - ეს კრემი თავის დროზე საჩუქრად მივიღე და მიხარია, რომ სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, მაინც ვცადე, რადგან კომბინირებული/გამონაყარისკენ მიდრეკილ კანი მაქვს, კრემი კი რამდენიმე სახის ზეთს შეიცავს და გამომშრალი კანისთვის არის განკუთვნილი. აღმოჩნდა, რომ ძალიან სწრაფად იწოვება კანში, იდეალურად ატენიანებს და ზამთარში ამავე ხაზის ზეთთან ერთად, საუკეთესო მიგნებაა.


სახის შრატი Drops of Youth - ასაკის პირველი ნიშნების პრევენციისთვის გამოიყენება. 30 წლამდე ანტიასაკობრივი პროდუქტებისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ მსუბუქ, მიმიკურ ხაზებს კარგად უმკლავდება.


ტანის სკრაბი Coconu - bodyshop-ის ტანის სკრაბები ყოველთვის ფავორიტი იყო. არაჩვეულებრივ სურნელთან ერთად იდეალურად აშორებს მკვდარ უჯრედებს და დაბანის შემდეგ, კანი სრიალა და გლუვია. შემდგომ, კრემის წასმაც სასიამოვნო პროცესად იქცევა ხოლმე.


შხაპის გელი - British Rose - ეს ხაზი წელს პირველად ვცადე, რადგან აქამდე ვარდის არომატს მუდმივად გავურბოდი. იმდენად კარგად არბილებს და ასუფავებს კანს, სუნიც ძალიან სასიამოვნოდ მეჩვენა. როგორც აღწერაში უწერიათ, ადგილობრივად ხელით დაკრეფილი ვარდების ექსტრაქტს შეიცავს.



პ.ს. რაც მთავარია, თუ ბოდი შოპის პროდუქტების მოსინჯვას თავად დააპირებთ, გირჩევთ ისარგებლოთ აქციით, რომელიც 27 სექტემბრამდე Body Shop-ის მაღაზიაში მოქმედებს პროდუქციაზე: მინიმუმ 20 ერთგული ქულის გამოყენებისას, შენაძენზე გავრცელდება 30%-იანი ფასდაკლება!




ბოდი შოპის ქსელში ყოველი ვიზიტისას დააგროვე ან დახარჯე ერთგული ქულები.

 

აიღე ერთგული ბარათი აქ


 


ავტორი: ნინუცა ივარდავა