მაისი 23, 2022
“თანამედროვე დიზაინი, პროგრესული აზროვნება, შემოქმედებითობა, მიმღებლობა და თავისუფლება. ასე შეიქმნა ქროსთი. თავისუფლების ბრენდი მათთვის, ვინც შეუჩერებლად მიჰყვებიან საკუთარ გზას” — ასე აღწერს ქროსთი საკუთარ კონცეფციას, შთაგონების წყაროსა და მისიას. ქროსთი ქართული ფეხსაცმლის ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომლის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. თავისუფლება ქროსთის გზავნილიცაა, შინაგანი განცდაც და მიზანიც.
როგორ იქმნებოდა ქროსთი
ქროსთის ახალგაზრდა ძმები, გიორგი და შოთა მიქაიები ქმნიან. მათი მშობლიური რეგიონი აფხაზეთია და ამიტომ კარგად იციან, რას ნიშნავს თავისუფლება და მისთვის ბრძოლა. გიორგი მარკეტინგისა და გრაფიკული დიზაინის სპეციალისტია, შოთა კი — ელექტრონული კომერციის, სწორედ ამ კომპეტენციების შერწყმითა და დიდი იდეით შეიქმნა უნიკალური პროდუქტი —
ფეხსაცმელი, რომელსაც გლობალური ზრდის პოტენციალი პირველივე დღეებიდან ჰქონდა..
ასეც მოხდა, თავისუფლების შთაგონებით შექმნილი ფეხსაცმელი ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თითქმის მთელ მსოფლიოში აიტაცეს, იგი უამრავმა ადამიანმა შეიყვარა და მოირგო, მათ შორის — არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა.
ქროსთის დღეს თბილისში უკვე კონცეპტუალური მაღაზიაც აქვს, რომელიც სიმბოლურად, გასული წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა. იგი ხელოვნების და შოპინგის გამოცდილების ნაზავია. მაღაზიაში შეხვდებით როგორც ქროსთის პროდუქტებს, ისე საგამოფენო სივრცეს, სადაც კომპანიის მხარდაჭერით, ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა ეწყობა.
გიორგი მიქაია, Crosty-ის დამფუძნებელი
"თავისუფლება არის ის მთავარი ღირებულება რაზეც ქროსთია აგებული. ის ცდილობს, ადამიანებს მისცეს შთაგონება თავისუფლებისკენ სწრაფვაში. სწორედ ამიტომ ჩვენი პირველი კონცეპტუალური მაღაზიის გახსნის თარიღად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შევარჩიეთ. დღე, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მუდმივ ბრძოლას თავისუფლებისთვის", — ამბობს გიორგი მიქაია.
კომპანია, რომელსაც უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ, თიბისისთან და მის პროგრამა სტარტაპერთან აქტიურად თანამშრომლობს.
Crosty და სტარტაპერი
“სტარტაპერის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა — ესაა მეტი რისკიანობა, მეტი გაბედულება და ჩემი აზრით, ეს განწყობა კომპანიამ არასდროს არ უნდა დაკარგოს, რა ეტაპზეც არ უნდა გადავიდეს ის”, — ამბობს გიორგი მიქაია, ქროსთის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ქროსთისა და სტარტაპერის თანამშრომლობა სტარტაპ სესხით დაიწყო და როგორც დამფუძნებელი ამბობს, ეს ბრენდს პირველი წინააღმდეგობის გადალახვაში დაეხმარა.
“პირველი პროგრამა, რომლითაც ვისარგებლეთ, იყო სტარტაპერის ბიზნესსესხის პროგრამა. სესხით იმ მომენტში ვისარგებლეთ, როცა პირველ დაბრკოლებებს გადავაწყდით. ის ძალიან დაგვეხმარა, რომ არ გავჩერებულიყავით, გადაგვეტეხა კომპანიაში მნიშვნელოვანი მომენტი და იმის მერე, დღემდე, ჩვენი ბრენდი ინარჩუნებს განვითარების ტრენდს”, — აღნიშნავს გიორგი მიქაია.
თანამშრომლობა გრძელდება. ქროსთი სამომავლოდ კოცეპტუალური მაღაზიების გახსნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აპირებს. ბრენდი მუდმივად ავითარებს ახალ პროდუქტებსა და დიზაინს, პოულობს საკუთარ თავს ციფრულ სივრცეში და ყოველთვის საუბრობს თავისუფლებაზე — მის მთავარ იდეასა და მისწრაფებაზე. ამ გზაზე კი თიბისი და მისი პროგრამა სტარტაპერი ქროსთის მუდმივი მხარდამჭერია.
თიბისის პროექტი სტარტაპერი, რომელიც ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდასაჭერად შეიქმნა, 5 წლის გახდა. სტარტაპერის მხარდაჭერით დღემდე 55 ათასამდე ახალბედა ბიზნესმა ისარგებლა, სესხის სახით კი 315 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.
სტარტაპ სესხის პირობების გასაცნობად და განაცხადის გასაკეთებლად ესტუმრე ვებგვერდს www.startuperi.ge, სადაც სტარტაპისთვის სხვა მრავალ შესაძლებლობას, მათ შორის საგანმანათლებლო თუ ფინანსურ შემოთავაზებებს აღმოაჩენ.