სექტემბერი 23, 2025
ხეზე მუშაობა წლების წინ აღმოვაჩინე, როგორც თავისუფალ დროს განტვირთვის საშუალება.
ბუნებრივი მასალა.
კონცენტრაცია და აწმყო.
დრო, რომელიც შეგიძლია ერთ კონკრეტულ საქმიანობას დაუთმო.
თუმცა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს საქმე ჯერ გატაცებად, შემდეგ კი სრულიად ახალ პროფესიად იქცეოდა.

მივხვდი, რომ დროა სურვილი მიზნად ვაქციო:
როცა სახელოსნოში გატარებული ბევრი საათის და დაგროვილი ცოდნის შემდეგ მზად ვიყავი, გატაცებისადმი სიყვარული სხვა ადამიანებისთვისაც გამეზიარებინა.
თავიდან ეს იყო უნიკალური დიზაინის ავეჯის წარმოება ლიმიტირებული რაოდენობებით, რომელსაც საკუთარი ხელით შევქმნიდი.
შემდეგ კი ჩემი ახლანდელი გატაცება - სკოლა, სადაც ადამიანებს სხავადასხვა ტექნიკების დახმარებით ვუზიარებ ჩემს დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებას, სიყვარულს, რომელიც ამ საქმინობისადმი გამოვიმუშავე.

პირველი სასურველი ხარჯი:
იყო სამუშაო სივრცის მოწყობა, რომელიც გარაჟი აღმოჩნდა.
სულ მინდოდა მსგავსი ადგილი, სადაც შემეძლებოდა ჩემი სხვა საქმიანობებისგან იზოლაცია და კონცენტრირება ხეზე, თითოეულ ობიექტზე.
ახალი გეგმების და მიზნების დასახვა, რომლესაც ყველა სახელოსნოში გატარებული დროით მივუახლოვდებოდი.
როცა მიზნისკენ სიარულს 0-დან იწყებ:
მთვარია, გქონდეს სწორი ხელსაწყოები.
ხეზე მუშაობისას წინასწარ არასდროს ვიცი, როგორი იქნება საბოლო პროდუქტი, ზუსტი სახე, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მიზნამდე მიმიყვანს. თუმცა, ვიცი, რომ სწორი ხელსაწყოები პროცესს გამიმარტივებს.
რეალურ ცხოვრებაშიც ეგრეა, მიზნისკენ მიმავალი გზა დასაწყისში ბუნდოვანია, არ იცი ამ მოგზაურობაში რა საფეხურების გავლა მოგიწევს. ანაბარი გეხმარება შენი მიზნები უფრო რეალური გახადო და ის, რაც თავიდან შეუძლებელი ჩანდა, პატარ-პატარა ნაბიჯებით რეალობად აქციო.

ჩემი შემდეგი მიზანი:
იაპონიაში გადასვლა, სადაც სამომავლო გეგმებისთვის კიდევ უფრო მეტ ცოდნას დავაგროვებ.
შორეულ გეგმებში მიზნად ვისახავ, რომ სამშობლოში გავაზიარო მიღებული გამოცდილება და ტექნიკები. გარდა ამისა, ვაპირებ ხეზე მუშაობის ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციას. ამისთვის კი ბევრი სწავლა და პრაქტიკა დამჭირდება.
ყველა მსგავსი გეგმის დასახვა შეიძლება, წინაზე საშიშად ჟღერდეს, თუმცა, ჩემი გამოცდილებით წარმოადგენს საიდუმლოს, როგორ შეგიძლია დაიწყო ხის ერთი ნაჭრით და რეალობად აქციო სურვილი, რომელზეც მხოლოდ იოცნებებდი.

ავტორი: თაკო ხუციშვილი
ფოტო: თორნიკე შენგელია