კულტურა სიახლეები

ინტერვიუ Domus Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, ლენა კილაძესთან

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

ნოემბერი 09, 2022

ცნობილი არქიტექტურილი ჟურნალის Domus-ის ქართული გამოცემა – Domus Georgia 2021 წლიდან ფუნქციონირებს და უკვე გამოსცეს პირველი ქართული ნომერი.


ლენა კილაძე

© გურამ კაპანაძე

ასევე 5 და 12 ნოემბერს 17:00 საათზე მართავენ შეხვედრა-დისკუსიებს, სადაც აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმებს ამერიკული არქიტექტურის პარადიგმებზე, რომელიც გაიმართება ცნობილ ამერიკელ არქიტექტორებთან. შეხვედრებს გაუძღვება არქიტექტურის დოქტორი, თბილისის არქიტექტურის დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის დამფუძნებელი, Domus Georgia-ს მთავარი რედაქტორი, ლენა კილაძე.

Domus-ი არის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჟურნალი მსოფლიოში, აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანას არ აქვს მისი გამოცემა. როგორ გაჩნდა იდეა საქართველოში Domus Georgia-ს დაფუძნების და როგორ შეძელით ამის მოხერხება?

დომუსი როგორც პლატფორმა დღეს ცოდნის გავრცელების ერთ-ერთი უნიკალური საშუალებაა – ეს პრაქტიკულად “ მეტავერსი”-ა, რომელიც ამ სწრაფად ცვალებად გარემოში მუდმივ ფასეულობებზე საუბრობს – მშვენიერების, ჰარმონიის, ადამიანების, ცხოვრების ხარისხის შეცვლის და ა.შ.


დომუსი ყოველთვის იყო ფანჯარა ამ განსხვავებულ სამყაროში, ამიტომ პანდემიის დროს, როდესაც შედარებით ბევრი დრო მქონდა, დავფიქრდი დიდი ხნის იცნებაზე – დომუსის ქართული ვერსია შემექმნა, მისი ქართული პროექტი და მოლაპარაკებები დავიწყეთ დომუსთან.

მინდა ასევე გკითხოთ თქვენს პირველ გამოცემაზე, როგორი იყო მასზე მუშაობა და რას ემსახურებოდა?

პირველი გამოცემა დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ეს გამოწვევა დღესაც გრძელდება: თარგმანი, ენა, დიზაინი, ფოტო , ქართული კონტენტი ეს ყველაფერი გამოწვევად რჩება.


ქართულ ენაზე თანამედროვე არქიტექტურაზე ბევრი არ იწერება და არ დაწერილა, მითუმეტეს დომუსის მოთხოვნების შესაბამისად. დომუსი წელიწადში ორჯერ გამოდის და ერთი ძირითადი თემის გარშემო აერთიანებს გამოცემის მასალას.

ასევე საინტერესოა, რას ნიშნავს ამ ჟურნალის საქართველოში არსებობა ქართული არქიტექტურისთვის და არქიტექტორებისთვის?

ქართული პროექტის არსებობა ნიშნავს საქართველოს ჩართვას თანამედროვე არქიტექტურულ დისკურსში, დომუსი თითქმის 100 წლიანი გამოცდილებას გაგვიზიარებს, მოგვცემს წვდომას უნიკალურ საარქივო მასალაზე, გვექნება ცოდნის ამაღლების შესაძლებლობა და ასევე ქართულ არქიტექტურასა და დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამტანი იქნება მსოფლიოში.

 რას ნიშნავს პირადად თქვენთვის, ასეთი წამოწყება და Domus Georgia-ს რედაქტორობა?

პირადად ჩემთვის? ახალი მოგზაურობის დაწყებას.

რომ მოგვიყვეთ სამომავლო გეგმებზე, რა ღონისძიებები იგეგმება, როდის გამოდის შემდეგი გამოცემა?

დომუსის შემდეგი ნომერი დეკემბრის ბოლოს გამოვა. გარშემო კი იგეგმება დომუსის საუბრების მთელი სერია, დოკუმენტური ინტერვიუების სერიის სქრინინგი, დისკუსიები ცნობილ ამერიკელ არქიტექტორებთან (ამერიკული არქიტექტურული პარადიგმები).


შეხვედრები, დისკუსიები და დიალოგის პლატფორმა Future-ის გამოწვევებზე საპასუხოდ იგეგმება მეტი კოლაბორაცია და ახალი პარტნიორობები.

ავტორი: ანი ჭიღიტაშვილი / At.ge