კულტურა

გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!

დაახლოებით 1 თვის წინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით თუ როგორ უნდა შეგვეფუთა ავტობუბის გაჩერებები, მივხვდით მთავარს, მივხვდით, რომ პირველად იყოს სიტყვა, და სიტყვა იყო “გაჩერება”.

დეკემბერი 16, 2017

Hello Blog

დაახლოებით 1 თვის წინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით თუ როგორ უნდა შეგვეფუთა ავტობუბის გაჩერებები, მივხვდით მთავარს, მივხვდით, რომ პირველად იყოს სიტყვა, და სიტყვა იყო “გაჩერება”.

.

მთავარია გაჩერებამ გაგაჩეროს, გაჩერება მოგანდომოს, “გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!” დაგაძახებინოს. 

მერე უკვე ყველაფერი უფრო მარტივად წავიდა.

კონცეფცია დიდხანს არ გვიძებნია, უბრალოდ გადავწყვიტეთ რომ გაჩერებები ლამაზი, თანაც ძალიან ლამაზი ყოფილიყო. 

სილამაზეა ის, რაც ერთ ადგილას გვაჩერებს ხოლმე.

აი მერე კი ცოტა გავწვალდით, ამ 25 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი სილამაზე დაგროვებულა ჩვენს არქივში და 1 თვე იმაში დაგვეხარჯა, რომ მათგან ყველაზე ლამაზები აგვერჩია.

აი ასე გაჩდნენ თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე, პეტრე ოცხელი და ნიკო ფიროსმანი, ჯაზ ფესტივალი და 4GB, რაგბი და ლიტერატურული პრემია "საბა".

მოკლედ აქ უნდა დავამთავრო, უკვე ჩემი გაჩერებაა და ჩავდივარ...

ავტორი:  კოკა ქამუშაძე

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი