აგვისტო 29, 2023
„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალი მეხუთე საიუბილეო სეზონით ბრუნდება
წინანდლის ფესტივალი ის მოვლენაა, რომელიც კლასიკური მუსიკის სამყაროში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. 2023 წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთე, საიუბილეო სეზონს აღნიშნავს. ფესტივალი 31 აგვისტოს წინანდლის მამულში გაიხსნება და 10 სექტემბერს დაიხურება. „თიბისი კონცეპტი“ ტრადიციისამებრ ფესტივალის მხარდამჭერია და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შთამბეჭდავი გამოცდილების მისაღებად უნიკალურ ისტორიულ სივრცეში ეპატიჟება.