ტექნოლოგია

როგორ ჩაიარა თიბისის დემო დღეებმა — 2023 წლის შეჯამება

დეკემბერი 11, 2023

თიბისის, როგორც რეგიონის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიის, მისია მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივებაა. ამ მიზნით, კომპანია არაერთ ინიციატივას ანხორციელებს - მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ღონისძიება დემო დღეა, რომელიც ფინანსური თუ არაფინანსური პროდუქტების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის.


წლის ბოლოს თიბისიმ შემაჯამებელი დემო დღე ჩაატარა, სადაც წლის განმავლობაში ჩატარებული დემო დღეები და განხორციელებული პროექტები განიხილეს.


დემო დღეს ეჯაილ გუნდები იკრიბებიან და კოლეგებს, დაინტერესებულ მხარეებსა თუ ლიდერებს შიდა თუ გარე მოხმარების მუშა ფუნქციონალებზე ინფორმაციას უზიარებენ. ასევე, იღებენ უკუკავშირს, რითაც პროდუქტებსა და პროცესებს აუმჯობესებენ.

“კომპანიის დემო დღე, გუნდებისთვის კარგი შესაძლებლობაა, დაინტერესებულ მხარეებს გააცნონ მათ მიერ მოკლე დროში შექმნილი ღირებულება. მაგალითად, გუნდები 2-4 კვირაში გამოყენებად, ღირებულ პროდუქტებს ქმნიან. Მომხმარებლისთვის პროდუქტის სწრაფად მიწოდება სწრაფი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობაა, რაც საბოლოო ჯამში გვეხმარება მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევქმნათ. ამასთან ერთად, დემო დღე უზრუნველყოფს ორგანიზაციაში გამჭირვალე პროცესის შექმნას, სადაც ლიდერები და გუნდები მომხმარებლის თვალით აფასებენ ინკრემენტებს. ფორმატითა და შინაარსით დემო დღის ღონისძიება Agile ღირებულებებსა და პრინციპებს პირდაპირ ეხმიანება”. 



-თიბისის Agile მწვრთნელი, ლევან სილაგაძე .

თიბისიში დემო დღეების პრაქტიკა აქტიურად 2023 წელს დაინერგა. წლის განმავლობაში 10 დემო დღე (9 ონლაინ და 1 ფიზიკურად) ჩატარდა და 100-ზე მეტი ინკრემენტი გაზიარდა, რაც, ლევანის თქმით, ორგანიზაციისთვის ძალიან საამაყოა.

“ორგანიზაციაში ასე მასშტაბურად დემო დღეების ჩატარების კულტურა 2023 წელს დაინერგა და დასაწყისიდანვე გუნდები ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში. Ამან ხელი შეუწყო გამჭირვალე პროცესის შექმნას და უკუკავშირის კულტურაც გაუმჯობესდა”.

ლევანის აზრით, მსგავსი პრაქტიკა ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც თიბისია, უმნიშვნელოვანესია - კომპანიას საკუთარი კლიენტებისა და მომხმარებლების ხმა უნდა ესმოდეს, რათა ზუსტად ის შექმნას, რისი საჭიროებაც ბაზარზე კონკრეტულ მომენტში დგას. 


“მსგავსი პრაქტიკა ბევრგან არ არის დანერგილი, მათ შორის არც ზოგიერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიაში. პროდუქტის ღიად ჩვენება და დროული უკუკავშირის მიღება პროცესს ამარტივებს. ზოგჯერ შეიძლება ისეთი უკუკავშირი მიიღო, რომ მნიშვნელოვანი ნაწილების შეცვლა დაგჭირდეს, შესაბამისად აუცილებელია ეს დროულად მოხდეს, რათა ცვლილებები რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს. ფიქრობ, დემო დღე ყველა კომპანიისთვის, რომელსაც საკუთარი მომხმარებლების საჭიროებების გაგება სურს, სასარგებლო აქტივობა შეიძლება იყოს”.

ლევანი დემო დღეების ჩატარების კუთხით, 2023 წელს წარმატებულად აფასებს და თანამშრომლებისგან თუ მენეჯმენტისგან მიღებული უკუკავშირით კმაყოფილია, რაც მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია. 


“ეჯაილის მთავარი პრინციპებია მომხმარებელის კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათგან მუდმივი უკუკავშირის მიღება და მუდმივი გაუმჯობესება. ამ ღონისძიებით კი თიბისი აგრძელებს უწყვეტ განვითარებაზე ფოკუსირებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებას, შედეგად კი ინარჩუნებს ფინანსურ ტექნოლოგიებში რეგიონის წამყვანი ინსტიტუტის სტატუსს”

ავტორი: Dev.ge