სიახლეები

თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები - ახალი სიტყვა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში

TBC Concept

სექტემბერი 17, 2020

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში უმნიშვნელოვანესი როლი პირად ბანკირს უკავია. პირადი ბანკირი „სუპერგმირია“, რომელიც მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია, გვეხმარება რთული საბანკო ოპერაციების შესრულებაში, ჩვენი ფინანსების სწორად მართვაში, ვენდობით და მის რჩევებს ვითვალისწინებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებისთვისაც  ციფრული არხები მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და გადაწყვეტილებების მიღებაც დამოუკიდებლად სურთ, უფრო და უფრო იზრდება. თიბისის ახალი მიდგომა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, ყველა ადამიანის ინტერესებსა და საჭიროებებს ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ, საქართველოში პირველად  ციფრული ნაკრები შეიქმნა.

ა არის თიბისის ციფრული ნაკრები და როგორ შეიქმნა ის.

მომხმარებლების სამომავლო საჭიროებების განსასაზღვრად, თიბისის ანალიტიკური ტრანსფორმაციების გუნდი მათ ქცევას მუდმივად სწავლობს. გუნდის ლიდერს, მარიამ ლელაშვილს ვკითხეთ, როგორ მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ახალი ნაკრები პირადი ბანკირის გარეშე შექმნილიყო.


მარიამი თიბისიში 2011 წლიდან მუშაობს.  პროფესიით მხატვარია, ამბობს, რომ უნდოდა საქმეშიც უფრო მეტად შემოქმედებითი ყოფილიყო, ოღონდ ტექნიკური განხრით. სწორედ ამიტომ, მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ისწავლა და მუშაობა ბიზნესის ანალიზის განყოფილებაში გააგრძელა. 3 წლის წინ, თიბისიმ ანალიტიკური ტრანსფორმაციების პროცესი დაიწყო, მას შემდეგ მარიამი გუნდთან ერთად სწავლობს, რას ყიდულობთ ყველაზე ხშირად, რა ტიპის მომსახურებით სარგებლობთ, სამოგზაუროდ რამდენად ხშირად დადიხართ თუ სხვა.

„ჩვენი მიზანია, ბიზნეს გადაწყვეტილებები მივიღოთ მონაცემების ანალიტიკური დასკვნების საფუძველზე და არა ზედაპირულად. ძალიან რთულია მიხვდე, რისი საჭიროებაა ბაზარზე, თუ კარგად არ გაქვს შესწავლილი მომხმარებლის ქცევა, მათი ინტერესები, სავარაუდო საჭიროებები თუ სხვა. როცა აკვირდები მომხმარებლის ქცევას და ამაზე დაყრდნობით ცდილობ კონკრეტული დასკვნები გამოიტანო, ბევრად უფრო სწორ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებას ქმნი“


- მარიამ ლელაშვილი


ამ შემთხვევაშიც თიბისიმ პერსონალური მომსახურების სერვისის გასაუმჯობესებლად გადაწყვიტა ანალიტიკური კვლევა ჩაეტარებინა. მარიამის გუნდმა პერსონალური საბანკო მომსახურების მომხმარებლების შესწავლა და მათი თვისებების და ქცევის მიხედვით დაყოფა დაიწყო. ასე გამოიკვეთა კლიენტთა ჯგუფი, რომელიც ციფრულ არხებს ძალიან კარგად იყენებდა.

„მონაცემთა მეცნიერება და მისი გამოყენება დაგვეხმარა იმაში, რომ ფუნდამენტურად შეგვეცვალა ჩვენი ხედვა პერსონალური საბანკო მომსახურების შესახებ. მონაცემების დამუშავების გარეშე არავის მოუვიდოდა აზრად, რომ შეიძლება ციფრული ნაკრები შექმნა და ეს იყოს ის, რაც შენს მომხმარებლებს სჭირდება“


- მარიამ ლელაშვილი


მონაცემების შესწავლა უფრო მარტივად რომ ავხსნათ თიბისის უფროს მონაცემთა მეცნიერს, სანდრო ლომაძეს ვესაუბრეთ. პროფესიით მათემატიკოსია და თიბისიში მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით მუშაობს. სანდრო სწავლობს ინფორმაციას მომხმარებლების დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ციფრული არხების მოხმარებაზე, ინტერნეტ ბანკის გამოყენებაზე, ონლაინ შესყიდვებზე, დეპოზიტებსა და სესხებზე.


„მათემატიკოსი ვარ და მაინტერესებს ციფრები, რომლებიც უხვადაა მონაცემებში, სტატისტიკაში. რაც უფრო დეტალებში უღრმავდება ციფრებს კომპანია, მეტად ხედავს მომხმარებლის სურვილებს. ზოგჯერ კლიენტები ფიქრობენ, რომ მათი მონაცემების გამოყენება ცუდი მიზნებით ხდება, სინამდვილეში, რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ბანკს მათზე, მით მეტად საინტერესო და მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტსა და სერვისს სთავაზობს მათ“


- სანდრო ლომაძე



სანდრო გვიყვება, რომ ის ადამიანები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ დიდი თანხის ოდენობის ტრანზაქციას ასრულებენ, ან აქვთ იპოთეკური სესხი, რომლის მოვლაც საკმაოდ რთულია, ამჯობინებენ ჰყავდეთ პირადი ბანკირი. თუმცა ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად იყენებენ თიბისის მობაილ და ინტერნეტ ბანკს, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად უფრო მარტივად იღებენ.


„დავფიქრდით და მივხვდით, რომ ჩვენი ეს მომსახურებები იმდენად მოსახერხებელია, რომ ბანკირის სრულად ჩანაცვლება შეიძლება. სამუშაო სესიაზე გაჩნდა კითხვა - იმ ადამიანებს, რომლებსაც მობაილ ბანკი სრულად აქვთ ათვისებული, რატომ უნდა დასჭირდეს ბანკირის დახმარება?! დაიწყო დებატების პროცესი - შეიძლებოდა თუ არა ბანკირის სერვისის ამოღება პერსონალური საბანკო მომსახურებიდან“, - იხსენებს მარიამი.

ას გთავაზობთ ციფრული ნაკრები.

თიბისიმ პერსონალური საბანკო მომსახურების ციფრული ნაკრები 2019 წლის ივნისში შექმნა. ეს მომსახურება საქართველოში პირველია და მას შემდეგი უპირატესობები აქვს:



ზოგავ დროს, რადგან პროცესები ციფრულადაა ხელმისაწვდომი;


პრემიუმ ნაკრებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია;


ციფრული ნაკრები, პრემიუმ ნაკრების მსგავსად, მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობას, კონცეპტ-ასისტენტის მომსახურებას, მუდმივად განახლებად შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თიბისი უკვე აქტიურად მუშაობს პერსონალურ საბანკო მომსახურებაში მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებაზე. ასე რომ, თუ ჯერ არც ციფრული ნაკრების მომხმარებელი ხართ და არც პრემიუმ ნაკრების, დაელოდეთ - ძალიან მალე თიბისი თქვენზე მორგებულ შეთავაზებას გაგიკეთებთ. 


ავტორი: სალომე ჩიკვილაძე