მარტი 16, 2023
ავტორი: იანა კოხოძე
სამომხმარებლო გამოცდილება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა თიბისისთვის, ბრენდისთვის, რომელიც მრავალი წელია, ადამიანების ცხოვრების გამარტივების მისიას ემსახურება. საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად კი თიბისის გუნდი მუდმივად იკვლევს მომხმარებლების საჭიროებებს, ისმენს მათ პრობლემებს და საპასუხოდ ფინანსურ თუ არაფინანსურ პროდუქტებს ქმნის. მათ შორისაა ახალი ინოვაციური პროდუქტი, განაწილება, რომელიც თიბისის გუნდის წევრებმაც გამოიყენეს.
ამ ბლოგში მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდნენ მომხმარებლების როლში თიბისელები და როგორია მათი შთაბეჭდილება პროდუქტზე, რომლითაც შეგიძლია გადმოდო ყიდვა და გადადო გადახდა.
განაწილება გადახდის ახალი მეთოდია, რომელიც საშუალებას გაძლევს, იყიდო სასურველი ნივთი დაუყოვნებლივ, როცა სრული საფასურის გადახდა არ გინდა. განაწილების უპირატესობა იმაშია, რომ შოპინგობ ახლავე, თანხას კი ოთხ ტოლ ნაწილად ყოფ და ოთხი თვის განმავლობაში იხდი, თანაც 0%-იანი საკომისიოთი (ეფექტური 0%). განაწილებისას არ ძვირდება პროდუქტის ღირებულება, არ არსებობს დამატებითი საპროცენტო განაკვეთი ან საკომისიო — იხდი იმდენს, რამდენიც ღირს.
გაიცანით თაკო გოგალაძე, ის პროექტების მენეჯერია თიბისიში. თაკომ ცოტა ხნის წინ განაწილებით ფეხსაცმელი იყიდა.
“სპორტული ფეხსაცმელი ჩემი სტილის განუყოფელი ნაწილია. კომფორტი, სიმარტივე, დახვეწილობა — ეს ფეხსაცმელი ყველაფერს აერთიანებს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ზუსტად ასეთივე აღმოჩნდა თიბისის განაწილებაც, რომელიც ფეხსაცმლის საყიდლად გამოვიყენე. განაწილება მარტივია, რადგან ყველაფერი შენს მობილურში, რამდენიმე კლიკით ხდება და შოპინგისას არ გიწევს უამრავი პროცედურის გავლა ან დოკუმენტებზე ხელის მოწერა”.
თენგო თეთრაშვილი, თიბისის ბრენდ მენეჯერია, ის განაწილებით ლეპტოპის ყიდვის შესახებ გვიამბობს.
“ჩემთვის მუშაობა ლეპტოპის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ყველაფერი აქაა — ფაილები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სამომავლო კამპანიების იდეები, ასე რომ ახალ ლეპტოპზე გადასვლა მარტივი საქმე ნამდვილად არაა. სამაგიეროდ, მარტივი აღმოჩნდა განაწილებით ყიდვა, როცა მოულოდნელად ძველი გაფუჭდა. ასეთ დროს ხომ უამრავ რამეზე ღელავ, თუმცა, როგორც ჩანს — არა თანხაზე, რადგან ზუსტად იცი, რომ არ იხდი ზედმეტს, არ გჭირდება ლოდინი და ფიქრი იმაზე, სად იშოვო რამდენიმე ათასი ლარი დღესვე.”
თიბისის დიზაინერმა, ანანო კურკუმულმა განაწილებით სათვალის ყიდვა “გადმოდო”.
“დიდი ხანია, ეს სათვალე მომწონს. ვათვალიერებდი ყველგან, მაღაზიაში, ვებგვერდებზე... საბოლოოდ კი განაწილებით ვიყიდე და უსაზღვროდ მიხარია, რომ შემიძლია ოთხი თვის განმავლობაში გადავიხადო საფასური ისე, რომ ერთი ლარიც კი არ დაემატოს ღირებულებას”.
საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბობს თორნიკე ჩაჩანიძე, რომელიც სერვის ექსპერტია თიბისიში.
“არსებობს ნივთები, რომლებზეც ბევრს არ ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ ყოველდღიურობა მათ გარეშე წარმოუდგენელია. ჩემთვის ასეთია ზურგჩანთა. ყოველდღე სამსახურში ზურგჩანთით დავდივარ, ამიტომ როცა ძველის ახლით ჩანაცვლების დრო დადგა, მივხვდი, რამდენ დეტალს აქვს მნიშვნელობა — დიდხანს ვეძებე ზურგჩანთა, რომელიც ერთდროულად ტევადი და ვიზუალურად დახვეწილი იქნებოდა. მალევე განაწილების შესახებაც გავიგე და სასურველი ჩანთა უკვე ჩემია. დიდი კომფორტია, როცა იცი, რომ შეგიძლია ახლავე იყიდო, რაც გჭირდება და აღარ დაელოდო ბონუსს, ხელფასს ან განსაკუთრებულ დღეს”.
ბრენდ მენეჯერი, ელენე ოდიკაძე, იხსენებს, როგორ იყიდა განაწილებით საათი.
“სხვადასხვა დიზაინის რამდენიმე საათი მაქვს და სულ ვფიქრობ კოლექციის გამდიდრებაზე. ეს საათიც, მგონი, ერთი ნახვით შემიყვარდა და გადავწყვიტე თანხა გამენაწილებინა. სულ ერთი-ორი დღის დაანონსებული იყო თიბისის განაწილება, როცა მაღაზიაში მივედი. ვიცოდი, რომ პროცედურა დიდ დროს არ წაიღებდა, თუმცა ასე უცებ, ალბათ, არაფერი მიყიდია: ლიმიტის დამტკიცებას 10 წამი დასჭირდა. სისწრაფე, დრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ამიტომ მიყვარს საათებიც და ამიტომ ვურჩევ განაწილებას სხვებსაც”.
თაკო მუშკუდიანი დეპოზიტების პროდუქტის მენეჯერია. ახლახან მან განაწილებით პერანგი შეიძინა.
“განსაკუთრებული დეტალი, რომელიც განაწილებაში მომწონს ისაა, რომ დიდი არჩევანი გაქვს. განაწილება 80-ზე მეტ მაღაზიაში მოქმედებს, თან შეგიძლია იყიდო ყველაფერი 100 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით — პერანგი იქნება ეს თუ ტექნიკა. განაწილება არჩევანის თავისუფლებას გაძლევს, ამიტომ ვფიქრობ, მომავალშიც ხშირად გამოვიყენებ ამ პროდუქტს”.
და ბოლოს, მარიკო გომარელი, ბრენდ მენეჯერი გვიამბობს, როგორ შეიძინა ქურთუკი და რა ეტაპები უნდა გაიარო განაწილებისთვის:
“განაწილების დახმარებით თებერვლის ცივ დღეებს მომზადებული შევხვდი — ქურთუკი ვიყიდე და ძალიან მიხარია, რომ სხვებსაც შემიძლია მოვუყვე ამ პროცესზე:
განაწილებით სარგებლობისთვის სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო: თიბისის ციფრულ ბანკში, შეთავაზებებში იპოვე “განაწილება”; გაეცანი პირობებს და გადაამოწმე ან შენით დაიმტკიცე ლიმიტი რამდენიმე წამში; მოითხოვე მაღაზიაში განაწილებით გადახდა და აპლიკაციიდან დაასკანერე QR კოდი ტერმინალზე — სულ ესაა, საოცნებო ნივთი უკვე შენი გახდება! თანაც განაწილებით სარგებლობა შეგიძლია ტექნიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თავის მოვლის, აქსესუარების თუ პარფიუმერიის მაღაზიებში, ეს სია კი მუდმივად იზრდება და მათ ჩამონათვალს ციფრულ ბანკში ნახავ.”