სიახლეები

10 რჩევა მინიმალისტური ინტერიერის შესავსებად

1❤︎

ნოემბერი 18, 2020

ცნობილია, რომ ინტერიერის ორგანიზება/დალაგება და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება, ჩვენს გონებრივ კეთილდღეობასა და ენერგიულობაზე დადებითად აისახება. მონოქრომული, თბილი ფერები ამშვიდებს და ფოკუსირებაში გვეხმარება.


21-ე საუკუნის ადამიანებს ისეთ სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, როგორც არასდროს.


პარალელურად კი სახლში, საკუთარ სივრცეში გვსურს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევიქმნათ, ჩვენს მიერ მოწყობილ პირად სივრცეში ვეძიოთ სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია. ამისათვის, საჭიროა ისეთი ნივთები და ავეჯი შევვარჩიოთ, რაც ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად, შესაბამისი გარემოს შექმნაში დაგვეხმარება.


ნოემბრის თვისთვის, სწორედ ასეთ ნივთებზე გავაკეთე აქცენტი და ესეც რჩეული სია:

მოწნილი ხალიჩა - ნეიტრალური ფერების შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა არის ინტერიერში სიმყუდროვის შემოსატანად. ამისათვის კანაფის ან სხვა ბუნებრივი მასალისგან მოწნული ხალიჩის გამოყენება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. 

მარტივი თარო - იმისათვის რომ საცხოვრებელი სივრცე კომფორტულთან ერთად ფუნქციურიც იყოს, ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ . რა არის საჭირო ამისთვის თუ არა თაროების სისტემის მარტივი კონსტრუქცია, რომელსაც , სხვა სიტყვებით, შეგვიძლია პირადი ნივთებისგან შექმნილი კედლის ერთვარი გალერეაც კი ვუწოდოთ.




მეორადი განათება - განათება ინტერიერის უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელსაც ზოგჯერ საჭიროზე ნაკლებ ყურადრებას უთმობენ. არაერთხელ მინახავს ინტერიერი, სრულიად არასაჭირო ადგილას განთავსებული ტორშერით, ან სულაც ყველანაირ მეორადი განათების გარეშე. არადა, სწორად შერჩეულ მაგიდის სანათსა თუ უბრალო სურნელოვან სანთელს, იდეალურად შეუძლია ყველანაირი სივრცის მყუდრო, კომფორტულ ადგილად გარდაქმნა.

უფორმო სარკე - დიდ სახლში ცხოვრება დიდი ფუფუნებაა, რომელიც ბევრს არ გვაქვს. მაგრამ თუ არასტანდარტული ფორმის მქონე სარკეს თქვენს არც თუ ისე დიდ მისაღებ ოთახში განათავსებთ, სივრცე შედარებით გაიშლება და ესთეტურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.

ტილოს ქსოვილი - ამ მაგიურ ბუნებრივ ქსოვილს ჩემთვის განსაკუთრებული სიმყუდროვე შემოაქვს; ბალიშის პირი იქნება ეს, დივანი თუ მაგიდის გადასაფარებელი, არ აქვს მნიშვნელობა.

ბუნებრივი ხე - ინტერიერის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი დეტალი ჩემთვის ხის ბუნებრივი, თბილი ფერებია. ჩაანაცვლეთ უბრალო ხის სკამით, ნებისმიერი ფერადი ან მეტალის ავეჯი და თავად ნახავთ განსხვავებას. 




კედლის დეკორაცია - მოშიშვლებული კედლებს სიცივე შემოაქვს, მაგრამ არც ზედმეტი გადატვირთვაა საჭირო. რამდენიმე ხის ჩარჩოში ჩასმულ ნახატსა თუ პოსტერს უმარტივესად შეუძლია შეავსოს სიცარიელე თქვენს ოთახში.

სიმწვანე - აუცილებლად შეიტანეთ სიმწვანე ინტერიერში. შეარჩიეთ რაც შეიძლება დიდი და მასიური მცენარეები!

და ბოლოს, აუცილებლად გადახედეთ ბრენდების სიას, რომელიც შესაძლოა დაგეხმაროთ იპოვოთ სასურველი ნივთები და მასალები აქ


ამასთან, ნოემბრის ბოლომდე თუ შეიძენთ ერთგული ბარათით, საჩუქრად მიიღებთ დამატებით 25 ან 60 ქულას გადახდილი თანხის შესაბამისად.

ავტორი: ნინუცა ივარდავა