ივნისი 04, 2024
პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილეს ფარგლებში, მისივე სახელობის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერთით ტარდება.
რატომ ელისო?
„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას - ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. ფილმი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და კირა ანდრონიკაშვილია.
პრემია ელისოს საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ, კონკურსის ნომინანტები უკვე გამოავლინა. წელს პრემია “ელისო” სამ ნომინაციაში გაიცემა:
საუკეთესო რეჟისორი
- მარიამ ჭაჭია და ნიკ ვოიგთი (ჯადოსნური მთა)
- ლუკა ბერაძე (ღიმილიანი საქართველო)
- ელენე ნავერიანი (შაშვი შაშვი მაყვალი)
- ანნა ძიაპშიპა (ავტოპორტრეტი ზღვარზე)
საუკეთესო ოპერატორი
- Agnes Pakozdi (შაშვი შაშვი მაყვალი)
- ლომერო ახვლედიანი (ღიმილიანი საქართველო)
- გიორგი შველიძე (ლოტო)
- გოგა დევდარიანი (გონდოლა)
საუკეთესო მსახიობი
- ნინი სოსელია (გონდოლა)
- ეკა ტოგონიძე (იარე ლიზა)
- ეკა ჩავლეიშვილი (შაშვი შაშვი მაყვალი)
- ნინა ერაძე (იარე ლიზა)
- თაკო ტაბატაძე (პეპლების იძულებითი მიგრაცია)
კინოდაჯილდოება წელს პირველად, 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.