ტექნოლოგია

აპლიკაციები პროდუქტიულობისთვის

სახლიდან მუშაობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი მიზნები და ეფექტიანად გამოვიყენოთ დრო, შევიმსუბუქოთ სტრესი და ავიმაღლოთ სამუშაო განწყობა.

აპრილი 01, 2020

პროდუქტიულობა თეორიულად თითქოს მარტივად მისაღწევი რამეა, მაგრამ რეალობაში ძალიან ბევრ ხელისშემშლელ ფაქტორს ვაწყდებით, რამაც შეიძლება ყურადღება გაგვიფანტოს და დაგეგმილ დღის წესრიგს გადაგვახვევინოს.


ბოლო პერიოდში, სახლიდან მუშაობის პირობებში, განსაკუთრებით რთულია შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი მიზნები და ეფექტიანად გამოვიყენოთ დრო, შევიმსუბუქოთ სტრესი და ავიმაღლოთ სამუშაო განწყობა.


გირჩევთ რამდენიმე აპლიკაციას, რაც ეფექტიანად მუშაობაში დაგეხმარებათ: 




1. მართე პროექტები - Trello




ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოსადეგი პლატფორმა პროდუქტიულად სამუშაოდ, რომელიც ინტუიტიური და მარტივად გამოსაყენებელია არის Trello.


Trello დაგეხმარება უფრო მეტად ორგანიზებული იყო და თვალი ადევნო შენი დავალებების შესრულების პროცესს.

პლატფორმა დაფუძნებულია იაპონური Kanban-ის მეთოდზე და გაძლევს საშუალებას, რომ შექმნა პროექტის დაფა, რომელიც მოიცავს ყველა დავალებას.


ყველა დავალება არის თავმოყრილი შესაბამის განყოფილებაში, რომელიც გაჩვენებს რა ეტაპები უნდა გაიაროს დავალებამ, რომ ჩაითვალოს შესრულებულად. მარტივი მაგალითი ამ განყოფილებების არის - შესასრულებელი, შესრულების პროცესში და შესრულებული. (To Do, In progress, Done) Trello-ს დახმარებით მარტივად შეგიძლია ადევნო თვალი შენი პროექტი რა ეტაპზეა და როგორ პროგრესირებს.


დაფა შეგიძლია გაუზიარო სხვა ადამიანებსაც და გუნდურად იმუშავოთ, თან თვალი ადევნოთ დავალებების შესრულების სტატუსს.


ხელმისაწვდომია : webMacOSWindowsiOS,  Android.



2. Todoist


როგორც გავიგეთ Trello არის შესანიშნავი პლატფორმა ვიზუალიზაციისთვის და დიდ პროექტებზე სამუშაოდ, მაგრამ ცოტათი წარმოუდგენელია, რომ ყოველ დილით შექმნა Trello-ს დაფა ყოველდღიური საქმეებისთვის.


ამ შემთვევისთვის Todoist არის სრულად აღჭურვილი მშვენიერი to-do list აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ყოველი დღე დაიწყო მცირე საქმეების ჩამოწერით და ჩაინიშნო/აღრიცხო ყველაფერი.


Todoist დაგეხმარება, რომ გაითავისუფლო გონება ყველა შესაძლო შეხსენებისგან, რაც თავში მოგივა მთელი დღის განმავლობაში, ჩაინიშნო, არ გამოგრჩეს არაფერი და მარტივი ფუნქციონალის წყალობით დაზოგო მნიშვნელოვანი დრო.


შეგიძლია საქმე პრიორიტეტულობის მიხედვით დაალაგო და დააორგანიზოთ თითოეული დავალება კატეგორიებად, მაგალითად „სახლი“, „სამსახური“, „ვარჯიში“ და ა.შ.


ხელმისაწვდომია: webMacOSWindowsiOSAndroidAndroid Wear, Apple Watch


ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, რომ სამუშაო პროცესში გამუდმებით შემოდის მრავალი შეტყობინება, რასაც გვინდა თუ არ გვინდა, შევყავართ სოციალურ ქსელებში და გვიბიძგებს, რომ ხშირად შევამოწმოთ ტელეფონი.


რა მოხდება თუ გადავდებთ ცოტა ხნით ტელეფონს სანამ ვმუშაობთ ? ამაში შეიძლება ერთი აპლიკაცია დაგეხმაროს.

Forest: Stay Focused არის აპლიკაცია, რომელიც პროდუქტიულობას თამაშად აქცევს, თან რეალური ეკოლოგიური შედეგებიც მოაქვს. თუ გინდა რომ კონცენტრირდე რაიმეზე და თან ხელის შემშლელი ტელეფონი გადადო, აპლიკაცია გაძლევს საშუალებას, ვირტუალურად დარგო ნარგავი და დააწესო დრო შენი დავალებისთვის, რომლის შესრულების დროსაც ტელეფონს არ უნდა შეეხო, ამ დროში შენი ნარგავი გაიზრდება და გახდება ხე.


ამ დროს თუ ძალიან სასწრაფო საქმე გაქვს და ტელეფონი დაგჭირდება, მოგიწევს, რომ გახვიდე აპლიკაციიდან, ამ დროს კი დროის ათვლა მიმდინარეობს და წესების დარღვევად ითვლება, შესაბამისად, შენი ხე გაქრება და წყალში ჩაგეყრება ის დრო, რაც მის გაზრდას დაუთმე.

თითოეულ წარმატებით გაზრდილ ხეზე, გამოიმუშავებ ქულებს, რაც შეგიძლია შეინახო და შემდეგ დარგო რეალური ხე.


ამ დროისთვის Forest app -ის მომხმარებლებს აქვთ დარგული 703,000-ზე მეტი ხე მფოლიოს მასშთაბით.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია: iOSAndroid, Google Chrome.



4. StayFocusd



დავუშვათ, მოახერხე, რომ აღარ უყურებ ტელეფონს და ცდილობ იმუშავო ლეპტოპიდან, თუმცა შეამჩნევ საინტერესო სათაურს და რამდენიმე წუთში უკვე ექსპერტი ხარ მსოფლიოში მიმდინარე საკითხებში და აღმოჩნდა, რომ მაინც ვერ მუშაობ პროდუქტიულად.


ყურადღების გამფანტავ ონლაინ კონტენტთან ბრძოლაში, Google Chrome-ის დამატება StayFocusd დაგეხმარება, რომ ყურადღება მიმართო შენს საქმეზე და შეგიზღუდავს წინასწარშერჩეულ საიტებზე გატარებულ დროს.

მას შემდეგ რაც მიუთითებ დროს რამდენიც შეგიძლია დღეში დაჰყო ამა თუ იმ ვებგვერდზე, ამ დროის გასვლის შემდეგ იბლოკები და ვერ შეხვალ დარჩენილი დღის განმავლობაში.


StayFocusd-ის საკუთარ თავზე მორგება შეგიძლია, მაგალითად აქვს ფუნქცია დააწესო ავტო-ბლოკერი მთლიან საიტზე ან დომეინზე. ასევე შეგიძლია სასურველ დროებზე მოირგო, მაგალითად სამუშაო დღეების სამუშაო საათებზე.


StayFocusd ვებ დამატება ხელმისაწვდომია Google Chrome-ზე


iOSAndroid, Google Chrome.