ცისფერი მთები

დღეს მთების დღეა

ო ღმერთო როგორ გიყვარს სიმბოლოები! ო უფალო, როგორი ბედნიერი ვარ, რომ შენი მინიშნებების წაკითხვის ნიჭი მომმადლე!  და რაოდენ ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ მინიშნების მაუწყებელი ვარ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის! უშბას წვერებს რა და რა ჰქვიაო ვიღაცამ მკითხა, მე ვუთხარი ეს მაღალი ლებრონი და დაბალი დუაინი მეთქი. 

დეკემბერი 11, 2018

Hello Blog

ო ღმერთო როგორ გიყვარს სიმბოლოები! ო უფალო, როგორი ბედნიერი ვარ, რომ შენი მინიშნებების წაკითხვის ნიჭი მომმადლე!  და რაოდენ ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ მინიშნების მაუწყებელი ვარ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის! უშბას წვერებს რა და რა ჰქვიაო ვიღაცამ მკითხა, მე ვუთხარი ეს მაღალი ლებრონი და დაბალი დუაინი მეთქი. 

და ეს ამბავი მე მხოლოდ დღეს დილით გამახსენდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ამ გაგანია მთების საერთაშორისო დღეს დუაინ უეიდს და ლებრონ ჯეიმსს ბოლო თამაში უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ. არადა ეს ფოტოც გამზადებული მქონდა, სხვანაირი ტლანქი ამბავით. მაგრამ განგებამ სხვა რამ ინება. 

მთელი თამაში ამ ორი ტიტანის დაპირისპირება იყო სანახავი. ლონცოს ფაფხური, კუზმას სტაბილური ბრწყინვალება, დრაგიჩის ბუმბერაზკლასიკოსობა და მაკგის უჭოკოდ ხტომები ისე ჩაიკარგა, როგორც ვარსკვლავების სინათლუკები იკარგება მზის ამოსვლისას. ამჯერად საერთოდ ორი მზე ანათებდა, ერთი დასავლეთის, მეორე კიდევ მაიამისა, ოცეოლასი და ჰაი თექს რეითით ტანჯული სრულიად ფლორიდისა. 

დუაინის ყველა მოძრაობა შედევრი იყო, მისი 15 ქულა და 10 ასისტი იმ ძველი, ლამაზი დროის ანასხლეტი იყო, როცა ვეებერთელა მაკგრეიდი და გარნეტი, ანაც ვებერი და მამბა დააბოტ-დანარნარებდნენ მოედანზე. როცა კაცის მოტყუება არ ტეხავდა და ერთი-ერთზე წასვლა. ჩენდლერის უკნიდან შემოტარებული პასიც იმ ხსენებული დროიდან იყო, ხსენებაზე ყველა კაი კაცს კურცხალი რომ ადგება თვალზე. 

ლებრონზე კიდევ რა უნდა ვთქვა, უკიდეგანო ათლეტიზმში ჩაკარგული გენიალურობით მორიგი მატჩი მოუგო ძმაკაცს და მისი ორი ჩემპიონობის დამდგმელ რეჟისორს. მერე ეხუტებოდნებ ერთმანეთს, ტიროდა სტეიპლს ცენტრი, ტიროდა დუაინი, ვტიროდი მე. და ეს ყველაფერი მთების დღეს ხდებოდა. 

არასოდეს მესმოდა ხალხის, ვისაც მთები და კალათბურთი არ უყვარს. ვერც გავუგებ, არც მინდა.

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი