კულტურა სიახლეები

ვის მოუსმენთ შავი ზღვის მე-16 ჯაზფესტივალზე

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება.

ივნისი 28, 2023

წელს 28 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ბათუმში მე-16 ჯაზფესტივალი გაიმართება. 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, ფესტივალი სტუმრებს განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდება – სამივე საფესტივალო დღის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული არტისტები არიან. 

ბათუმის ჯაზფესტივალი წლევანდელ გამოშვებას განსაკუთრებული სიახლით ხვდება – ფესტივალს და მის მსმენელს ახლად შექმნილი სივრცე – “სთეიჯ 17” უმასპინძლებს. ვინაიდან “სთეიჯ 17”-ის საკონცერტო სივრცე გადახურულია, წელს ბათუმურ წვიმაზე ნერვიულობა არც ორგანიზატორებს და არც სტუმრებს აღარ მოუწევთ.

Bedford Falls

ფესტივალი 28 ივლისს გაიხსნება ქართული ბენდით – Bedford Falls, რომელიც წელს პირველად წარდგება ჯაზფესტივალზე. ჯგუფმა პოპულარობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც მოიპოვა. 

SOULTRAIN

ფესტივალის გახსნის დღეს ქართველ შემსრულებლებს SOULTRAIN ჩაანაცვლებს. SOULTRAIN შვეიცარიელი დრამერისა და მუსიკალური პროდიუსერის ჯ.ჯ. ფლუეკის ბენდის, JJ’S HAUSBAND-ის პროექტია, რომელიც ბენდის მოღვაწეობის 10 წლის აღსანიშნავად შეიქმნა. პროექტში ბენდის წევრებთან ერთად მონაწილეობს ამერიკელ რეჯი სანდერსი – მუსიკოსების დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორი. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ამავე სახელწოდების საკულტო ამერიკულ სატელევიზიო გადაცემას უკავშირდება. მუსიკალური გადაცემა 1970 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა ეთერში და ეძღვნებოდა შავკანიანთა კულტურისა და მუსიკის პოპულარიზაციას. გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი დონ კორნელიუსი იყო. სწორედ ამ გადაცემის საშუალებით გაიცნო მსოფლიომ მუსიკის ბევრი ამომავალი ვარსკვლავი.

Marcus Miller

მარკუს მილერი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან მაილს დევისი, ჰერბი ჰენკოკი, ლუთერ ვარდოსი, დევიდ სანბორნი და მრავალი სხვა. 

ამერიკელი მუსიკოსი ბათუმს პირველი ვიზიტიდან 15 წლის შემდეგ, ევროპის საზაფხულო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Brooklyn Funk Essential

ფესტივალს დახურავს ამერიკული ბენდი  Brooklyn Funk Essential.


ამ კოლექტივის მუსიკალური კარიერა სამ ათეულ წელს ითვლის და ჯაზის, ფანკის, ჰიპ-ჰოპის ნაზავია. Brooklyn Funk Essential-მა სასცენო კარიერა ისე დაიწყო, როგორც ჯემ პროექტმა – პროდიუსერ არტურ ბეიკერის სტუდიაში – Shakedown Studio.

დღემდე კოლექტივმა შვიდი ალბომი გამოუშვა და უამრავი ტურნე ჩაატარა მსოფლიოში. მათი პირველი, 1995 წელს გამოშვებული ალბომი – Cool & Steady & Easy ამერიკულმა ბილბორდმა წლის საუკეთესო ალბომად აღიარა ალტერნატიული რ&ბ-ის კატეგორიაში, ხოლო მომდევნო, 1998 წლის ალბომი – In The BuzzBag გრემიზე იყო ნომინირებული.


30-წლიანი ისტორიის მქონე BFE ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბენდია ევროპისა და ამერიკის ფესტივალებზე. 

ფესტივალის კარი “სთეიჯ 17-ში” სტუმრებისთვის 19:00 საათზე გაიღება.

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის – 10%-იანი ქეშბექი.


ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.

ავტორი: At.ge