კულტურა სიახლეები

ელისო 2025 | ჟიური

მაისი 20, 2025

კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მეორედ გაიმართება. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულებს 14 ივნისს 6 კატეგორიაში დაასახელებს.

უკვე ცნობილია პრემია ელისოს შთამბეჭავი ჟიურიც, რომლის შემადგენლობაც ასე გამოიყურება:

კარლოს რეიგადასი 

მექსიკელი რეჟისორი,სცენარისტი და პროდიუსერი. კანის კინოფესტივალის სამი სხვადასხვა პრემიის ლაურეატი. 2025 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

აგნეშკა ჰოლანდი

პოლონელი რეჟისორი,სცენარისტი და პროდიუსერი. 2020–2024 წლებში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი. ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და 2023 წელს, ვენეციის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი. 

სალომე კიკალეიშვილი 

კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის - ფიპრესის (FIPRESCI) წევრი. ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს - ევროპული აღმოჩენა ‘’Prix Fipresci’’ კომისიის წევრი.

ელენე ნავერიანი

რეჟისორი და სცენარისტი. Swiss Film Awards-ისა და სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის - „შაშვი შაშვი მაყვალი“. აღსაღნიშნავია, რომ სწორედ ელენე ნავერიანი გახდა 2024 წლის „ელისოს“ საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებულიც. 

ტომას ჰაკიმი

პროდიუსერი საფრანგეთიდან. 2024 წლის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმის პროდიუსერი და 2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი.

ანგელიკი პაპულია

ბერძენი მსახიობი და თეატრის რეჟისორი. სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი. 

დიტო ცინცაძე

რეჟისორი და სცენარისტი. ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის, სან-სებასტიანის ოქროს ნიჟარის და თბილისის კინოფესტივალის ოქროს პრომეთეს არაერთგზის მფლობელი.

„ელისოს“ დაარსების დღიდან, კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი.