კულტურა სიახლეები

შემოდგომის წიგნის ბაზრობა

Tbc Concept

ნოემბერი 06, 2020

ნოემბრის პირველი ორი შაბათი ჩემს კალენდარში უკვე ჩანიშნულია. თბილისის ძველ უბანში, ახვლედიანის 10-ში they said books წიგნის ბაზრობაზე გვიმასპინძლებს. ღონისძიება თიბისი კონცეპტის და They said books-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც უკვე მეორედ იმართება ჩვენ ქალაქში.


წიგნის ბაზრობები მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღონისძიებაა. ბაზრობის მასშტაბი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენაც ასეთ ღონისძიებაზე დასწრებაა. რადგან ყველაზე პატარა ბაზრობაზეც კი გვაქვს შანსი, აღმოვაჩინოთ უნიკალური წიგნი, საკოლექციო გამოცემა ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფასად. They said books და თიბისი კოცეპტის ერთობლივი პროექტი - წიგნის მინი-ბაზრობა სწორედ ასეთი შესაძლებლობაა. 



7 და 14 ნოემბერს ახვლედიანის 10-ში they said books-ის ვიტრინების წინ, ღია სივრცეში თქვენ დაგხვდებათ ძველი და ახალი წიგნების სინთეზი. შემოდგომის მინი ბაზრობა აერთიანებს მსოფლიო ლიტერატორების, არტისტების, მუსიკოსებისა თუ ხელოვანების შემოქმედებას.

პატი სმიტი , ჯოან დიდიონი, სილვია პლატი, თი. ეს ელიოტი, ვოლტ უითმანი, არასრული სიაა იმ ავტორების, რომელთა ლიტერატურულ ნამუშევრებსაც They said books-ის დახლებზე იპოვით. ასევე აღმოაჩენთ უდიდესი მუსიკოსების - იან ქერთისი, სექს ფისთოლსი, ჯოი დივიჟენი, ლუ რიდი და სხვა არტისტების ბიოგრაფიულ ნაწარმოებებს, რეტროსპექტივას მსოფლიო ლეგენდებზე, საკოლექციო გამოცემებს და ფოტოკატალოგებს.

თითქმის ყველა წიგნი, რომელიც მინი ბაზრობისთვის შეირჩა, თავისებურად უნიკალურია. თქვენ შეიძლება, გადააწყდეთ უიშვითეს გამოცემას, რომლის გადაბეჭვდვა აღარასდროს მოხდება. ან აღმოაჩინოთ წიგნი, რომელმაც უკვე რამდენიმე სიცოცხლის ციკლი განვლო და ახლა უკვე თბილისში იდებს ბინას.

ასეთ წიგნებში 80-90-იან წლებში გაკეთებულ სამახსოვრო მინაწერებსაც ამოიკითხავთ, რომელიც გარკვეულ სენტიმენტებსაც აღძრავს ხოლმე ჩვენში.

რაც ყველაზე მთავარია, შემოდგომის მინი ბაზრობაზე წარმოდგენილი წიგნების ფასები 10 ლარიდან - 50 ლარამდე მერყეობს. ამასთან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. მეტიც, წიგნის შეძენის შემთხვევაში, They said books-ისგან საავტორო ნაჭრის ჩანთით დასაჩუქრდებით, რომელიც სპეციალურად შემოდგომის წიგნების მინი ფესტივალისთვის შეიქმნა.


როდესაც არსებობს წიგნები, ასე მგონია, ადამიანის პირად საზღვარს ვერაფერი ჩაკეტავს. ამ რთულ პერიოდშიც კი, როცა მოგზაურობა შეუძლებელია, საზღვრები ჩაკეტილი, ყოველგვარი შეკრებები აკრძალული, ნაცვლად სოციალიზაციისა მკაცრი მოთხოვნა იზოლაციაზე, წიგნი ხსნაა საზღვრების განგრევის და თავისუფლების.

 

არ გამოტოვოთ, შევხვდებით შაბათს, ახვლედიანის 10 ნომერში.


ავტორი: გვანცა ფოცხვერია / AT.GE

ფოტო: გურამ კაპანაძე