სიახლეები ტექნოლოგია

გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა და დაიბრუნე თანხის 50%

აპრილი 06, 2023

იცოდი, რომ სულაც არაა საჭირო, ელოდო მომენტს საოცნებო ნივთის შესაძენად, ყველა გეგმა გადადო სეზონურ ფასდაკლებებამდე ან ბევრი იფიქრო, თუ როდის სჯობს სურვილების ასრულება? — სინამდვილეში, ყველაფერი, რაც გჭირდება, ან რაზეც გიოცნებია, შეგიძლია იყიდო ახლა და გადაიხადო მერე. 

როგორ? — საიდუმლო არაფერია, ჩვენ თიბისის განაწილებაზე გიყვებით, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელი მაშინაა, როცა საჭირო თანხა ერთანად არ გაქვს ან უბრალოდ, გირჩევნია, ნივთის საფასური მოგვიანებით დაფარო.


თიბისის განაწილება ინოვაციური გადახდის შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, დაუყოვნებლივ შეიძინო ის, რაც გინდა, მაშინაც კი, როცა ფული საერთოდ არ გვაქვს.

განაწილებით ნივთის ღირებულებას ოთხ ტოლ ნაწილად ჰყოფ და ოთხი თვის განმავლობაში ფარავ. მეტიც, თანხის პირველ ნაწილს ნივთის შეძენიდან ათ დღეში გადაიხდი და არა მაშინ როცა მას იყიდი

ყველაფერი აქ არ სრულდება — 8-9 აპრილს ICR- ის მაღაზიებში განაწილებით სარგებლობისას თანხის უკან დაბრუნებაც შეგიძლია. ორი დღის განმავლობაში ნივთების შეძენისას გადახდილი თანხის 50%-ს, მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებ ეფექტური 0%-ით. ამისათვის სალაროსთან ტერმინალზე გამოსახული QR-კოდი შენი ციფრული ბანკით უნდა დაასკანერო, თანხა კი 30 აპრილამდე დაგიბრუნდება.

პარტნიორი სავაჭრო ობიექტების სია მრავალფეროვანია — ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექნიკა, სათამაშოები, აქსესუარები, პარფიუმერია, ბავშვის ნივთები და სხვა მრავალი კატეგორიის პროდუქტები განაწილებით 100-მდე პარტნიორ მაღაზიაში შეგიძლია იყიდო. სამომავლოდ ამ სიას დიდი მაღაზიები, სილამაზის სალონები, სასტუმროები და ესთეტიკური ცენტრებიც დაემატება. 

გადახდის ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე ნივთის ყიდვა გადმოდო — განაწილების ლიმიტი 100 ლარიდან 5000 ლარამდეა, რომელიც რამდენიმე წამში ციფრული ბანკით შეგიძლია დაიმტკიცო. 


და მაინც — შესაძლოა იფიქრო, რატომ უნდა გაანაწილო, როცა არსებობს სხვა ფინანსური პროდუქტები და გადახდის შესაძლებლობები, მათგან განსხვავებით, განაწილებისას არ არსებობს რაიმე ტიპის საკომისიო, საპროცენტო განაკვეთი ან “მოულოდნელი” ფასნამატი — იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს. 

და ბოლოს, ყველაფერი შენ ხელშია, შენს მობილურში — მას შემდეგ, რაც ლიმიტი დაგიმტკიცდება, ციფრული ბანკიდან QR კოდს დაასკანერებ, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ტერმინალზე გამოჩნდება, გაეცნობი ძირითად პირობებს და დაეთანხმები ხელშეკრულებას, ტერმინალზე კი დაიბეჭდება ქვითარი, რაც იმას ნიშნავს რომ ყიდვა გადმოდებულია, გადახდა კი — გადადებული.

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!


განაწილების და ქეშბექის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე პარტნიორი მაღაზიების სიის სანახავად ესტუმრე ვებგვერდს


www.products.tbconline.ge