სექტემბერი 03, 2019
Apple Pay დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.
უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თიბისი ბარათები Apple Wallet-ში iPhone, Apple Watch, iPad და MacBook Pro With Touch ID-ის მეშვეობით
iPhone
- გახსენით „Apple Wallet”-ის აპლიკაცია
- ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირდეთ ღილაკს „+“
- დაასკანერეთ და დაამატეთ აპლიკაციაში თქვენი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი
Apple Watch
- გახსენით Apple Watch აპლიკაცია თქვენს აიფონზე
- დააჭირეთ „Wallet & Apple Pay” და აირჩიეთ „Add Credit or Debit Card”
- დაასკანერეთ და დაამატეთ აპლიკაციაში თქვენი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი
iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის. Apple Pay –თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.