კულტურა

„ქართული ენის ელჩები“ სკოლებში - იფიქრე, იაზროვნე, წერე ქართულად

საგანმანათლებლო ცენტრი „ცამდე“, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, მთელ საქართველოში სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის შესახებ ამბავს სახალისო და საინტერესო ფორმით მოუყვება.    

მაისი 03, 2017

Hello Blog

საგანმანათლებლო ცენტრი „ცამდე“, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, მთელ საქართველოში სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის შესახებ ამბავს სახალისო და საინტერესო ფორმით მოუყვება.    

პროექტის „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად“ ფარგლებში, ქართული ენის კეთილ ელჩებად ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი შეირჩა. 29 მარტიდან თვენახევრის განმავლობაში 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილი მესამედან მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის ტარდება.

პროექტის მიზანია ახალ თაობას მიეცეს ბიძგი: იფიქროს, იაზროვნოს, წეროს და იკითხოს ქართულად.

გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სასაუბრო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას.

ღია გაკვეთილი 30 წუთს გრძელდება. მოსწავლეები ერთვებიან თამაშში,ისინი ამბის მთავარი გმირის იმ შემთხვევაში დაეხმარებიან, თუ ქართულ ტექსტებს ორაზროვანი წინადადებებისგან, ბარბარიზმებისა და სხვა შეცდომებისგან გაათავისუფლებენ. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს სთხოვენ ენაში, დღეს ყველაზე აქტიურად გამოყენებად რამდენიმე უცხო სიტყვას ქართული შესატყვისები უპოვონ.

„ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად“ ქართული ენის ფესტივალის პირველი ეტაპია, რომელიც პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელლდება.

ფოტოები: ნიკა ფანიაშვილი

მუსიკა: რეზო ღლონტი