ტექნოლოგია

AWS re:Invent — თიბისელები ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას დაესწრნენ

დეკემბერი 29, 2023

2023 წლის ნოემბერში თიბისის ტექ გუნდი AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაემგზავრა.


AWS re:Invent სასწავლო კონფერენციაა, რომელიც მასპინძლობს ღრუბლოვანი კომპიუტინგის საზოგადოებას მთელი მსოფლიოდან. აუდიტორია ინფორმაციას იღებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, სწავლებისა და სასერტიფიკაციო შესაძლებლობებზე. ტარდება 2000-ზე მეტი ტექნიკური სესია, გამოფენა და სხვა. 

„შესაძლებელი იყო დიდ ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად, Hashicor-ის, Docker-ის, RedHat-ის, Gitlab-ის, Canonical-ის წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრა და საუბარი ჩვენს კონკრეტულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე". 

ალექსანდრე ამბობს, რომ re:Invent-ზე მიღებულ ცოდნას თიბისელები სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენებენ, რათა ინფრასტრუქტურის დიზაინი ბევრად უფრო მდგრადი და ხელმისაწვდომი გახადონ.


ალექსანდრე საუბრობს კონფერენცია AWS re:invent-ის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე როგორც ზოგადად, ისე - უშუალოდ თიბისის თანამშრომლებისთვის. 

„AWS re:Invent მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა, სადაც 70 000-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. არის ძალიან დიდი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების პლატფორმა. არის საინტერესო და მრავალფეროვანი სესიებით დატვირთული.


მსგავსი მივლინებები ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის ზოგადი ინფორმირებულობის გასაზრდელად და კომპეტენციის ასამაღლებლად. ასეთი ღონისძიებები გაფიქრებს იმაზე, რაზეც აქამდე ან საერთოდ არ გიფიქრია, ან მსგავსი კუთხიდან არ შეგიხედავს. თიბისიში იგრძნობა, რომ ორგანიზაცია გაძლევს შესაძლებლობას, უნიკალური გამოცდილება მიიღო". 

ავტორი: Dev.ge