ბიზნესი სიახლეები კულტურა

შემოდგომის ბოლო გაუსინჯე თბილისს გემო I 30-31 ოქტომბრის ფოტოშეჯამება

Taste Tbilisi

ოქტომბერი 28, 2021

21-ე საუკუნე დიდი ტექნოლოგიური ძვრების ეპოქაა და ამ შეუჩერებელი პროგრესის გზაზე, არაერთი ნიჭიერი ადამიანის ჩართულობაა აუცილებელი. ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისთვის საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი გარემოს და ადამიანური რესურსის განვითარება, რაც მომავალში შესაძლებლობას მოგვცემს მსოფლიოს ტექნოლოგიური სამყაროს სრულფასოვანი წევრები გავხდეთ, მეტიც მაღალგანვითარებული ტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტი მოვახდინოთ.

სწორედ ამ მიზნით, თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის განსავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად იმართება.


„თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარება. აპლიკაციების კონკურსი ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას და მათი საშუალებით ადამიანების ცხოვრების გამარტივებას”

- ნიკა მამულაშვილი,

თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი

აპლიკაციების კონკურსის 2021-ის პირველ ეტაპზე გუნდებს უნდა წარმოეჩინათ პროდუქტის იდეა და მისი მთავარი შესაძლებლობები. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეეძლოთ. წელს აპლიკანტების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღეს მონაწილეობა პალიაკციების კონკურსში და ჯამში 113 ინოვაციური იდეა დაფიქსირდა.

„აპლიკაციების კონკურსი ხელს უწყობს ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებს გარისკონ მეტი და შექმნან ისეთი სახის გადაწყვეტა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის და აუმჯობესებს ბიზნეს პროცესებს.”

- ავთანდილ კასრაძე,

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, თავმჯდომარე

აპლიკაციების გადარჩევის შედეგად  29 ნახევარფინალისტმა გუნდმა მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპი, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა წარადგინა. მეორე ეტაპზე გადავიდა. Შედეგად 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.

„ინოვაციურმა სტარტაპმა უნდა უპასუხოს სამ შეკითხვას: რა პრობლემას წყვეტს სტარტაპი, იმავე პრობლემის როგორი გადაწყვეტები არსებობს უკვე ბაზარზე და რატომ იქნება პრობლემის გადაჭრის ახალი გზა უფრო წარმატებული.”


- გიორგი კაპანაძე,

სფეისი, Chief Product Officer

22 ოქტომბერს კი ფინალურ ეტაპზე აპლიკაციების კონკურსის საუკეთესო ინოვაციურმა გუნდებმა საჯაროდ წარადგინეს თავისი იდეის მუშა პროტოტიპი დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე. 

„კონკურსში გამარჯვებული სტარტაპი აუცილებლად ინოვაციურია. ეს ნიშნავს, რომ სტარტაპი აკმაყოფილებს დიდი რაოდენობის მომხმარებლის მოთხვონას და კონკურენტუნარიანია გლობალურ ბაზარზე.”


- დავით ჩეჩელაშვილი,

ტექ ანტერპრენერი

პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.

გაიცანით აპლიკაციის კონკურსის გამარჯვებულები.

I ადგილი - Theneo - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც მაღალხარისხიანი, ინტერაქციული და ლამაზი API დოკუმენტაციის წარმოებაა შესაძლებელი. ცნობისთვის, API არის მარტივი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინფორმაციას გზავნის ვებ-გვერდს/აპლიკაციასა და მომხმარებელს შორის.

ჩვენი მიზანია, გავხდეთ API მენეჯმენტის ლიდერი საერთაშორისო ბაზარზე, ამისთვის კი არსებითი მნიშვნელობისაა სწორად დაგეგმილი მარკეტინგი. აპლიკაციების კონკურსში მიღებული თანხა შესაძლებლობას მოგვცემს, შევინარჩუნოთ დღეს არსებული რიტმი და მეტი ყურადღება დავუთმოთ პროდუქტის პოპულარიზაციას“

- ანა რობაქიძე, Theneo

II ადგილი - Strange Elo - ელექტრონული სპორტის მოთამაშეებს მათზე მორგებულ ქოუჩინგ და ბუსთინგ სერვისებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით ის მნიშვნელოვნად ამარტივებს გადახდის სისტემას და თანხის უკუგატარების მოთხოვნას. 

თიბისის აპლიკაციების კონკურსი იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოწვევა და გამოცდილება, რაც კი ოდესმე მიმიღია. შევხვდი ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს. ყველამ თავისებური აზრი გაგვიზიარა, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ჩვენს გამარჯვებაში. ამასთან, განვავითარე სწორი საკომუნიკაციო უნარები, ეს კი მნიშვნელოვანია სამომავლოდ ანალოგიური კონკურსებში გამარჯვებისა თუ ინვესტიციების მოზიდვისთვის”


- გიორგი ცარციძე, Strange Elo.

III ადგილი - Exponent Group ქმნის პლატფორმას, რომლის მეშვეობით სოციალურ ქსელსა და მესენჯერ აპლიკაციებში ემოციების გაზიარებას ხმოვანი გიფების საშუალებით შევძლებთ. ამ ეტაპზე მათ მობილური აპლიკაციები, ვებგვერდი Kikliko.com და Browse Extension შექმნეს, სადაც თავმოყრილია გიფები და შესაძლებელია მათი პირდაპირ მესენჯერში გაზიარება.

თიბისის აპლიკაციების კონკურსის შესახებ დიდი ხნის წინ გავიგე, თუმცა წელს პირველად მივიღე მონაწილეობა. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჟიურიში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თეორიულად კი არ იციან ბიზნესისა და სტარტაპის მუშაობის შესახებ, არამედ, რეალურად, მსოფლიო მასშტაბის კომპანიების შექმნის გამოცდილება აქვთ. მათგან ძალიან ღირებული რეკომენდაციები მივიღეთ”


- გივი ბერიძე, Exponent Group.

აპლიკაციების კონკურსის შედეგად, საქართველოში იქმნება ისეთი, სოფტები, აპლიკაციები თუ სხვა ციფრული გადაწყვეტები, რომლებიც ემსახურება ადამიანების და ბიზნესების ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას. ამასთანავე, კონკურსის დახმარებით ყოველწლიურად იზრდება ახალგაზრდების ინტერესი ვებ-დეველოპმენტის და ტექნოლოგიების მიმართ.



აპლიკაციის კონკურსის ფინალისტების პერეზენტაზიები შეგიძლია ნახო აქ.