ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

წარმოდგიდგენთ ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის".

ნოემბერი 26, 2020

Clp Hub 

Clp Hub-ის გუნდმა შეიმუშავა ინოვაციური სადაზღვევო პლატფორმა რომელიც, სადაზღვევო კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან ნებისმიერი ტიპის პროდუქტი. პლატფორმის დეველოპმენტის პროცესი 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 2020 წლის დასაწყისში დასრულდა. ამ ეტაპზე Clp Hub-ის სისტემით სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან EUROINS Georgia, ჰუალინგ დაზღვევა და ქართუ დაზღვევა. პლატფორმა მოლაპარაკების პროცესშია 3 პოლონურ კომპანიასთან.

ClpHub

Steakhouse#1

სტეიკის სახლი - Steakhouse#1 მომხმარებელს სთავაზობს როგორც უმაღლესი ხარისხის ქართული, ასევე ამერიკული საქონლის ხორცისგან მომზადებულ სტეიკს. სტეიკის მომზადების 6 დონიდან აქ ყველა დონეზე შემწვარი პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი. 2020 წლის განმავლობიში, მიუხედავად პანდემიისა, სტეიკჰაუსის სტუმრების რაოდენობა გაიზარდა და დღეს ერთგული მომხმარებლების რიცხვი 1000-ზე მეტია. მომავალი 2 წლის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში ფილიალების გახსნა იგეგმება.

SteakHouse

ტალანტები 

ტალანტები დაფუძნდა 2020 წლის დასაწყისში. კომპანიის მიზანია კომპანიებს შესთავაზოს მათი მოთხოვნების შესაბამისი თანამშრომლები, ადამიანებს კი დაეხმაროს იპოვონ თავიანთი ადგილი - მათი პროფესიდან, უნარებიდან და სურვილებიდან გამომდინარე. „ტალანტები“ იზიარებს თანამდედროვე მიდგომებს კადრის შერჩევის პროცესში და სტანდარტულ მიდგომასთან ერთად აქცენტს აკეთებს ადამიანის უნარებზე, მოტივაციაზე და მიღწევებზე.


გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს გარემო დღესდღეობით მუდმოვად ზრდადი და ცვალებადი, „ტალანტები“ ეხმარება პარტნიორებს ისეთი ადამიანური კაპიტალის მოძიებაში, რომლებიც საუკეთესო გზას პოულობენ პრობლემების გადასაჭრელად. 

ტალანტები

"სამუშიების ფერმა"

ქართული ნობათი "სამუშიების ფერმა" აწარმოებს ძროხის ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა ნატურალურობით, ხარისხითა და სახეობების რაოდენობით. კომპანიაში განსაკუთრებულ მიღწევად მიიჩნევენ მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც პროდუქტის უცვლელი ხარისხის დამსახურებაა.

ქართული ნობათი

ყვარლის მარანი

ღვინო, რომელსაც ყვარლის მარანი მე-4 წელია აწარმოებს, ორიენტირებულია საუკეთესო ხარისხზე. 2020 წელს პროდუქტმა მიიღო დადებითი შეფასებები გამოცდილი სომელიეებისა და მეღვინეებისგან. კომპანია იზდება და ყვარლის მარანის ღვინოს უფრო და უფრო მეტ ღვინის ბარსა და რესტორანში შეხვდებით. სამომავლო გეგმაა ასორტიმენტის გაზრდა და პროდუქტის საერთაშორისო ბაზარე გატანა.

ყვარლის მარანი

შენი უსაფრთხოება 

„შენი უსაფრთხოება“ პირველადი დახმარების ყუთების იმპორტიორი და ნაწილობრივ მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ასევე ატარებს პრიველადი დახმარების ტრენინგებს. კომპანია 3 წელზე მეტია ბაზარზეა. ყუთები განკუთვნილია საქმიანობის ნებისმიერი სფეროსთვის როგორებიცაა: სამშნებელო კომპანიები, სასტუმროები, საწარმოები ნებისმიერი სამუშაო ადგილისთვის. ასევე პირველადი დახმარების ყუთები ავტომობილებისთვის, სამოგზაურო ნაკრები, ბავშთა პირველადი დახმარების ყუთი.


2020 წელს კომპანიამ  თანამშრომლობა დაიწყო  ბაჰრეინის ტრენინგ ცენტრთან. რომლის მიხედვითაც კომპანიას აქვს საშუალება გასცეს საერთაშორისო სერთიფიკატი. დაგვემატა მრავალფეროვანი ტრენინგები შრომის უსაფრთხოების კუთხით. მომდევნო 2 წლის გეგმა წარმოების გაზრდაა ამჯერად უკვე აღჭურვილობის/აღჭურვილობების მიმართულებით.

შენი უსაფრთხოება

ეკოვუდი

უკვე მე-5 წელია ეკოვუდი მომხმარებლებს სთავაზობს ნატურალურ, ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა ხის 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას. მასალა 100%-ით იმპორტირებულია. კომპანია ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხის გადამუშავების მოთოდოლოგიას, როგორიცაა ხის მასალის თერმომოდიფიკაცია. რა არის Thermo Wood? ეს არის ფინური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვეულებრივ ხის მერქანის, შეზძინო: მეტი სიმკვრივე, მედეგობა მკაცრი ატმოსფერული ცვლილებებისას, არ განიცდის ლპობას და აღარ ეკარება ხის მღრნელები, ხის მერქანი იცვლის ფერს და ხდება გაცილებით მუქი, ვიზუალურად გაცილებით ლამაზი. აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა კომპანიამ დაიწყო 2020 წელს.


დღეს კომპანიაში დასაქმებულია 22 ადამიანი და მომავალი წლიდან გეგმავს დაიწყოს კამპანია "გაამწვანე შენი ქვეყანა", რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით ხის ნერგების შემოტანა დარგვას საქართველოს მასშტაბით.

ეკოვუდი

ავტოლაინი 

2012 წლიდან ვანხორციელებთ მეორადი საბურავების რეალიზაციას და სერვისის (მონტაჟი ბალანსირება). გვაქვს პრემიუმ ბრენდის საბურავები: MICHELIN, DUNLOP, GOODYEAR, BRIDGESTONE, CONTINENTAL რომლებიც შერჩეულია, გამოშვების წელის და შინის სიმაღლის მიხედვით (5+). ჩვენი საბურავები კონკურენციას უწევს ახალ ჩინურ საბურავებს, რადგანაც დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად და აქვს გამავლობის დიდი რესურსი და მოჭიდების კარგი ხარისხი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია მომხმარებელს სწორად შევურჩიოთ საბურავი, იმის მიხედვით თუ როგორი ტიპის ავტომობილი ჰყავთ, რა რელიეფზე უწევთ მოძრაობა მეტწილად და მოძრაობის ინტესივობის მიხედვით, მხედველობაში გვაქვს ასევა აუცილებლად სეზონურობაც. 2019 წელს გვქონდა ყველაზე დიდი რეალიზაცია სხვა დანარჩენ განვლილ წლებათან შედარებით, 2020 დაგეგმილი გვქონდა რეალიზაციების ზრდა, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული ნეგატიური მოვნელებიდან გამომდინარე (მხედველობაში გვაქვს კოვიდი) ვინარჩუნებთ იმ გაყიდვებს რაც გვქონდა 2019 წელს (კლება არ გვაქვს), ვიქრობთ ჩვენი ცნობადობადობა გაიზარდა ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლების და სოციალური ქსელის მეშვეობით, მომდევნო 2 წელს დაგეგმილი გვაქვს ჩვენ შეთავაზებაში დავამატოთ ახალი საბურავებიც და გავზარდოთ ჩვენი პროდუქტის მომხმარებელთა რიცხვი

ავტოლაინი

აირმაქსი 

"აირმაქსი" არის ინტერნეტ ოპერატორი, რომელიც WIFI და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით საქმიანობას ახორციელებს იმერეთში, კერძოდ ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის რაიონებში და მიმდებარე სოფლებში. კომპანია საშუალებას აძლებს მომხმარებელს, მიიღოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურება და მაღალსიჩქარიანი კავშირი. 

Airmax

რესტორანი ტროა

რესტორანი "ტროა" მომხმარებელს გემრიელი კერძებითა და საინტერესო ინტერიერით მასპინძლობს. რესტორნის სავიზიიტო ბარათია საფირმო „დედა-შვილი ხინკალი“, რომელმაც სტუმრების განსაკუთრებული მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა. აქ თითოეული კერძი მზადდება ნატურალური პროდუქტით და არ გამოიყენება ნახევარფაბრიკატები. ტროაში ყოველთვის ითვალისწინებენ მომხმარებლების რჩევებს.

რესტორანი ტროა

Global products 

Global products 2020 წლის ზაფხულში დაფუძნდა და სხვადასხვა სახის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს.  შემოტანილ პროდუქტს კომპანია ხელმისაწვდომ ფასად ვყიდით საქართველოს ბაზარზე.


დამფუძნებლებმა სტარტაპის შექმნისას წინასწარ შეისწავლეს ბაზარი, მისი მოთხოვნები და ყველაზე მოთხოვნადი და შედარებით დეფიციტური საქონელი შემოიტანეს გასაყიდად. Global products-მა მოახერხა და მოკლე ვადაში გარკვეული პროდუქციის  ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა.  კომპანიაში დასაქმებულია 40-მდე ადამიანი, სამომავლოდ იგეგმება საწყობის აშენება, პროდუქტების ასოტრიმენტის გაფართოება, არეალის გაზრდა და პროდუქტების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

Global Products

დენტაშოპი 

დენტაშოპი საქართველოში სტომატოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი მსოფლოი ბრენდების წარმომადგენელია საქართველოში და უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას სწრაფ ვადებში. პროდუქციის მსოფლიო ბრენდის პროდუქციის მომარაგებით სწრაფ ვადებში.


2020-ში პანდემიის მიუხედავად კომპანიამ შეინარჩუნა ადექვატური საფასო პოლიტიკა, შეიმუშავა უსაფრთხო მიწოდების ტექნიკა და კარანტინის პერიოდში ჩაატარა 40-ზე მეტი უფასო ვებინარი ყველაზე ცნობილი პროფესიონელაების - ქართველი და უცხოელი სპიკერების მონაწილეობით. დენტაშოპი ძალიან სწრაფად იზრდება მისი 4 წლის არსებობის განმავლობაში. მომავალში იგეგმება დენტაშოპის სასწავლო ცენტრის საქმიანობის განვითარება დარგის განვითარების მიზნით. 

DentaShop

Electro UA Georgia 

Electro UA Georgia-ს მიზანია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარება. კომპანია ამონტაჟებს ელექტრომობილების სამუხტ სადგურებს და სურს ეკომეგობრული გარემოს განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. Electro UA Georgia-ს მოწყობილობა განკუთვნილია ელექტრომობილების ძალოვანი აკუმულატორების დამუხტვისთვის.


სამომავლოდ იგეგმება ეკო-ტაქსის ქსელის განვითარება და ელექტრომობილების სამუხტი სადგურების წარმოება საქართველოში.

ElectroUA Georgia

ვი-აი-პი +  

„ვი-აი-პი +“-ის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სანიაღვრე/სადრენაჟე, საკანალიზაციო, საგზაო სამუშაოები, ყველა სახის საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა, ასევე სრულყოფილი საპროექტო მომსახურება. 2020 წელს კომპანიის პროფილს დაემატა კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიური განმწმენდი ნაგებობის დაპროექტებასა და მოწყობას. ახლო მომავალში იგეგმება ბიოლოგიური განმწმენდი ნაგებობის ადგილზე წარმოება.

ვიაიპი +

IDEAL GEORGIA 

"იდეალ გეორგია" არის კომპანია, რომელიც ემსახურება სასოფლო-სამურნეო დანამატების,  პრობიოტიკების, სილოსის ინოკულანტების და ცხოველისთვის სხვა ბუნებრივი დანამატების, ასევე ფერმისთვის საჭირო სხვადასხვა დანადგარებისა და აღჭურვილობის იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია ეხმარება ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს ცხოველთა ჯანმრთელობის მართვაში, კვების პროგრამის შედგენაში, საკვების წარმოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, რაც მათ საშუალებას აძლევს ცხოველების ჯანმმთელობა გახადონ მდგრადი და გააორმაგონ მოგება.

Ideal Georgia

ALICE Q GARDENING 

Alice Q gardening მოყვარული მებაღეებისთვის გამარტივებული და კომფორტული მზა პროდუქტის მიწოდების სერვისია. კომპანიის საქმიანობაა ცალკეული ელემენტების შეკვრა ერთ პროდუქტად (მიწა, სასუქი, ქოთანი, ნერგი, ტრანსპორტირება, მოტანა, მონტაჟი დეკორაცია..), რითაც მომხმარებელს აქვს საშუალება საკუთარი ხელით მოვლილი ჯანსაღი პროდუქტი მიირთვას და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. პროდუქტი გათვლილია შიდა სივრცის, ფანჯრის რაფის, მცირე ზომის აივნისა და ეზოსთვის.


მომხმარებლების კვლევის საფუძველზე შედგა კონკრეტული პროდუქტების კატალოგი, რომელიც მოიაზრებს სახლის პირობებში საკვები, სამკურნალო და კოსმეტიკური მცენარეების მოყვანას. Alice Q gardening-ის სტანდარტულ პაკეტს დაემატა ახალი მომსახურებები, რომელთა განვითარებაც აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის ვორქშოფები მებაღეობის, სამკურნალო და კოსმეტიკური მცენარეების მოყვანა-მოვლა-გამოყენებისათვის.

Alice Q. Gardening

2 ტონა 

„2 ტონა“ საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოების პიონერი და თბილისში პირველი ლუდსახარშ-რესტორანია. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ კრაფტ ლუდის ხარშვის პროცესებს, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ლუდი და სწორედ შერჩეულ კერძებთან ერთად შეიგრძნონ საკვებისა და ლუდის იდეალური სინთეზი.


ლუდსახარშ-რესტორანი 2017 წელს დაარსდა, სწორედ მაშინ, როდესაც ქართულ ბაზარზე ამის მოთხოვნა გაჩნდა. ის დედაქალაქის გარე უბანში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილმდებარეობა ბიზნეს კონცეფციიდან გამომდინარე სტრატეგიულად და მიზან-მიმართულად შეირჩა. პროექტის წარმატებულობიდან გამომდინარე, 2019 წელს კომპანიამ კიდევ ერთი „2 ტონა“ დაარსა შედარებით დიდი მოცულობის ლუდსახარში დანადგარებით. კომპანიამ მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და გახდა სანდო, უსაფრთხო და ხარისხზე ორიენტირებულო კრაფტ ლუდსახარში და სამზარეულო. სამომავლოდ ‘2 ტონა“ ახალი ფილიალების გახსნას აპირებს.

2 ტონა

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი 

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მას შემდეგ დაარსდა, რაც პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება სავალდებულო გახდა. ორგანიზაციამ მოიწვია მაღალკვალიფიციური ტრენერები, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ პედაგოგებს გამოცდის სირთულის დაძლევაში, სტატუსის ამაღლებასა და სახელფასო დანამატის გაზრდაში. ცენტრის მიერ მომზადებული აპლიკანტების 90%-მა გამოცდა წარჩინებით ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები ასევე განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის. მომდევნო წლებში იგეგმება უფრო მასშტაბური ტრენინგები, რომლებიც შეეხება განათლების ხარისხის ამაღლებას.

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი

GMTour 

პინოლანი არის ბიოლოგიურად აქტიური ქართული ნატურალური საკვები დანამატი, რომელიც მოპოვებულია ბორჯომის ეროვნულ ნაკრძალში. პინოლანი დამუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგიით და დოზირებულად დაფასოვებულია კაფსულებში.


ფიჭვის მტვერი შეიცავს ბუნებრივად დაბალანსებულ 200–ზე მეტ საკვებ ნივთიერებას და არ გააჩნია უკუჩვენება. ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დოპინგის კონტროლის ცენტრის მიერ ნებადართულია სპორტსმენთათვის ენერგიის აღსადგენად. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები რეგულარულად ღებულობენ პინოლანს მაღალი სპორტული შედეგების მისაღწევად. 2020 წელს ოლიმპიურ კომიტეტთან დაიდო გრძელვადიანი ხელშეკრულება პინოლანის უწყვეტი მიწოდების თაობაზე.


ფიჭვის მტვერი არის სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება. ასევე, ეფექტურია ვირუსული დაავადებების დასაძლევად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში. გამოიყენება მძიმე ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ძალების აღსადგენად. მომდევნო 2 წლის განმავლობაში იგეგმება წარმოების გაფართოება, რეალიზაციის გაზრდა და ექსპორტზე გატანა.

GMTour

სანო პრინტი 

2020 წელს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა პანდემია, სანო პრინტმა დაიწყო სახის დამცავი  ფარების წარმოება. ამასთან ერთად, კომპანია ქმნიდა სხვა ისეთ პროდუქტებს, რომლებიც საჭირო იყო პანდემიის პირობებში. სანო პრინტმა მალევე შექმნაონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც დაიწყო პროდუქციის გაყიდვა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს სარეკლამო საქმიანობასა და პოლიგრაფიულ სფეროშო განვითარებას, ასევე ონლაინ საიტის უფრო დატვირთვას და მეტი პროდუქტის შეთავაზებას.

სანო პრინტი

Lafarge

შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ 2012 წელს დაფუძნდა და გახდა ფრანგულ გიგანტ კომპანია Lafarge-ეს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი სამშენებლო მასალების წარმოებაში. 2015 წელს შედგა „ლაფარჟესა“ და ასევე ამ სექტორში სიდიდით მეორე, შვეიცარული კომპანია „ჰოლციმის“ გაერთიანება, რის შედეგად შეიქმნა კომპანია LafargeHolcim, რომელიც წარმოდგენილია 90 ქვეყანაში და ამჟამად არის მსოფლიოს უპირობო ლიდერი, ცემენტის, ბეტონის და ინერტული მასალების ბიზნესში. 2015 წელს ქ. ფოთში, კომპანიამ დაიწყო Lafarge და GCC-ის ერთობლივი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხნის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2017 წლის ბოლოს წარმატებით განხორციელდა. საწარმოო ხაზი შექმნილია ევროპული სტანდატების დაცვით, სრულად ავტომატიზირებულია და უზრუნველყოფილია ხარისხის კონტროლის ყველა საშუალებებით. მაღალ ხარისხშია აყვანილი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლის მონიტორინიგი ხორციელდება ლაფარჟჰოლციმის სტანდარტებით.


კომპანიის მიზანია საქართველოში აამაღლოს სამშენებლო მასალების გამოყენების კულტურა და დააკმაყოფილოს ყველა მომხმარებლის ინტერესი. ასევე, შექმნას სპეციფიკური პროდუქცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ნებისმიერი ტიპის მოთხოვაზე.

Lafarge

სელფის მუზეუმი 

სელფის მუზეუმი არის სივრცე ინტერაქტიული ექსპონატებითა და თანამედროვე დიზაინის 30 სხვადასხვა პავილიონით, სადაც მომხმარებელს შეუძლია შთამბეჭდავი, სახალისო, განსხვავებული ფოტოების გადაღება. კონცეფციაზე გუნდი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და 2020 წლის 25 ივლისს პანდემიის და ბევრი სირთულის მიუხედავად მაინც შეძლო მუზეუმის გახსნა. კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნას სასიამოვნო გარემო და ბევრი ლამაზი ფოტოს გადაღების შესაძლებლობა. ასევე, ერთ-ერთი მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია, შესაბამისად აქ ნახავთ ფერად ქვევრებს, ფიროსმანის ნახატებს და ჩოხაში გამოწყობილ მარკ ცუკერბერგს. 

სელფის მუზეუმი

ქართული თემა 

პროდუქტები, რომლებსაც კომპანია „ქართული თემა ქმნის,  სახელწოდებით „პირამიდა“ და „პირამიდა გოლიათი“, წარმოადგენს საბავშვო შემეცნებით-გასართობი ხასიათის სათამაშოებს. პროდუქტი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი შემადგენლობითა და ეროვნული, ქართული დატვირთვით.


2020 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა „პირამიდების“ გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის, ბევრი დადებითი გამოხმაურებისა და მადლიერი მომხმარებლის დაგროვების თვალსაზრისით. კომპანია მომდევნო 2 წლის განმავლობაში გეგმავს რამოდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვებას, რომელიც იქნება არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველი, ასევე მეტად დატვირთული როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი მიმართულებით.

ქართული თემა

ლაიმი

ლაიმი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც თავდაპირველად ჰობით დაიწყო და ბიზნესად გადაიქცა. საკონდიტროს ნამცხვრები ერთი შეხედვით ძალიან "სახლური“ და მარტივია, მეორე მხრივ კი, საკმაოდ რთული და დახვეწილი.


2020 წლის განმავლობაში, სირთულეების მიუხედავად, კომპანიამ ხარისხის შენერჩუნებისა და გაუმჯობესების წყალობით მაინც განაგრძო განვითარება. მომდევნო 2 წლის განმავლობაში იგეგმება საწარმოს გახსნა, რათა უფრო მეტ ადამინს ჰქონდეს საშუალება დააგემოვნოს ლაიმის ტკბილეული.

ლაიმი

GMI Rights Management 

GMI უზურნველყოფს ერთი მხრივ ავტორებისათვის და არტისტებისათვის საავტორო ჰონორარების შეგროვებას ყოველდღიური გამოყენებებისაგან (სარეკლამო კომპანიები, ტელევიზიები, ფილმები, ნებისმიერი ვიდეო მასალა), ხოლო მეორე მხრივ მათი კატალოგების გაციფრულებას და ჰონორარების მიღებას ინტერნეტის საშუალებით.


2020 წელი განსაკუთრებით რთული გამოდგა ხელოვნების სფეროსათვის, როდესაც აიკრძალა ცოცხალი აქტივობები და ხელოვნები დარჩნენ ძირითადი შემოსავლის გარეშე ამიტომ დიდი მნიშნელობა შეიძინა ჰონორარების სხვა წყაროებიდან მოძიებამ.


GMI-მ შეძლო და ავტორებისათვის და არტისტებისათვის შემოსავლების მნიშნელოვანი წყარო შექმნა. შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტის არაერთი Youtube გვერდი, რომელსაც უკვე უამრავი გამომწერი ჰყავს. მოხდა ქართული მუსიკის დისტრიბუცია მსოფლიოს 70-მდე პლათფორმაზე მათ შორის, Spotify, Apple Music, Deezer, Amazon, Shazam და სხვა. ინტერნეტიდან ჰონორარები ყოველკვარტლულად საგრძობლად იზრდება, შესაბამისად იზრდება არტისტების შემოსავალიც. გარდა ავტორების და შემსრულებელებისა, GMI არის კონტენტის მწარმოებელი კომპანიების პარტნიორი, რომელიც წარმოადგენს ლიცენზირების საკითხებში ყველაზე ავტორიტეტულ კომპანიას საქართველოში. 

GMI

GEORGIA HUB 

კომპანია Georgia Hub მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს: ტურიზმი (შემომყვანი/გამყვანი/ სამედიცინო, ბიზნეს მოგზაურობა); ივენთების ორგანიზება; პროფესიული განათლების ცენტრი (GH EDUCATION CENTER); სარეკლამო მომსახურება. მრავალპროფილიანი კომპანია 2020 წელს დაარსდა და უკვე მოახერხა ნდობის მოპოვება. GEORGIA HUB-ის მიზანია წვლილი შეიტანოს საქართველოში განათლებისა და მომსახურების სფეროს განვითარებაში.

Georgia Hub

Junny Get Excited 

ტურისტული კომპანია Junny Get Excited 2018 წელს დაფუძნდა. 2019 წელს კომპანიამ მომსახურება გაუწია 132 000 ტურისტს ისრაელიდან საქართველოში. კომპანია მუშაობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე. 

Junny

ვიაიპი სეკრეტარი 

მენეჯმენტი, სამეწარმეო სამართალი, ბუღალტერია, საგადასახადო საქმე, შრომის უსაფრთხოება, უძრავი ქონების შეფასება - ეს არის მომსახურებები, რომლებსაც ვიაიპი სეკრეტერი პარტნიორ კომპანიებს უწევს. მომსახურების განხორციელება შესაძლებელია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მომხმარებლებს 1 კონტრაქტის საფუძველზე შეუძლიათ შეიძინონ  ვიაიპი სეკრეტარის სრული პაკეტი და მიიღონ მათთვის საჭირო სერვისი.

ვიაიპი სეკრეტარი

ღვინის ლეგენდა იმერეთში

ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში განსაკუთრებული პროდუქტია. მათ შორის იმერეთში, სადაც განსაკუთრებული ჯიშის ვაზი ხარობს. კომპანიამ „ღვინის ლეგენდა იმერეთში“ 10000 ძირი ოცხანური საფერე გააშენა და წელს პირველი მოსავალი მიიღო. მომავალი წლიდან იგეგმება მარანის აშენებას და ღვინის წარმოებას დაწყება. კომპანიის მიზანია შექმნას ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

ღვინის ლეგენდა იმერეთში

მანდალა 

მანდალა ფერადი მინის დეკორაციებსა და ნივთებს ტიფანის ტექნოლოგიით ამზადებს. ტიფანის ტექნოლოგიის მიხედვით ფერადი მზა მინები იჭრება სასურველი ფორმებით, იქლიბება და ერთდება კუპერითა და კალით.


თავდაპირველად მანდალას დამფუძნებლები უბრალოდ დაინტერესდნენ დამზადების ტექნიკით, შემდეგ კი ეს საქმე ბიზნესად აქციეს. კომპანიამ საქმიანობა ორი წლის წინ დაიწყო და ცდილობს საქართველოში გაავრცელოს ტიფანის ტექნოლოგიით მომზადებული ნივთები, რომლებიც არც თუ ისე ხშირად გამოიყენება.

მანდალა