საინტერესო და მარტივი რჩევები


თუკი სახლში ხარ ჩაკეტილი, მუშაობ, ისვენებ და არ გინდა კრეატივისგან და შთაგონებისგან დაიცალო, ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობს 30 იდეას, რათა სახლში ყოფნა შენთვის საინტერესო და მარტივი გახდეს


1. აწარმოე დღიური, რა იცი, რაში შეიძლება გამოგადგეს.


2. ჩაიწერე ნებისმიერი რამ: როგორ გრძნობ თავს, რას აკეთებ დღის განმავლობაში, ჩვენ ხომ უნიკალური ისტორიული დროის ეპიცენტრში ვიმყოფებით.


3. მისწერე წერილი შენს მომავალ მეს.


4. დაალაგე გარდერობი, უჯრები, განსაკუთრებით ისინი, სადაც წინდები არეულ-დარეულია.


5. მას შემდეგ, რაც გარდერობს მოაწესრიგებ, ამოარჩიე სამი ნივთი, რომელსაც აღარ იცვამ, გადაუღე რამდენიმე კარგი ფოტო და განათავსე ისინი მეორადი მაღაზიის ონლაინ ვებგვერდებსა და აპლიკაციებში, მაგალითად ერთ-ერთი ასეთია Phubber-ი.


6. უყურე ისეთ ფილმებს, რომლებსაც ალბათ არასდროს ჩართავდი ან ნახე ის ფილმები, რომელთა ნახვაც დიდი ხანია გინდა.


7. თუკი კინოთეატრი მოგენატრა, შექმენი მისი განწყობა - მოამზადე პოპკორნი, ჩააქრე შუქები და ისიამოვნე.


8. თუ იზოლაციაში მარტო არ იმყოფები, ითამაშე სამაგიდო თამაშები.

 

9. საკუთარი რეზიუმეს გასაახლებლად დღეს ნამდვილად ბევრი დრო გაქვს. 

 

10. მოაწესრიგე შენი ინსტაგრამ გვერდი.


11. გამოიწერე ინსტაგრამზე ისეთი ადამიანები და ზოგადად გვერდები, რომლებიც შენთვის შთამაგონებელია. სარკასტული პოემებისთვის - Depressing Fridge Poems, კერძების იდეებისთვის - Wholey, საინტერესო ცხოვრების წესის გასაცნობად - Goop, კინომოყვარულთათვის - Cinema Mon Amour...

12. გადახედე წიგნის თაროებს, აარჩიე რომელიმე და ისიამოვნე.

 

13. თუ შენთვის სასურველი წიგნი სახლში ვერ იპოვე, ჩამოტვირთე ელექტრონული ბიბლიოთეკა saba, სადაც 6000-მდე უფასო წიგნს აღმოაჩენ. 


14. თუკი თავს ნაკლებად შთაგონებულად გრძნობთ, შეგიძლიათ ისეთ მუზეუმებს, როგორებიცაა Tate Modern და Louvre ონლაინ, სრულიად უფასოდ ესტუმროთ.


15. თუ შინაური ცხოველები გყავს, ახლა მათთან ერთად გართობისთვის უამრავი დრო გაქვს.



16. გადმოიწერე რაიმე თამაში ტელეფონში, გაუზიარე მეგობარს და ითამაშეთ ერთად.


17. გადმოიწერე აპლიკაციები, რომლებიც დისტანციურ მუშაობაში დაგეხმარება.


18. ჩართე ვიდეოგაკვეთილები და ივარჯიშე სახლში იოგა, პილატესი... მოკლედ, რაც გინდა.

 

19. ახლა, რადგანაც უფრო მეტი დრო გაქვს, შეგიძლია უამრავი ონლაინ კურსით სრულიად უფასოდ ისწავლო ნებისმიერი რამ, რასაც აქამდე ვერ ახერხებდი. 


20. ონლაინ კურსებით ახალი ენის სწავლის დაწყებაც შესაძლებელია, ქართული აპლიკაცია Lingwing ამის საუკეთესო საშუალებაა.


21. ჩართე ვიდეოგაკვეთილები და თავად მოამზადე გემრიელი კერძები.

22. გაიჩინე ახალი ჰობი, მაგალითად, დარგე ან მოუარე სახლში მცენარეებს ან ისწავლე გიტარაზე, პიანინოზე დაკვრა.


23. შეცვალე შენი ოთახის ინტერიერი, გადაადგილე ავეჯი, მაგიდა, გასაქანი მიეცი შენს წარმოსახვას და მოეწყვე უფრო მყუდროდ.


24. თუკი საღამოს განტვირთვა მოგინდა, ინტერნეტში კოქტეილების უამრავ რეცეპტს აღმოაჩენ.


25. შექმენი ახალი ფლეილისთი Spotify-ზე, გაუზიარე ის მეგობრებს და სთხოვე, დაამატონ მათი საყვარელი სიმღერები.


26. დაიწყე ახალი სერიალის ყურება ან თავიდან ნახე შენი საყვარელი ძველი სერიალები. თავი არაპროდუქტიულად რომ არ იგრძნო, შეცვალე გახმოვანების ენა.


27. გარეთ რადგან ვერ ერთობი, მოაწყვე სახლში საკუთარი dance floor. აქვე გახსოვდეს, კარაოკე ყოველთვის საუკეთესო იდეაა. 


28. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხარ, ხატვა, ქარგვა, წერა, გადაღება - ეს ყველაფერი სახლში, შენს ახალ სახელოსნოში შეგიძლია აკეთო.

 

29. ზემოთ ჩამოთვლილი თითქმის ყველა აქტივობა აუდიოწიგნის ან პოდკასტის მოსმენის დროსაც შეგიძლია გააკეთო.

ჩვენ გირჩევთ: The Allusionist, Call Your Girlfriend.


30. და ბოლოს, დაურეკე ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, მათ, ვინც დიდი ხანია არ.