ტექნოლოგია

აქ. ახლა შენით — გაიგე, როგორ შეიქმნა ციფრული ბანკის ახალი კამპანია

ივლისი 15, 2022

“დაიჭირე წამი, როცა პირველად გაცურავ დამოუკიდებლად, როცა პირველად გაცურავ შენით; ვერავინ გააკეთებს შენ ნაცვლად — უნდა იმოქმედო, შენით”… — ეს ახალი გზავნილია თიბისისგან, რომელიც უკვე 10 წელია, ციფრულ ბანკს მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის ქმნის.

ამ წლების განმავლობაში თიბისი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიად იქცა, ციფრული ბანკი კი მისი განუყოფელი ნაწილი გახდა — მასში მოიყარა თავი ყველა პროდუქტმა თუ სერვისმა, რომელიც თანამედროვე ადამიანს სჭირდება. შედეგად, “აქ. ახლა. თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია”. სწორედ ამის საილუსტრაციოდ თიბისიმ, კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონთან” და საწარმო კომპანიაენკენი ფილმსთანთანამშრომლობით, ორი ვიდეორგოლი შექმნა.

 

თიბისის ციფრული გუნდის მარკეტერი, სალი დადიანი, ციფრული ზრდის გუნდის კაპიტანი, საბა მიქაია და “ლივინგსტონის” თანადამფუძნებელი, ლევან ლეფსვერიძე გვიამბობენ, რა გზა გაიარეს ახალი კამპანიის იდეის გაჩენიდან მის შესრულებამდე და როგორ აუმჯობესებს თიბისი ციფრულ ბანკს მომხმარებლების დახმარებით.

თიბისის მისიაა, გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ყველა პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც ვქმნით, ამ მისიას ემსახურება. ციფრული ბანკიც ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება — ვცდილობთ, ერთ სივრცეში მოვაქციოთ საბანკო პროდუქტები თუ სერვისები, რომელთა გამოყენება შენით, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით, დაზოგონ დრო და იყვნენ დამოუკიდებლები” — ამბობს სალი დადიანი. 

ახალი კამპანიის მიზანი ერთია — ხაზი გაუსვას იმ სიმარტივეს, რომელიც ციფრულ ბანკს მოაქვს და კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ ყოველდღიური ოპერაციების შესრულება დამოუკიდებლად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.

 

სალის თქმით, სურდათ, ყოფილიყვნენ პირდაპირები, ბუნებრივები და მარტივი კომუნიკაციით აეხსნათ, რა სარგებელი მოაქვს ციფრულ ბანკს. ამიტომაც ვიდეოებში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ნახავთ. “გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს თვითონ შეუძლია გამოიყენოს ციფრული ბანკი და რომ ამის გაკეთება მარტივია”, — აღნიშნავს სალი.

აქ. ახლა შენით

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კამპანიაზე “ლივინგსტონმა” იმუშავა. “ლივინგსტონს თიბისისთან განსაკუთრებული კავშირი აქვს — ის ჩვენი პირველი კლიენტი იყო. მას მერე ერთად მოვდივართ, 12 წელი გავიდა, გავიზარდეთ. ახლა კი კიდევ ერთხელ დიდი ენთუზიაზმით და განსაკუთრებული სიხალისით შევეჭიდეთ ახალ კამპანიას”, — ამბობს ლევან ლეფსვერიძე, ლივინგსტონის თანადამფუძნებელი.

მისი თქმით, დავალება საპასუხისმგებლო იყო, უნდა შეეხსენებინათ ადამიანებისთვის ციფრული ბანკის მოხმარების სიმარტივე. “ჩვენ გვჯერა რომ კომუნიკაცია რაც უფრო უშუალო და პირდაპირია, მით უფრო კარგად მუშაობს იგი. ამიტომ მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა ისეთი რამ, რაშიც ადამიანები საკუთარ თავს ამოიცნობდნენ. 


არ გვინდოდა ყოფილიყო მხატვრულად, თეატრალურად გადამეტებული, გვსურდა, გვეჩვენებინა ცხოვრების სტილი და მოგვეწოდებინა ადამიანებისთვის ერთი რამ — შენით შეგიძლია და გააკეთე, გადადგი ნაბიჯი, იყავი დამოუკიდებელი. თიბისი კი ამაში გეხმარება”, — აღნიშნავს ლევანი.

ლევანი იხსენებს, რომ როცა თიბისისთვის პირველი კამპანია შექმნეს, მაშინ საქართველოში სოციალური ქსელები ფეხს იკიდებდა და თიბისი აღმოჩნდა პირველი გაბედული ბიზნესი, რომელმაც განიზრახა, ამ ქსელში კომუნიკაცია დაეწყო. ლივინგსტონი კი პირველი გაბედული სააგენტო აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ სოციალური ქსელი შესაძლებელია გამოდგეს მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის.

 

“მას მერე შეიცვალა ის, რომ ადამიანებს უფრო მეტად მოსწონთ უშუალო, მეგობრული ბიზნესები, მათგან სჭირდებათ გამხნევება და იმ გამოსავლის შეთავაზება, რაც თავიანთ ცხოვრებას უკეთესს გახდის. ამას კი თიბისის ციფრული ბანკი რეალურად აკეთებს”.

ვიდეოს პროდაქშენზე საწარმო კომპანია “ენკენი ფილმსმა” იმუშავა. როგორც ლევან ლეფსვერიძე ამბობს, “ენკენი ფილმსი” “ლივინგსტონის” პარტნიორია და ყოველთვის იგრძნობა, როცა შემოქმედებითი და გადამღები ჯგუფი ერთ ტალღაზეა.

 

”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო პროცესი იყოს ლაღი, სტრესისგან თავისუფალი. ერთია, საქმე კარგად გააკეთო, მაგრამ მეორეა, კარგად გააკეთო და თან იყო ბედნიერი. თიბისის ეს კამპანია სწორედ ასეთი აღმოჩნდა”. 

როგორ აუმჯობესებს თიბისი ციფრულ ბანკს მომხმარებლებთან ერთად

კამპანია მხოლოდ ორი ვიდეოთი არ შემოიფარგლება, იგი სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. თიბისი ყველა არხში, ქალაქებსა და სოფლებში, ციფრულ თუ რეალურ სივრცეში მისწვდა მომხმარებლებს — შექმნა დიდი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

“კამპანიის იდეამდე მომხმარებლებისგან მიღებული შეფასებებით მივედით. ჩვენ ყოველდღე მრავალ შეტყობინებას ვიღებთ, ვისმენთ მომხმარებლების უკუკავშირს, გვაქვს ციფრული კომუნა, სადაც გვიზიარებენ რჩევებს, იდეებს, პრობლემებს. შედეგად, მომხმარებლებზე დაყრდნობით ვაუმჯობესებთ ციფრული ბანკის ფუნქციონალებს, სერვისებს, პროდუქტებს”, — ამბობს სალი და აღნიშნავს, რომ თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ციფრული პროდუქტები პრიორიტეტულია.

ციფრულ ბანკში ნებისმიერი ცვლილება თუ განახლება მომხმარებლის უკუკავშირს რომ ეფუძნება, თიბისის ციფრული ზრდის გუნდის კაპიტანი, საბა მიქაიაც აღნიშნავს.

 

“მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს, ვიგებთ, რა ახალ ფუნქციონალს ისურვებდნენ ციფრულ ბანკში და ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მათი სურვილები. ბოლო პერიოდში გვქონდა რამდენიმე მცირე განახლება, რომელმაც მომხმარებლის გამოცდილება კიდევ უფრო დახვეწა: გადარიცხვისას დავამატეთ ხშირად გამოყენებადი თანხების ღილაკები, გავამარტივეთ ტრანზაქციების გასაჩივრების პროცესი, ასევე მომხმარებელს მივეცით შესაძლებლობა, თავად შეცვალოს აპის ლოგო და დაიყენოს ისეთი ფერის, როგორიც მოესურვება”.

მისი თქმით, ციფრულმა ბანკმა წლების განმავლობაში რადიკალურად შეცვალა ადამიანების ქცევა და იმდენად გაამარტივა ყოველდღიური ოპერაციები, რომ ახლა აღარც გვახსოვს, როგორ ვასრულებდით ზოგიერთი მათგანს. “გახსოვთ, როგორი რთული იყო კომუნალურების გადახდა წლების წინ?” — ამბობს ის.

 

ციფრული ზრდის გუნდის კაპიტანი აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს მომხმარებლები მიჩვეულნი არიან ყველანაირი მომსახურების მყისიერად მიღებას სხვადასხვა აპლიკაციისაა თუ ციფრული სერვისის გამოყენებით. გამონაკლისი არც საბანკო მომსახურებაა — “მომხმარებელს აქვს მოლოდინი, რომ საკუთარ ფინანსებზე წვდომა და სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება დღის ნებისმიერ მომენტში უნდა შეეძლოს. ციფრული ბანკის მთავარი ღირებულებაც სწორედ ესაა”, — აღნიშნავს საბა მიქაია.

 

თიბისის ციფრული ბანკის გუნდი მუდმივად მუშაობს აპლიკაციის გაუმჯობესებაზე. ახლა ისინი აქტიურად ავითარებენ რამდენიმე ახალ ფუნქციონალს, რომელთა გამოყენებას შეძლებ “შენით”.

ავტორი: იანა კოხოძე