ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო სტარტაპისთვის

წარმოგიდგენთ ბიზნესდაჯილდოება 2020-ში მონაწილე ბიზნესებს. ამჯერად გაგაცნობთ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ ნომინაციაში საუკეთესო სტარტაპისთვის.

ნოემბერი 20, 2020

telnet 

8 თვის წინ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა პლატფორმა ტელნეტი, რომელიც ითავსებს აიტი დეპარტამენტის ფუნქციას და აგვარებს ნებისმიერ ტექნიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს. პლატფორმის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს აიტი დახმარება როგორც ონლაინ მომსახურების სახით, ისე ადგილზე მისვლით. ამ მომენტისთვის კომპანიაში დასაქმებულია 15 თანამშრომელი, რომელიც წარმატებით ემსახურება 50-ზე მეტ ქართულ კომპანიას.


ტელნეტის მიზანია ბიზნესებს შესთავაზოს ისეთი პროდუქტი, რომელიც მათ სრულ კომფორტს შეუქმნის. იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამარტივდეს აიტი სპეციალისტებთან კომუნიკაცია, უკვე ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი კომპანიის პარტნიორ ბიზნესებთან. თავის მხრივ, telnet-მა  ყველა ეს პროცესი გააციფრულა.

telnet

ავოკადო 

ავოკადო მომხმარებელს ჯანსაღი კვების სრული რაციონის მიწოდებას სთავაზობს. ჯანსაღი კვების მსურველებს კი არჩევანის გაკეთება 7 სახეობის სხვადასხვა კალორაჟის მენიუებს შორის შეუძლიათ. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.


ავოკადოს დახმარებით ბევრმა ადამიანმა მიაღწია სასურველ შედეგს - დაიკლო წონაში და შეცვალა ცხოვრების წესი.  მას შემდეგ რაც, 2020 წლის კრიზისის დროს, კომპანია დარწმუნდა თავის შესაძლებლობებში, წინ განვითარების დიდი გეგმები დასახა.

ავოკადო

Travel Box

სტარტაპ იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ყველაფერი გაჩერდა მსოფლიოში და შეიქმნა ტურისტული კოლაფსი. თრეველ ბოქსი სასჩუქრე სამოგზაურო ყუთია, რომელშიც მოთავსებულია საქართველოს სასტუმროში დასვენების ვაუჩერი, მოგზაურობის დროს პრაქტიკული და საჭირო პროდუქცია და სხვადასხვა დაბრენდილი ნივთები. ყუთი გამოდის სეზონების მიხედვით და ყოველ სეზონზე იცვლება დიზაინი, რომელიც აღარ მეორდება. ასევე სეზონის მიხედვით ირჩევა ყუთში მოთავსებული ნივთები.


სტარტაპი პირველ აგვისტოს გამოჩნდა ბაზარზე და ამ ეტაპზე უკვე 450-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. სამომავლოდ იგეგმება სტარტაპის გაფართოება, მათ შორის "სპეციალური " და სადღესასწაულო თრეველ ბოქსების გამოშვებაც.

Travel Box

დენტისტა 

დენტისტა სტომატოლოგიური კლინიკაა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულების სტომატოლოგიურ მომსახურებას უწევს. კლინიკა თავის სტუმრებს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ სერვისს სთავაზობს. კომპანიამ მოკლე დროში მოიპოვა ბაზარზე ცნობადობა, სამომავლოდ კი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

დენტისტა

ინგრედიენტი 

„ინგრედიენტი“ საკვები პროდუქტების გზავნილის მიწოდების პირველი სერვისია თბილისში. გზავნილი მოიცავს რეცეპტებსა და ყველა საჭირო ინგრედიენტს ზუსტი რაოდენობით კერძების სახლში მომზადებისთვის. „ინგრედიენტი“ უზრუნველყოფს თავისი მომხმარებლების ჯანსაღ კვებას ცოცხალი ინგრედიენტებით და შეფ-მზარეულების მიერ შემუშავებული საინტერესო რეცეპტებით.


დამფუძნებლებმა სტარტაპ იდეაზე მუშაობა 2019 წლის დეკემბერში დაიწყეს, პანდემიის პირობებში კი მნიშვნელოვნად გაძლიერდა ამ სერვისის საჭიროება. ამ ეტაპზე უკვე არსებობს კომპანიის ვებ გვერდი. ასევე, „ინგრედიენტის“ მომსახურების მიღება შესაძლებელია „გლოვოს“ საშუალებით. 

ინგრედიენტი

დოდოკა 

Dodoka ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ქმნის მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ აქსესუარებსა და ნაქსოვ მოსაცმელებს. სტარტაპი აწარმოებს ხელით ნაქსოვ პროდუქციას, ასევე კომბინაციაში გამოყენებულია დაზგაზე ქსოვაც.


სტარტაპი  ორი წლისაა და მიზნად ისახავს გაფართოებას, ქსოვის სწავლის სურვილის მქონე ქალების დასაქმებას, მონაწილეობის მიღებას გამოფენა-გაყიდვებში, ქართული პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას. 

Dodoka

Oinbuzz 

სხვანაირი საჩუქრების ონლაინ მაღაზია - ასე ახასიათებს საკუთარ ბრენდს Oinbuzz, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. პლატფორმას ამოძრავებს ფილოსოფია, რომელიც შედგება სამი სიტყვისგან: გაართე, გააოცე, გააცინე. შესაბამისად თავადაც ასეთივე მოტივის მქონე მომხმარებლები ჰყავს, ადამიანები, რომლებსაც უყვართ სხვისი გართობა, გაოცება ან გაცინება.

Oinbuzz

ორიენტ ექსპრესი  

ორიენტ ექსპრესის დამფუძნებლებს სტარტაპის იდეა სატრანსპორტო ბიზნესში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გაუჩნდათ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რკინიგზის ვაგონების პარკი მოძველდა და ბევრი მათგანი მწყობრიდან გამოვიდა, ორიენტ ექსპრესმა დაიწყო საკუთარი ვაგონების შეძენა, რომლებსაც ერთი მხრივ საკუთარი ტვირთის გადასაზიდად, მეორე მხრივ კი გასაქირავებლად იყენებს. 

Orient Express

Maisey • მეიზი

Maisey • მეიზი ქალის ღამის სამოსის ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის ბუნებრივი ქსოვილისგან მზადდება. ბრენდის #1 პრიორიტერი არის ხარისხი, რომელშიც მოიაზრება არა მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილი, არამედ აქცენტი პროდუქციის თითოეულ დეტალზე,   ლამაზი სასაჩუქრე შეფუთვები და სწრაფი მომსახურება.


ბრენდის მიზანი ისევ და ისევ არსებული თემის ირგვლივ გაფართოებაა, რაც გულისხმობს სამომავლოდ უფრო მრავალფეროვანი, კომფორტული, თავისუფალი და ამავდოულად ლამაზი და ელეგანტური სახლის სამოსის შეთავაზებას ქალბატონებისთვის. იმპორტული პროდუქცით შექმნილი კონკურენტული გარემოს ფონზე ქართველმა სტარტაპერებმა იდეის გაჩენისთანავე გადაწყვიტეს რომ მთავარი, რითაც მეიზი გამორჩეული უნდა ვყოფილიყავით ბაზარზე იქნებოდა იქნებოდა უმაღლესი ხარისხის ნაწარმის შექმნა.

Maisey

კემპინგი აღვი 

კემპინგის შექმნის იდეა გაჩნდა ოჯახში, რომელსაც სურდა  ეკო, მდგრადი, ბუნებასთან მეგობრული სივრცის შექმნა ველურ გარემოში. ბოტანიკით, ორგანული ღვინითა და თაფლის წარმოებით გატაცებულმა მეუღლეებმა და გერმანიაში მცხოვრებმა შვილებმა 2018 წელს 7000 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდეს ცხენისწყლის პირას, აღვში და მიზნად დაისახეს უკვე არსებული რესურსების განახლება და გამოყენება. ოჯახი აღვში გადავიდა საცხოვრებლად, და მოაწყო ტერიტორია. 2019 წელს კი გაიხსნა კემპინგი, რომელსაც უკვე 300-ზე მეტი სტუმარი ჰყავს მიღებული, აქედან 80% ევროპიდან. წელს, მიუხედავად იმისა, რომ კემპინგი დახურული იყო, სტარტაპერებმა ეს დრო გამოიყენეს და 2 ხის კოტეჯი ააწყვეს.  აღვში ყველაფერი ორგანული, ეკომეგობრული და ჯანსაღი დაგხვდებათ.

კემპინგი აღვი

მისმიე 

„მისმიე“ ქართული სამაგიდო თამაშების კომპანიაა, რომლის მისიაა თამაშად გარდაქმნას დალევის პროცესი და ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა, დაამყარონ ან განაახლონ ურთიერთობები გაცნობის პროცესში. ამ ეტაპზე სტარტაპი მხოლოდ ქართულ ბაზარზეა ორიენტირებული, შესაბამისად, თამაშის პროცესში არ არსებობს ენობრივი ან კულტურული ბარიერები. პროდუქტი გაყიდვაში 20 აგვისტოს ჩაეშვა და რამდენიმე დღეში 1500-დან 2000 მომხმარებლის დაინტერესება გამოიწვია. სამაგიდო თამაში თავის მხრივ ზრდის სასმლის გაყიდვებს ბარებსა და სხვა გასართობ ადგილებში. სტარტაპი მომხმარებელს მალე კიდევ 3 ახალს პროდუქტს შესთავაზებს. 

Mismie

Gelink- ჯელინკ 

ჯელინკი საქართველოში პირველი ოპერატორია, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას და ეხმარება სტარპერებს ხარსხიანი სერვისის შექმნაში. 

GEლინკი

Amazonshop  

ამაზონშოპი არის წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, თავის მოვლის საშუალებებისა და სხვა ნივთების ონლაინ მაღაზია, რომლის პროდუქციის რეალიზაცია სრულად ციფრულ სივრცეში ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 4 თვის წინ, პანდემიის პირობებში შეიქმნა, სტარტაპმა უკვე შეძლო საკუთარი ადგილის დაკავება ბაზარზე და ასობით მომხმარებელი გაიჩინა. პლატფორმას აქვს გამარტივებული ონლაინ განვადების სისტემები და უფასო მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

Amazonshop

გამატარე

"გამატარე" არის სტარტაპი, რომელიც ტრანსპორტის მძღოლებისა და გადაადგილების საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ერთ სივრცეში აერთიანებს მათთვის საჭირო სერვისებს. „გამატარეს“ მობილურ აპლიკაციაში მძღოლი იღებს მოთხოვნის შესახებ ინფორმაცაის და  მომხმარებელს სთავაზობს საკუთრ პირობას (ფასს და დროს).


გარდა ამისა, კომპანია მუშაობს მოტო ტრანსპორტის მიმართულებით და ქმნის "მოტო ასისტენტის" სერვისს.


„გამატარეს“ პლატმორმის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს მოითხოვოს მოტოსთვის და ავტომანქანებისთვის საჭირო სერვისები და მიიღოს კონკურენტუნარიანი ფასი. უახლოესი 2 წლის განმავლობაში კომპანია სატრანსპორტო მომსახურების სფეროში ციფრულ განვითარებას და საკუთარი სერვისის რეგიონებში გატანას გეგმავს.

გამატარე

Career 8M 

1 წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა სტარტაპი Career 8M, რომელიც ეხმარება მშობლებსა და ძიძებს ერთმანეთის მოძიებასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში ზედმეტი ძალისხმევისა და დამღლელი პროცედურების გარეშე. სერვისი გამოირჩევა რეკრუტირებისა და კანდიდატების შეფასების მაღალი სტანდარტით. შერჩეული კანდიდატები გადიან გადამზადებას.


Career 8M  უკვე 1000-ზე მეტი მომხმარებელის/ძიძის ბაზასა და 100-ზე მეტი მშობლის ვაკანსიას აერთიანებს. კომპანიის მიზანია დანერგოს მაღალი სტანდარტი ამ სფეროში, როგორც შერჩევის, ისე გადამზადების კუთხით. 

Career 8M

autoElement

autoElement მობილური აპლიკაციაა, რომელიც შუამავლების გარეშე აკავშირებს ავტომფლობელებს და ავტონაწილების მაღაზიებს ერთმანეთთან. ავტოელემენტის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს: 1. გაიგებ, რომელ მაღაზიაშია შენი ავტონაწილი და იმ დროს დაოგავს, რაც მაღაზიებში ნაწილის ძიებაში უნდა გაგეტარებინა; 2. გაქვს შედარების საშუალება, რომ აირჩიო საუკეთესო ვარიანტი; 3. იღებ პროდუქტს რეალურ ფასში.


გარდა შეთავაზებების მიღებისა, მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციის ფარგლებშივე დაუკავშირდეს ნებისმიერ მაღაზიას და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

autoElement

GermetPlast

GermetPlast ამზადებს მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების, ასევე მინის მოაჯირებისა და მინის კარებს ინოვაციური ტექნოლოგიებით. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურად მათზე მორგებულ პირობებს, თანამედროვე სტილის მაღალი ხარისხის პროდუქტს, გარანტიას, ძალიან ბევრი სიახლესა და სპეციალურ შეთავაზებებს. GermetPlast-ის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის მთავარი მიზანი დამკვეთის კმაყოფილებაა.  

GermetPlast

ABC TIME 

ABC TIME საკონსულტაციო კომპანიაა იმპორტ-ექსპორტის დოკუმენტაციისა და საბაჟო საკითხების მიმართულებით. კომპანია იკვლევს როგორც ექსპორტის, ისე იმპორტისთვის საჭირო წესებს, ამის შესახებ საქმის კურსში აყენებს კლიენტს და ურჩევს შესაბამის მომდევნო ნაბიჯებს. იქედან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის გატანა საზღვრებს გარეთ, სტარტაპი ამ პროცესის წახალისებას და მის სათანადოდ წარმართვას ცდილობს.

ABC Time

The Why Not Gallery 

The Why Not Gallery Gift Shop თანამშრომლობს ქართველ თანამედროვე ხელოვანებთან და მათთან კოლაბორაციაში ქმნის ლიმიტირებული რაოდენობის სასაჩუქრე ნივთებს. შექმნილი პროდუქცია ყოველთვის ატარებს უნიკალურ ხელწერას და ამგვარად იქმნება უნიკალური სიმბიოზი - ნამუშებრები უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ფართო აუდიტორია იცნობს ახალ, საინტერესო ხელოვანებს, ხოლო თავად ხელოვანებს უჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო.


2020 წლის განმავლობაში კომპანიამ ითანამშრომლა 15-მდე ხელოვანთან და შექმნა 25 სხვადასხვა პროდუქტი. წელსვე კომპანია ონლაინ სივრციდან ორ ფიზიკურ ლოკაციაზე დაბრუნდა - ‘სითი მოლ საბურთალო’ და საკუთარი გალერეა და მაღაზიის სივრცე აღმაშენებლის გამზირზე. 

The Why Not Gallery

სილუეტი 

„სილუეტის“ იდეა 2018 წელს გაჩნდა. დღესდღეობით კომპანიას ბაზარზე დეკორატიული ხელნაკეთი ნივთები გამოაქვს, რომელიც ინტერნეტმაღაზიის საშუალებით იყიდება. ბრენდმა თავისი განსაკუთრებული ხარისხითა და უნიკალური სტილით მალევე დაიმსახურა მომხმარებლის ყურადღება.


პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად სტარტაპი კვლავ აგრძელებს განვითარებას და სამომავლოდ პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს.

Silhouette

Barnovi 

10 წელზე მეტია, რაც სტარტაპის დამფუძნებელი ხელნაკეთ აქსესუარებსა და ტანსაცმელს ქმნის. ამ ეტაპზე კი უკვე არსებობს ბრენდი "ბარნოვი", რომელსაც პროდუქცია გამოაქვს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე. პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება ბუნებრივი ქსოვილი, ტყავი, ბუნებრივ ქვები, მდინარის მარგალიტები და ანტიალერგიულ მეტალი. სტარტაპი გამორჩეულია სამოსის შექმნის მრავალფეროვანი ტექნიკის თვალსაზრისითაც.


„ბარნოვი“ აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებსა და გამოფენა-გაყიდვებში ქვეყნის მასშტაბით. სამომავლოდ იგეგმება არსებული პროდუქციის გამრავალფეროვნება და ასევე თანამედროვე სამოსზე ეროვნული ელემენტების დამატებას. მნიშნველოვანი ნაბიჯი იქნება საკუთარი სახელოსნო-სალონის გახსნაც, სადაც ჩატარდება გამოფენა-გაყიდვა.

Barnovi

CityPay 

სითიფეი არის პირველი ცუფრული გადახდების პლატფორმა ჩვენს რეგიონში, რომელიც კომპანიებს კრიპტოვალუტით საერთაშორისო გადახდების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. სითიფეის პარტნიორ ორგანიზაციებს საშუალება აქვთ კლიენტებს ტრანზაქციების კრიპტოვალუტით შერულების შესაძლებლობა შესთავაზონ მომენტალურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და რაც ყველაზე მთავარია, თანხა თავად ლარში მიიღონ – კონვერტაციისას შესაძლო ყველანაირი დანაკარგის გარეშე. შესაბამისად, კომპანია საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისას ღირებულების სრულ თანხას იღებს ადგილობრივ ვალუტაში (ლარში), სწრაფად და მარტივად.

 

პლატფორმა ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს საერთაშორისო გადარიცხვები საშუალოდ, 5-ჯერ უფრო დაბალი საკომისიოთი, ვიდრე აქამდე არსებულ სტანდარტულ შემთხვევებში. მათი მომხმარებლები კი ისარგებლებენ დაცული და ანონიმური გადახდის მომსახურებით.


სითიფეი არა მხოლოდ ონლაინ ბიზნესს, არამედ ფიზიკური ლოკაციების მქონე სხვადასხვა ტიპის კომპანიებს, მათ შორის, სარესტორნო, სავაჭრო და გასართობ ორგანიზაციებს სთავაზობს თანხის ადგილზე მიღების შესაძლებლობას, ინდივიდუალური QR კოდის გენერირებით.

CityPay

Georgian Travel Guide 

Georgian Travel Guide არის ტურისტული პლატფორმა, რომელიც 2017 წლიდან ქმნის საკომუნიკაციო სივრცეს სტუმრებისა და მასპინძლებისთვის. კომპანია „მასპინძლებს“ სთავაზობს ელ. კომერციის მძლავრ ინსტრუმენტებს, ხოლო მოგზაურებს აწვდის მათთვის საჭირო ინფორმაციას შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.


B2B და B2C მოდელების გამოყენებით Georgian Travel Guide ერთ სივრცეში უყრის თავს შეთავაზებებს, რითაც ქმნის თანაბარ კონკურენტულ ტურისტული პროდუქტის და მომსახურების სფეროში.


პლატფორმა უკვე მოიცავს გიდების, ტურების, ტრანსპორტის მოდულებს.


ციფრული საკომუნიკაციო სივრცის შექმნის პარალელურად კომპანია მნიშვნელოვან დროსა და ძალისხმევას ახმარს ტურისტული ობიექტების რეკლამას საერთაშორისო და ადგილობრივი მოგზაურების მოსაზიდად. ამჟამად უკვე გაციფრულებულია 1400-ზე მეტი ობიექტი, 100-ზე მეტი მარშრუტი და დაწერილია 50-ზე მეტი სტატია. მხოლოდ 2020 წლის ზაფხულის განმავლობაში ვებ-გვერდს ეწვია 265244 უნიკალური ვიზიტორი.

Georgian Travel Guide

Biliki 

ტურის დაგეგმვისა და მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა სალაშქრო მობილური აპლიკაცია Biliki, რომელიც ინტერესებისა და ჯიპიეს ლოკაციის გაანალიზებით ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს სთავაზობს მზა ტურისტულ მარშრუტებს საქართველოს მასშტაბით, რომლის გამოყენება ოფლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.


აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდ და აიოეს პლატფორმებზე ინგლისურ ენაზე და ჰყავს 4000 აქტიური მომხმარებელი. სტარტაპს ჰყავს 20-მდე ბიზნეს პარტნიორი. პლატფორმა ქმნის თავისუფალ საბაზრო სივრცეს, სადაც მოგზაურები შეძლებენ საკუთარი ტურების შექმნას და გაყიდვას. 2021 წლისთვის იგეგმება ახალი ფუქნციონალის შემუშავება, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ტურების შექმნის და გაყიდვის საშულებას მისცემს. ასევე გეგმაშია საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც.

Biliki

Qeto 

"Qeto" არის სამკაულების მწარმოებელი სტარტაპი, რომელიც პროდუქციის შესაქმნელად მინერალურ ქვებს იყენებს. ამ ბრენდის აქსესუარები ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. „Qeto”-ში ფიქრობენ, რომ მინერალური ქვების მაგიური თვისებები სამკაულს დიდ დატვირთვას სძენს და მათ ტარებას ორმაგად სასიამოვნოს ხდის. სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაზრდა.

Qeto

Ehotelspace

Ehotelspace გაყიდვების ციფრული მართვის პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს სასტუმროებს მოკლე დროში თავად შექმნან ვებ-გვერდი პირდაპირი ჯავშნის მიღების ფუქნციით, ონლაინ ჩათისა და სხვადასხვა ჩანელ მენეჯერთან ინტეგრაციის შესაძლებლობით.


სტარტაპი ბაზარზე დაახლოებით 5 თვეა რაც გამოჩნდა და დაახლოებით 60-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. უკვე დაწყებულია მუშაობა ჯვარედინი გაყიდვების მოდულის განვითარებაზე, რაც საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს დააგენერირონ დამატებით შემოსავალი და ამავდროულად გაზარდონ მათი დამსვენებლების ლოიალურობა. აქამდე თუ მხოლოდ შიდა სერვისები გაყიდვა შეეძლოთ, ძალიან მალე სასტუმროებს საშუალება ექნებათ ირგვლივ არსებული აქტივობებიც შესთავაზონ მომხმარებლებს.

ehotelspace

Queen Tamada 

ალტერნატიული ტურისტული გართობი პროდუქტის სახით Queen Tamada-მ თიმბილდინგ აქტივობები და მათ გასაყიდად სპეციალური ვებსაიტი www.teambuilding.ge შექმნა. აქტივობების შემუშავების და განხორციელების სამუშაო ჯგუფი შედგება პროფესიონალი გიდებისგან. სერვისების ჩამონათვალი მოიცავს ღვინის ტურებს, რთველში მონაწილეობას, ქართული კულინარიისა და ფოლკლორის მასტერკლასებს და სხვა...


ბაზარზე პროდუქტი 2017 წელს გამოჩნდა და მაშინ სერვისები ძირითადად ტურისტებისთვის იყო განკუთვნილი, 2020 წელს კი Queen Tamada-მ გადაწყვიტა ადგილობრივ ბაზარსაც მორგებოდა.

Queen Tamada