ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

წარმოგიდგენთ ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის".

ნოემბერი 18, 2020

ბენჟი'ს - Benjy's

მხოლოდ ქართული ხილით და ექკლუზიური ტექნოლიიგიით დამზადებული ბენჟი'ს - Benjy's ქართული მაღალალკოჰოლური სასმელის ბრენდია, რომელიც გამორჩეულია როგორც ვიზუალით, ასევე სითხის მაღალი გემოვნური და ხარისხობრივი თვისებებით. ბენჟი'ს - Benjy's ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, ცნობადობა პირველ ეტაპზე სოციალური ქსელის მეშვეობით მოიპოვა, საანდოობა კი - ბრენდინგის და სითხის ხარისხით, რაც კარგი სასმლის შემხვევაში მეორე დღის ნაბახუსევს გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე გამოჩენას დაემთხვა მსოფლიო კრიზი, ბენჟი’ს კვლავ აგრძელებს განვითარებაზე ზრუნვას.

Benjy's

Guru.ge 

Guru.ge მომხმარებლებს სთავაზობს პლატფორმას, რომელზეც შესაძლებელია საქართველოს ტურისტული ობიექტების ბილეთების და სხვადასხვა ტიპის ტურისტული სერვისების ონლაინ შეძენა. პლატფორმის წყალობით მომხმარებელს არ უწევს ბილეთის შეძენისთვის რიგში დგომა და წინასწარ ყიდულობს სასურველ სერვისს.


Guru.ge-მ 2020 წელს გააფორმა მომსახურების ხელშეკრულებები 153 ტურისტულ კომპანიასთან და 15 პარტნიორთან, რომლებიც ვებ-გვერდის მეშვეობით თავიანთ სერვისებს წარმოაჩენენ. ამის გარდა, კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებს სთავაზობს თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ბილეთების/სერვისების/პროდუქტების ავტომატიზირებული რეალიზაცია სალარო პუნქტებში და დაშვების სისტემის ავტომატიზაცია. ამ კუთხით კომპანიის პარტნიორია დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომლის 6 ობიექტზე გამოყენებულია guru.ge-s პროგრამულ უზრუნველყოფას. მომდევნო 2 წლის გეგმის მიხედვით Guru.ge გახდება პლატფორმა, რომლის მეშვეობით კლიენტს შეეძლება ნებისმიერი ტურისტული პროდუქტის შეძენა ერთი სივრციდან გაუსვლელად, რამდენიმე ღილაკის დაჭერით.

Guru.ge

MT studio 

MTstudio, საპროექტო კომპანიაა, რომელიც მუშაობს განაშენიანების პროექტებზე, მრავალბინიან საცხოვრენელ სახლებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალთა ჯგუფით. კომპანიის პროექტები წარმოდგენილია არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

MT Studio

ალმასი  

ალპინისტების ჯგუფისგან დაკომპლექტებული კომპანია „ალმასი“ სხვასახვა ტიპის სასიმაღლო სამუშაოებს ასრულებს, როგორებიცაა სამშენებლო, დასუფთავების, გაწმენდის სამუშაოები... გუნდის წევრები 14 წელია ამ საქმით არიან დაკავებულები, თუმცა „ალმასი“ 2 წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე. კომპანიამ სწრაფად მოახერხა სანდოობის მოპოვება ამ სერვისის საჭიროების მქონე პარტნიორებში. ალმასის სამომავლო გეგმაა აღჭურბილობის გაუმჯობესება და გუნდის ყველა წევრის, როგორც მთამსვლელის, სერტიფიცირება.

ალმასი

Prospect 

გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორს კომპანია Prospect 2 ძირითად ბიზნეს ხაზს მოიცავს: 1)გაყიდვების კონსულტაცია 2)უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგი. 2020 წელს კომპანიის პორტფელი გაიზარდა 3-ჯერ და გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის  5 ხელშეკრულება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მომდევნო 2 წლის განმავლობაში Prospect საერთაშორისო მასშტაბით წარმომადგენლობის გაფართოებას გეგმავს.

Prospect

Sambrela Games 

Sambrela Games ერთ-ერთი პირველი მობილური თამაშის შემქმნელი სტუდიაა საქართველოში, რომელმაც გადალახა  200,000 გადმოტვირთვის ზღვარი AppStore-სა და Google Play-ზე. ქართული გუნდის შექმნილმა თამაშებმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და 2020 წლის განმავლობაში. კომპანია მიზნად ისახავს თავისი საქმიანობის წყალობით კიდევ უფრო მეტი ქართველი IT სპეციალისტის ნამუშევარი გააცნოს საერთაშორისო ბაზარს. 

Sambrela Games

SaveMoment Studio 

2012 წელს დაფუძნებული SaveMoment Studo-ს  საქმიანობა ფოტო და ვიდეო მომსახურებაა. კომპანია მუშაობს სარეკლამო, საიმიჯო, სტუდიური პორტფოლიო, საოჯახო, საბავშო, საქორწილო , სადღესასწაულო და სხვადასხვა ტიპის მაშტაბური ღონისძიების ფოტო ვიდეო რეპორტაჟებსა და ლაივ გაშუქებებზე. კონკურენციის მიუხედავად, გუნდი მომხმარებლისგან დადებით შეფასებებს იმსახურებს, რაც თავის მხრივ მოტივაციაა SaveMoment Studio-სთვის სამომავლო ურთიერთობების განვითარებისკენ.

SaveMoment Studio

ShoesOfrenia

ფეხსაცმლის სახელოსნო "შუზოფრენია" დაარსდა 2007 წელს, როცა  მხატვარმა და დიზაინერმა ირაკლი ბოჭორიშვილმა გახსნა საკუთარი სახელოსნო და დაიწყო ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების კერვა. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 ქვეყანაში იყიდება "შუზოფრენიას" ფეხსაცმელი. სახელოსნო წარმატებით თანამშრომლობს ცნობილ დიზაინერებთან, გაკეთდა ათობით წყვილი ფეხსაცმელი ანტვერპენის სამეფო აკადემიის სამხატვრო აკადემიის და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის სენტ-მარტინსის სადიპლომო ესკიზების მიხედვით.


Shoesofrenia ბრენდის ქვეშ შექმნილი თითოეული ფეხსაცმელი ორიგინალია და დამზადებულია კლიენტის ინდივიდუალური ზომების შესაბამისად, მთლიანად ხელით და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური მასალით: ტყავი, ტექსტილი.. ყოველწლიურად იქმნება ახალი კოლექციები.. 2020 წლის განსაკუთრებულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ფეხსაცმლის საერთაშორისო გამოფენა MICAM MILANO FW 2020-2021-ზე მონაწილეობის მიღება. 2021 წლის თებერვლში ბრენდი მიწვეულია MICAM MILANO FW 2021-22-ზე. 

Shoesofrenia

SUNU EVENT Georgia 

SUNU EVENT Georgia ივენთ კომპანიაა, რომლის მომსახურება მოიცავს ღონისძიებებისა და სხვადასხვა ტიპის შოუების ორგანიზებას. კომპანია წლებია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, 2014 წელს კი SUNU EVENT Georgia შეუდგა პროგრამების მიღებასა და ღონისძიებების ორგანიზებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კომპანიის სამომავლო გეგმა სწორედ საერთაშორისო ბაზარზე განვითარებაა.

Sunu Event Georgia

Taste of India 

Taste of India თბილისში მდებარე ინდური რესტორანია, რომელიც გამოერჩევა აღმოსავლური ეგზოტიკური გემოებით. აქ მენიუსა და კერძების გაუმჯობესებისას, ყოველთვის ცდილობენ გაითვალისწინონ მომხმარებლის აზრი. წელს Taste of India-მ შექმნა და აწარმოა ეგზოტიკური ტკბილეული, რომელიც იყიდება ქართულ ბაზარზე და ცდილობს გაიტანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ. 

Taste of India

Tbilisicars.com 

Tbilisicars.com საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის ძირითადი პროდუქტებია: მანქანების გაქირავების მომსახურება სატრანსფერო სერვიისი და საოპერაციო ლიზინგი. კომპანიამ საერთაშორისო ცნობადობა ბროკერების საშუალებით მოიპოვა და ამჟამად აქტიურად მუშაობს ჰოსფითალითი სექტორში. კომპანიის სამომავლო გეგმაა საოპერაციო ლიზნგის სერვისის დანერგვა და გაფართოება ადგილობრივ ბაზარზე. 

Tbilisicars.com

WINE SPACE 

ხელშეუხებელი ბუნებით გარემოცული 100 წლის შენობა, რომელმაც განახლების შემდეგ შინარჩუნა ავთენტურობა - ეს არის WINE SPACE ბუტიკური სტილის სასტუმრო რაჭაში, რომლის მიზანია სტუმრებს შესთავაზოს მაქსიმალურად კომფორტული გარემო და შექმნას განსაკუთრებული გამოცდილება. სასტუმრო გამორჩეულია თავისი ლოკაციით, რაც მომხმარებელს ბუნებასთან სიახლოვის საშუალებას აძლევს. ბუტიკ სასტუმროს გარდა ამავე სივრცეშია გლემფინგ კოტეჯი, რომელიც კემპინგის მოყვარულებს გლამურულ დასვენებას სთავაზობს.


კრიზისულ პერიოდში WINE SPACE მა შეძლო ემუშავა 80%-იანი დატვირთულობით. აქ ფიქრობენ, რომ ყველა სტუმარი უნიკალურია და სჭირდება განსაკუთრებული, მასზე მორგებული სერვისი. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ იგეგმებასასტუმროს გაფართობა, ახალი დიზაინის კოტეჯების დადგმა და კიდევ ბევრი სიურპრიზი რაჭაში ჩასული სტუმრები

სთვის.

Wine Space

ავტომენი

„ავტომენი“ ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შეიქმნა მათთვის, ვისაც სურს ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვა ან კონკრეტული ნაწილის საზღვარგარეთიდან ჩამოტანა. ეს არის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც თავდაპირველად თბილისის, ხოლო უახლოეს მომავალში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ავტონაწილების მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ ავტონაწილის გაყიდვის მსურველებს, სრულიად უფასოდ შეუძლიათ ვებ გვერდზე პროდუქტის განთავსება.

ავტომენი

მიკა 

„მიკა“ მას შემდეგ შეიქმნა, რაც ორი მეგობარი მეფრინველეობით დაინტერესდა და ქათმის ფერმა გახსნა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, ბიო პროდუქტებს დანამატების გარეშე. ბაზარზე გამოჩენისთანავე მიკას პროდუქციამ ადგილობრივი ბაზრებისა და რესტორნების დაინტერესება დაიმსახურა. მომხმარებლის კმაყოფილებიდან გამომდინარე, კომპანია სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს.

მიკა

Windlife 

13 წელია, რაც Windlife მრავალპროფილიან მომსახურებას ეწევა. კომპანია ახორციელებს, როგორც საკანცელარიო პროდუქციის, ასევე კომპიტერული ტექნიკის მიწოდებას. პარალელურად მომხმარებელს სთავაზობს სარეკლამო მომსახურებას და სხვადასხვა პროდუქციის ბრენდირებას.Windlife აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო შესყიდვებში და სამომავლოდ ბრენდირების ტექნოლოგიის გაფართოებისთვის მეტი დანადგარის შეძენას გეგმავს.

Windlife

Happy Green

თუ ჯანსაღად ცხოვრობ, Happy Green შენთვისაა. ბრენდი აწარმოებს ცივი დაწურვის წესით მომზადებულ წვენებსა და სმუზებს, მცენარეულ რძეს და ჯანსაღ ვეგანურ დესერტებს. პროდუქციის მთავარი უპირატესობა ცივი დაწურვის ტექნოლოგიაა, რაც იძლევა საშუალებას მაქსიმალურად შენარჩუნდეს ვიტამინები და მინერალები. ასევე მნიშვნელოვანია დესერტების ვეგანური ხაზი, სადაც არ არის გამოყენებული არანაირი მავნე ინგრედიენტი, მხოლოდ ნატურალური პროდუქტი. Happy Green მომხმარებელს დეტოქს პროგრამებს სახლში მიტანით. მიუხედავად 2020 წლის გამოწვევებისა, ბრენდს დღეს შეხვდებით სხვადასხვა კვების ობიექტებსა და ფიტნეს დარბაზებში.  

Happy Green

ITNET 

აიტინეტი აიტი კომპანიაა, რომელსაც ბაზარზე ოპერირების 10 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის სერთიფიცირებული გუნდი, სერტიფიცირებული გუნდი მომხმარებელს სთავაზობს მათზე მორგებულ აიტი სერვისს და საჭირო ტექნიკას. სამომავლოდ აიტინეტი გუნდის გაზრდას და მომსახურების სპექტრის გაფართოვებას გეგმავს.

ITNET

Berta 

ალბათ პირველი ქართული ბრენდი, რომელიც სისუფთავესთან ასოცირდება ბერტაა. მაღალი ხარისხის ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო საშუალებები რომელსაც ბერტა აწარმოებს, წეროვანში მდებარე საწარმოში მზადდება, სადაც 45 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საწარმოს ყოველდღიური წარმადობა 750 ტონა პროდუქტია, რომელიც ამჟამად მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვრცელდება, თუმცა სამომავლოდ იგეგმება რაოდენობის გაზრდა. საწარმოს აქვს საკუთარი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია და აღჭურვილია მაღალი ხარისხის ევროპული დანადგარებით. ბერტას აქვს ISO სერთიფიკატი და აქტიურად თანამშრომლობს ლუგარის ლაბორატორიასთან.

Berta

აუგუსტი 

პურ-ფუნთუშეული, ხილის ჯემები, მურაბები, წვენები, შოკოლადები, გემრიელი ლანჩი - ეს ყველაფერი აუგუსტის პროდუქციაში ერთიანდება. ბულანჟერეა თბილისის 3 ადგილზე შეგხვდებათ: წერეთლის 55, ყაზბეგის 6, ჭავჭავაძის 16. აქ, ღია ტიპის სამზარეულოს წყალობით ყოველდღიურად სტუმრების თვალწინ ცხვება პურ-ფუნთუშეული და მზადდება სხვადასხვა სახლის საკვები და სასმელი. კრიზისის მიუხედავად ავგუსტის მომხმარებლები კვლავ დარნენ ბულანჟერიის ერთგულები და 2020 წელს ახალი ფილიალიც გაიხსნა.


მომდევნო 2 წლის განმავლობაში იგეგმება გაფართოება (მიემატება 5 ფილიალი თბილისის სხვადასხვა უბანში) და პროდუქტის სხვადასხვა საცალო გაყიდვების ქსელში შეტანა.

აუგუსტი

black&white beauty house 

სილამაზის და ესთეტიკის ცენტრმა Black&white თავდაპირველად ფუნქციონირება 3 ადამიანით დაიწყო, დღეს კი სალონის თანამშრომელთა რიცხვი 10-მდეა გაზრდილი. როგორც კომპანიაში ამბობენ, Black&white-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის კმაყოფილებაა, რაც შემდეგში მათ განმეორებად ვიზიტებში ითარგმნება.


სალონის თანამშრომლები მუდმივად გადიან გადამზადებას სხვადასხვა წამყვან კომპანიასთან, როგორებიცაა: loreal; philip martins, და ა.შ. სამომავლოდ Black&white  აპირებს სრულად მოვიცვას სილამაზის და ესთეტიკის სფერო და ნებისმიერი პროცედურის შეთავაზება შეძლოს მომხმარებლისთვის. 

Black&White Beauty House

Proleski club 

Proleski club  სათხილამურო/სნოუბორდის კლუბია, რომელიც აღჭურვილია სრიალის შემსწავლელი სიმულატორებით. ეს არის უსასრულო მთის ფერდობი დახურულ სივრცეში, სადაც სრიალისას მიღებული ეფექტი, რეალურ პირობებში მიღებული დატვირთვისა და შეგრძნებების იდენტურია. სრიალის სწავლის ან დახვეწის მსრურველებს Proleski-ში მისვლა წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. კლუბს ამ ეტაპზე არ ჰყავს კონკურენტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც კი.


2020 წელს პროლესკიმ საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან და ბაკურიანის მთის კლუბის ასოციაციასთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. მომავალში კლუბი აპირებს თანამშრომლობა დაიწყოს სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებასთან, სამთო-სამაშველო და ძალოვან სტრუქტურებთან. ასევე, იგეგმება პროლესკი ჯორჯიას სპორტ სკოლის გახსნას საქართველოსა და ავსტრიაში.

Proleski

ihomepedia

Ihomepedia ვირტუალური რეალობის სერვისია, რომელიც მორგებულია უძრავი ქონების ბიზნესს და აქტიურად გამოიყენება როგორც ადგილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგსა და გაყიდვებში. ტექნოლოგია არა მხოლოდ ვიზუალური ინფორმაციის გადაცემის საშუალება, არამედ მარკეტინგული პლატფორმაა, რომელსაც აქტიურად იყენებენ როგორც დეველოპერული კომპანიები, ისე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, როგორებიცაა: ტურიზმი, განათლება, ხელოვნება, და ა.შ... მომდევნო 2 წლის განმავლობაში Ihomepedia გეგმავს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. ამ ეტაპზდ კომპანია დარეგისტრირებულია ესტონეთში და პარალელურად რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს ავსტრალიაში.

iHomePedia

ჯიოსი

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალგაყვანილობა, ელექტროობა და სამაცივრე სისტემები - ეს ჯიოსის ენერგოეფექტური პროდუქციის სახეობებია. კომპანიამ საქართვებელოს ბაზარზე ექსკლუზიურად შემოვიყვანეთ ევროპული ბრენდი INVENTOR. ეტაპობრივი განვითარებისა და ოპერატიულობის წყალობით, ბიზნესმა მოახერხა სტაბილურად დამკვიდრებულიყო ბაზარზე. 2020 წელს ჯიოსის პროდუქციამ მოიპოვა ხარისხის ნიშანი, სამომავლოდ კი კომპანია პროდუქციის ზრდასა და გაფართოებას გეგმავს.

Gios

Lui coffe/ლუი კოფი

ყველა კერძი და დესერტი "Lui Coffee''-ში ჯანსაღი ინგრედიენტებისგან სპეციალურად შექმნილი რეცეპტებით, ყავა კი ახალმოხალული უმაღლესი ხარისხის მარცვლით მზადდება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, აქ ერთხელ მოსული ადამიანები, ყოველთვის ბრუნდებიან.რთული 2020 წლის მიუხედავად, Lui coffe/ლუი კოფი ამ პერიოდშიც სწრაფად იზრდებოდა. კომპანია გეგმავს რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნას, რომლებიც ტრადიციულად ორიენტირებული იქნება სიჯანსაღესა და ხარისხზე. 

Lui Coffee

ჯადოსნური ტურები 

„ჯადოსნური ტურები“ ტურისტული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოგზაურობის დაგეგმვასა და ორგანიზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

Magic Tours