ტექნოლოგია თიბისელები

Capture The Flag 2025

აპრილი 22, 2025

თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ინფორმაციული უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მის გასაძლიერებლად, უკვე მეორედ ვატარებთ ტექ შეჯიბრს, სახელად - Capture The Flag.


კონკრეტული ტექ შეჯიბრი ჩვენი ჯგუფის მასშტაბით ტარდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ დეველოპერები, ტესტერები, ქსელის ადმინები და სხვა.


Capture The Flag - ის მთავარი მიზანია კომპანიის მასშტაბით ტექ კომუნის ცნობადობის გაზრდა და ცოდნის გაღრმავება კიბერსაფრთხეებზე, რომლებიც დღითიდღე იმატებს. კონკრეტული ინიციატივის შედეგად მიღებულ გამოცდილებას ტექ პროფესიონალები აქტიურად გამოიყენებენ მათ ყოველდღიურ საქმიანობაშიც.

CTF-ის მონაწილეები კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამოცანებზე მუშაობენ და მათი მთავარი მიზანი ე.წ flag-ების, იგივე პასუხების მოპოვებაა კონკრეტული სავარჯიშოებისთვის. თითოეულ სავარჯიშოს შესაბამისი რაოდენობის ქულა აქვს, სავარჯიშოს სირთულიდან გამომდინარე. სავარჯიშოები მოიცავს ცნობილი შეტევის ტიპებს, ქსელის ტრაფიკის ანალიზს, რევერსულ ინჟინერიას, კრიპტოგრაფიას, Binary Exploitation-ს, Cloud Misconfiguration-ს და ა. შ.

Capture The Flag 2025 - ის სტატისტიკა ასეთია: შეჯიბრში 25 გუნდი მონაწილეობდა, მონაწილეებმა 67 დროშის აღმოჩენა მოახერხეს. 7 ამოცანა გამოდგა ისეთი, რომლის ამოხსნაც ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო, 7 კი ისეთი, რომელსაც ყველამ გაართვა თავი. მაქსიმალური დაფიქსირებული ქულა იყო 2470.


მოპოვებული ქულების მიხედვით გამარჯვებული გუნდები გამოვლინდა, რომელთაც 6000, 2000 და 1000 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.

Capture The Flag ინიციატივა დიდ მოწონებას იმსახურებს კომპანიასა და მონაწილეებში, შესაბამისად, კონკრეტული ტექ შეჯიბრის ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.