სიახლეები

„ქართული ა“ | ფონტ-ინჟინერია

კონკურსის მეორე ეტაპის ფარგლებში, 16 ახალი შრიფტი გაციფრულდება.

თებერვალი 17, 2020

ფონტ-ინჟინერიის კურსი იწყება

შეგახსენებთ, რომ რიგით მეორე „ქართული ა“-ს კონკურსმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 16 შრიფტი გამოავლინა, რომელიც ტექნიკურად გაიმართება „ჯეოლაბში“. კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს გაეცნონ ფონტ-ინჟინერიის პრინციპებს და მათი გათვალისწინებით, ტექნიკურად მოამზადონ ფონტ-ფაილები.


კონკურსანტებს რეგისტრაციის გავლა 18-25 თებერვალს ამ მისამართზე შეუძლიათ: სარეგისტრაციო ბმული


კონკურსი თიბისის და დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციტივით, პროექტის - #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.


"ძალიან მნიშვნელოვანია ქართული შრიფტის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაცია."


"ქართული ანბანი და დამწერლობა არის ქართველების ერთ-ერთი დიდი განძი და ამ განძს შესაბამისი ზრუნვა სჭირდება. სწორედ ეს იყო მიზეზი რომ კონკურსი ''ქართული ა'' ჩატარებულიყო“ - ზვიად ციკოლია.

„ქართული ა“-ს მთავარი მიზანია, საგანძური და მემკვიდრეობა, რომელსაც ქართული დამწერლობა ჰქვია, თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირდეს და მისი უნიკლაური ასომოხაზულობა და გრაფიკული სტილი მუდმივად განვითარებად, ტექნოლოგიურ მედიებში ითარგმნოს.

დარა1981

„ვფიქრობ, რომ ყველა დიზაინერის საერთო ტკივილი დღეს არის ქართული შრიფტები. მთავარი პრობლემა, რაც ქართულ შრიფტებს აქვს, არის თანამედროვეობასთან ადაპტაცია, პირველ რიგში ამ პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია არსებობდეს ამ შრიფტების ციფრული ვერსიები“

გიორგი პოპიაშვილი, არტ დირექტორი, ჟიურის წევრი

გარდა იმისა, რომ გაციფულებული ფონტები ქართული დამწერლობის თანამედროვე სამყაროსთან მეტ ადაპტაციას შეუწყობს ხელს, ასევე დაეხმრება მის გავრცელებას ქვეყნის გარეთაც.


„ეს არის მნიშვნელოვანი სტიმული დიზაინერებისთვის, იმუშაონ შრიფტზე და ანბანი არამარტო ლოგოს ან მხოლოდ მცირე წარწერისთვის დაამუშავონ, არამედ თითოეული ასოს სახეზე იფიქრონ."



"გარდა იმისა, რომ ამით დიზაინერების პროფესიონალიზმი იხვეწება, მათ საშუალება ეძლევათ საკუთარი ჩანაფიქრი დასრულებული სახით განახორციელონ, იმის მიუხედავად იციან თუ არა ფონტის შექმნა. სასიხარულოა ის, რომ თიბისის ამ პროექტს ებმის გამარჯვებული შრიფტების ფონტად ქცევის ეტაპი, რის შემდეგაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება დასრულებული პროდუქტი - მრავალი ლამაზი და საჭირო ფონტი. ვინაიდან შარშანდელი კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა, დიზაინერებში ჩნდება მოლოდინი, რომ ერთი მხრივ ეს ტრადიციულ სახეს მიიღებს, მეორე მხრივ კი, ახალი და დახვეწილი ფონტები გახდება მათთვის ხელმისაწვდომი, რაც მათ საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მაღალი დონის დიზაინი შექმნან“ - ალექსანდრე ჩარკვიანი, „ქართული ა“-ს გამარჯვებული.

ადაპტირებული ა I ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

ფონტ-ინჟინერიის შესწავლის მსურველებს კი მოგიწოდებთ, გაიაროთ რეგისტრაცია, გააციფრულოთ ახალი ქართული შრიფტები და ქართული ენის მსოფლიო თანამედროვე ტექნოლოგებთან ადაპტაციის მასშტაბურ პროცესში თქვენი წვლილი შეიტანოთ.

დარეგისტრირდი


სტატიის ავტორი: ნატა ჟვანია