აპრილი 29, 2020
#თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება. თიბისის სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა. მეორე წელია, ყოველთვიურ სტიპენდიას ჯამში 18 წლამდე ასაკის 200 ახალგაზრდა იღებს.
თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.
ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაში თიბისის ისეთი ორგანიზაციები ეხმარებიან, როგორებიცაა: Junior Achievement Georgia, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, PH International, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი და სხვა.
მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, თიბისის ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. ტარდება მათ ინტერესებზე მორგებული ლექციები, ექსკურსიები, შეხვედრები და ღონისძიებები. მუდმივად იქმნება ვიდეოები, რეპორტაჟები და ბლოგები პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების შესახებ, რომელთა საშუალებითაც სტიპენდიატები საკუთარი ნიჭისა და მიღწევების შესახებ ფართო აუდიტორიას უყვებიან.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არარეთ პროექტს ახორციელებს.