მაისი 03, 2023
თიბისის მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში 29 აპრილს ტექნოლოგიური ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ინიციატივა Women Techmakers Georgia-ს ეკუთვნის. შეხვედრის მთავარი მიზანია, რეგიონში მცხოვრები გოგოები და ქალები გააერთიანოს, რომელთაც ტექნოლოგიების სფეროსადმი ენთუზიაზმი და განვითარებისა თუ სიახლეებისადმი დიდი სწრაფვა ამოძრავებთ.
თიბისი, როგორც ტექ ინიციატივების მხარდამჭერი, ამით მიზნად ისახავს, ტექ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობა აამაღლოს და მომავალ თაობასაც დაეხმაროს, ამ სფეროში განვითარდნენ.
თავად Women Techmakers კომპანია Google-ის მიერ შექმნილი პროგრამაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ქალებს აერთიანებს და სფეროში მათი ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად.
ღონისძიება ბაღდათდა ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა სხვა გოგოებმა თუ ქალებმა მიიღეს.ში, კერძოდ, სოციალურ კაფე გლიცენიაში გაიმართა. იგი დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო მასში მონაწილეობა "ჩართეს" ბენეფიციარებმა, "დიმელმა ქალებმა"
"ღონისძიება Women Techmaker-ის IWD 2023-ის ფარგლებში გაიმართა და "ჩართეს" მოსწავლეებთან ერთად "დიმელ ქალებსაც" ვუმასპინძლეთ", — აცხადებს თამთა კაპანაძე, ღონისძიების ორგანიზატორი.
შეხვედრის ფარგლებში საინფორმაციო სესიები ჩატარდება, რომელთა თემები იყო:
- სოციალური მედია: უსაფრთხოება და სწორად გამოყენება;
- ფინანსური განათლება;
- ტექნოლოგიები.
გარდა აღნიშნული გამოსვლებისა, გაიმართა გამამხნევებელი გუნდური აქტივობებიც, რომლებმაც მონაწილეების უკეთ გაცნობას შეუწყო ხელი. ამასთანავე, შეხვედრის მიზანი არა მხოლოდ მონაწილეთა ინფორმაციული საჭიროებების დაკმაყოფილება იყო, არამედ მათთვის გარკვეული ბიძგისა და თვითრწმენის მიცემაც.
"წელს კამპანიის თემაა "Dare to Be" და ჩვენი მიზანიც არის, მონაწილეებს ვაჩვენოთ ტექნოლოგიების სფეროს ფართო შესაძლებლობები, რომ გაბედონ ოცნება უფრო დიდ მიზნებზე, იყონ გაბედულები კარიერულ გზაზე და არა მხოლოდ" -თამთა კაპანაძე.
როგორც თამთა გვიამბობს, ღონისძიების ჩატარების იდეა მას შემდეგ დაებადათ, რაც გასულ თვეს თიბისის მხარდაჭერით პროფესიული განათლების დღე გაიმართა "ჩართეს" მოსწავლეებისთვის — სამიზნე აუდიტორიის მხრიდან გამოჩენილმა ენთუზიაზმმა და დაინტერესებამ მათ თვალსაჩინოდ დაანახა, რომ რეგიონებში ამ ტიპის შეხვედრების საჭიროება მართლაც არსებობს.
"მარტში ჩართეს მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების დღე გვქონდა თიბისის მხარდაჭერით და თიბისი კონცეპტში შეკრებილ ათეულობით სტუდენტსა და მოსწავლეს ვესაუბრეთ ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა მიმართულებაზე", — იხსენებს თამთა — "დაინტერესება ძალიან დიდი იყო "ჩართეს" რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისგან. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ რეგიონებშიც დაგვეწყო მსგავსი შეხვედრები".
პირველ რეგიონად ბაღდათის მუნიციპალიტეტი შეირჩა — ორგანიზატორებს აქ მცხოვრები "ჩართეს" ბენეფიციარებისა და ქალების შესახებ ბევრი საინტერესო ისტორია სმენიათ.
"ბაღდათში ღონისძიების ჩატარება ჩვენი თანაგუნდელის, ლილი ფულარიანის, დამსახურებაა. ლილი ყოველთვის გვაცნობს სხვადასხვა პროექტის საშუალებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საოცარ ადამიანებს და გვინდოდა, პირველად მათ შევხვედროდით, ჩვენთვის მაგალითია მათი [ბაღდათელი გოგოების და ქალების] შრომისმოყვარეობა, თავდადება და ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. შეხვედრაზე ვეცდებით, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს" გვიყვება თამთა კაპანაძე
შემთხვევითი არც კონკრეტული ლოკაციის, კაფე გლიცინიას, შერჩევა ყოფილა. იგი ნათია ფურცელაძემ და გიორგი ცაავამ ახლახან შექმნეს. კაფე მრავალფუნქციურია და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ამიტომ სამომავლოდაც არაერთ მსგავს თავშეყრას უმასპინძლებს.
"ჩვენთვის ამ კაფეს შექმნის იდეა ძალიან შთამაგონებელი და აღმაფრთოვანებელი იყო. გარდა იმისა, რომ სოციალურ კაფეში კომფორტული გარემო და საოცარი ხალხი გვხვდება, ღონისძიების იქ ჩატარება სიმბოლურიცაა. გვჯერა: კაფეს შექმნის ისტორია და ადამიანები, რომლებიც ამის უკან დგანან, ასევე დიდ მოტივაციას მისცემენ მონაწილეებს", — ამბობს თამთა.
იგი აცხადებს, რომ 29 აპრილის შეხვედრა "ძალიან საინტერესო, პროდუქტიული და დასამახსოვრებელი იყო, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე ორგანიზატორებისთვის".
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაღდათთან და სხვა რეგიონებთან დაკავშირებით Women Techmaker Georgia-ის გეგმები მხოლოდ ამ ღონისძიებით არ შემოიფარგლება — დიდი ალბათობით, სამომავლოდაც არაერთი საინტერესო ინიციატივის მომსწრენი გავხდებით.
"გვჯერა, ეს დღე მომავალ თანამშრომლობასა და ბევრ კარგ საქმეს ჩაუყრის საფუძველს", — ამბობს ორგანიზატორი.
ტექნოლოგიები საქართველოში ჯერაც ის ერთ-ერთი სფეროა, რომელშიც ქალებისა და გოგოების ჩართულობას ხშირად სხვადასხვა სტერეოტიპი თუ რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის ნაკლებობა აფერხებს. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში. შესაბამისად, ეს მხოლოდ დასაწყისია — დრო გვიჩვენებს შედეგებს, რომლებსაც ინიციატივა და ორგანიზატორთა შემდგომი ნაბიჯები მოუტანს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ქალებს.
ავტორი: NEXT.On.ge