კულტურა

მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ | MAGNUM RETOLD

*** 

სექტემბერი 16, 2017

Hello Blog

*** 

„ჩვენ გახლდით იმ ოთახში, სადაც მაშინდელმა ადგილობრივმა მწერალთა კავშირმა ორ ამერიკელ სტუმარს უმასპინძლა. დარაბები გაიღო, ტელეკამერები ჩაირთო და დამხვდურებმა ჩვენი პროექტის დეტალური აღწერა და მოგზაურობის შთაბეჭდილებათა გაზიარება გვთხოვეს.

მეორე დღეს სტალინის დაბადების ადგილი, ბორჯომის ტყის ხანძარი და მინერალური წყლის ქარხანა მოვინახულეთ. ხანმოკლე ვიზიტით აფხაზეთში ვეწვიეთ (თვითგამოცხადებულლი სახელმწიფო, რომელიც 1992 წელს ხანმოკლე და სასტიკი ომის შემდეგ საქართველოს გამოეყო.)

ჩვენ გაგჩხრიკეს იმ ქვეყნის მესაზღვრეებმა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აღიარა. გავემგზავრეთ სოხუმში, დედაქალაქში, რომელიც ერთ დროს საბჭოთა რივიერის გვირგვინს და მის ერთ ერთ მარგალიტს წარმოადგენდა. გზად დიდი რუსული სამხედრო ბაზა გავიარეთ.

ეს არის ნამდვილი ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის“- მითხრა ყოფილმა მინისტრმა თბილისში ორი დღის შემდეგ „თუმცა დასავლეთში ეს ჯერ ბოლონმდე ვერ გაიგეთ.“

ნაწყვეტი ჯულიუს შტრაუსის ჩანაწერებიდან 

პროექტით „Magnum Retold“ („მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ“) Magnum Photos აგრძელებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამბების თხრობას. პროექტი გულისხმობს ფოტოგრაფიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თავიდან გადაღებას.  პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თომას დვორჟაკის და ჯულიუს შტრაუსის მოგზაურობა რობერტ კაპას და ჯონ სტაინბეკის "რუსული დღიურის"-ს (1947) კვალდაკვალ. 

18 სექტემბერს, 19:30 საათზე, „თბილისის ფოტო ფესტივალის“ ფარგლებში, თიბისი ბანკის საგალერეო სივრცეებში შედგება ორი გამოფენა: „რუსული დღიურის კვალდაკვალ“, თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა და ალბომის პრეზენტაცია  და „რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში, 1947 წ“