სიახლეები

Young Lions Georgia 2019-ის გამარჯვებულები გამოვლინდენ!

საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მიერ 5 გამარჯვებული გუნდი უკვე გამოვლინდა! ისინი 17-21 ივნისს საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებენ.

აპრილი 20, 2019

2019 წლის საქართველოს ახალგაზრდა ლომების ოქროს მფლობელები არიან:

ციფრული (Digital)

Leavingstone

ემილი ქორიძე

მურთაზ ფურცხვანიძე

 დიზაინი (Design)

JWT Metro

ლადო მალაზონია

სანდრო ლალიაშვილი

მარკეტერები (Young Marketers)

adjarabet.com

გიორგი გვენეტაძე

ცოტნე ჭანკოტაძე

ფილმი (Film)

Followfox

გურამ ასათიანი

ლუკა გაგლოშვილი

ბეჭდური რეკლამა (Print)

Mr. Wolf

ნიკა ხუნდაძე

მარი გვახარია

წელს ახალგაზრდა ლომების დაჯილდოებას კიდევ ერთი, ნიკა გუჯეჯიანის საპატიო ჯილდო დაემატა, რომელიც მიიღო ვატო ქავთარაძემ წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წვლილისთვის საქართველოში კრეატიული სარეკლამო სფეროს განვითარებაში.