რა უნდა იცოდე, თუ სახლის მოწყობას გეგმავ

ნოემბერი 08, 2022

საუკუნეებია, ადამიანების ცხოვრებაში ინტერიერის დიზაინს ერთი უცვლელი ფუნქცია აკისრია — დაგვეხმაროს შინაგანი სიმშვიდისა და კომფორტის მიღწევაში. ამის მაგალითია ჩინური ფენშუის უძველესი ტრადიცია, რომლის მიხედვით, სივრცეში ნივთების განლაგებას ენერგეტიკული დატვირთვა აქვს ან, თუნდაც, რომაული არქიტექტურა, რომელშიც მიწიერი ტონები და გეომეტრიული ელემენტები ჭარბობდა, რათა ბუნების ჰარმონიულობა საცხოვრებელშიც გადმოეტანათ.


მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინში სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ტენდენცია მკვიდრდება, არსებობს წესები თუ მიმართულებები, რომლებიც ყოველთვის “მოდაშია”. ამ ბლოგში კი ინტერიერის დიზაინერ, მარიამ ბაშელეიშვილთან ერთად გიამბობთ სახლის მოწყობასა და თანამედროვე ტენდენციებზე.

“ცვალებად ტენდენციებს, როგორც ტანსაცმლის შემთხვევაში, ისე ინტერიერის დიზაინში, არ ვემხრობი, რადგან ყველას ინდივიდუალური შეხედულებები და მოთხოვნილებები გვაქვს, თუმცა, მაინც შეგვიძლია გამოვყოთ მიმართულებები, რომლებსაც ბოლო დროს მეტი ყურადღება ექცევა”, — ამბობს მარიამ ბაშელეიშვილი. მისი თქმით, პანდემიამ, ყველაფერთან ერთად, ინტერიერის დიზაინზეც იმოქმედა, რადგან დისტანციური მუშაობის გამო ადამიანები მეტ დროს ატარებენ სახლში და ყურადღებას აქცევენ მის კომფორტულობასა და უსაფრთხოებას.

რჩევები სახლის მოსაწყობად

დიზაინერის თქმით, სახლზე ფიქრისას, პირველ რიგში კომფორტი უნდა გვახსენდებოდეს, ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ყველაზე მშვიდად და უზრუნველად ვგრძნობთ თავს. ამაში კი დიდი როლი ფერებს და განათებას უჭირავს. 


“ბოლო დროს განსაკუთრებულ ფოკუსში ექცევა ნატურალური მასალები და ფერები რადგან უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბუნებასთან სიახლოვე. ამიტომაც სამშენებლო მასალებში, ავეჯსა თუ აქსესუარებში ხშირად იყენებენ მწვანეს, მიწის ტონებს და ხის ფერს. ამ მიზეზით, კიდევ უფრო აქტუალურია ინტერიერში ბუნებრივი სიმწვანის — მცენარეების შემოტანა”. 


კონტრასტული ფერები კი კიდევ ერთი დეტალია, რომელიც, მარიამის თქმით, ინტერიერს გამორჩეულ ხასიათს სძენს და ყოველთვის საინტერესო შედეგს იძლევა. ამასთან, მნიშვნელოვანია სუფთა, ბუნებრივი მასალების გამოყენება, რადგან ისინი არასდროს გადადის მოდიდან.


“მნიშვნელოვანია, რომ არც განათება მოაკლოთ ინტერიერს, რადგან ის ზედმეტი არასდროსაა. ფერისა და შუქის თამაშით ბევრი საინტერესო ვიზუალის მიღება შეიძლება — ერთ ოთახში შეგვიძლია გვქონდეს მრავალი ტიპის განათება, რომელსაც სხვადასხვა დროს გამოვიყენებთ, განსხვავებული ფუნქცია მიენიჭება და მრავალფეროვან განწყობას შეგვიქმნის”.

სახლის განსაკუთრებული კომპონენტი რა თქმა უნდა ტექნიკაცაა. ამ კუთხით ბოლო პერიოდში მრავალი საინტერესო ტენდენცია იჩენს თავს. 


“ბოლო ოცწლეულია, სამყარო ეკომეგობრული ტექნიკის შექმნაზეა გადასული. მწარმოებლები ორიენტირებულნი არიან ელექტროენერგიისა თუ  წყლის დაზოგვაზე, მაქსიმალურად ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებაზე. ასევე,  პრიორიტეტული ხდება ჯანმრთელობის საკითხებიც. მაგალითად, გამათბობელმა არა მხოლოდ უნდა გაათბოს ჰაერი, არამედ ტენიანობაც შეინარჩუნოს. წინა პლანზე იწევს ადამიანური რესურსების დაზოგვისა და უსაფრთხოების საკითხიც,  ამიტომ მოთხოვნა იმატებს სმარტ ტექნოლოგიებზე, რომელთა მართვა დისტანციურადაა შესაძლებელი”, — აღნიშნავს დიზაინერი.


რაც მთავარია, მარიამი ერთ მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს — “სახლის მოწყობისას არ უნდა დავიშუროთ ფანტაზია. დღეს ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელია, შეზღუდვები არ არსებობს, ვივიწყებთ მოძველებულ სტანდარტებს, შესაბამისად, ექსპერიმენტები კარგია, რადგან ასე შევძლებთ მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც პრაქტიკულიც იქნება და გამორჩეულიც”.

უერთგულე სურვილებს

თუ სახლის გარემონტებას, ავეჯის განახლებას ან ტექნიკის შეცვლას გეგმავ, ნოემბერი ამისთვის საუკეთესო დროა, რადგან ერთგულს მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შემოთავაზებები აქვს:


ნოემბერში შეგიძლია დააგროვო ერთგული ქულები სახლისა და ტექნიკის პარტნიორ მაღაზიებში.


800 ლარი = 100 ქულა

400 ლარი = 40 ქულა

 

აქციაში მონაწილეობისთვის საჭიროა ერთიანად ან ცალ-ცალკე ერთგულის პარტნიორ ტექნიკის ან/და სახლის მაღაზიებში მინიმუმ 400 ლარის გადახდა;

 

აქციის პირობის შესრულების შემთხვევაში, დასაჩუქრდები 40 ერთგული ქულით;

 

ხოლო თუ ხარ თიბისი კონცეპტის ან თიბისი WM მომხმარებელი, 800 ლარის გადახდისას დაგერიცხება 100 ერთგული ქულა.

 

პარტნიორი მაღაზიების ჩამონათვალის სანახავად ესტუმრე ერთგულის ვებგვერდს https://ertguli.ge/partners

 

ერთგული თიბისის საკრედიტო ბარათია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გთავაზობს. 


თუ ჯერ არ ხარ ერთგულის მომხმარებელი, ნოემბერში შენ შეგიძლია აიღო ერთგული ბარათი საკომისიოს გარეშე, უერთგულო სურვილებს, დააგროვო და დახარჯო ქულები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში — მაღაზიებში, კინოთეატრებში, რესტორნებსა თუ სხვა სასურველ ადგილებში და გახსოვდეს, რომ 1 ქულა = 1 ლარი.

ავტორი: იანა კოხოძე