ტექნოლოგია სიახლეები

AWS GameDay - როგორ ჩაიარა ღონისძიებამ

მარტი 18, 2025

AWS GameDay თიბისისა და Amazon Web Service-ის მასშტაბური ინიციატივაა, რომელიც 1 მარტს გაიმართა. AWS GameDay-ს საშუალებით, მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გუნდურ რეჟიმში ემუშავათ რეალურ ამოცანებზე. მუშაობისას კი მათ მენტორობას უშუალოდ AWS-ის ინჟინრები და თიბისის DevOps გუნდის წარმომადგენლები უწევდნენ. 

„GameDay-ის ძირითადი არსია, უსაფრთხო გარემოში შეძლო რეალურ ამოცანებზე მუშაობა. აქ შეგიძლია გამოსცადო შენი თავი, გაერთო, დაუშვა შეცდომები, თუმცა იცოდე, რომ GameDay-ის მთავარი მიზანი შენი განვითარება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაა.“ – Alexandr Bernadskiy/AWS Solutions Architect 

AWS GameDay-ზე გამარჯვებულები 2 ინდივიდუალურ კატეგორიაში გამოვლიდნენ: თიბისი IT აკადემიის DevOps Bootcamp-ის სტუდენტებს შორის გაიმარჯვა გუნდმა "Unicorn" - ანა შუბითიძე, ალექსანდრე მიქაშავიძე, თედო ფაცაცია და ბესიკ გოგეიშვილი. თიბისი ჯგუფის თანამშრომლებს შორის კი გუნდმა "SpaceOps" - აკაკი ტალახაძე, ნიკა ლუკავა, გაგა ანანიშვილი, თორნიკე შიოშვილი.

თიბისი IT აკადემია და Amazon Web Services პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ საგანმანათლებლო პროექტსა და პრაქტიკულ აქტივობას გეგმავს, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებასა და ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლას.