სიახლეები

როცა შეგიძლია გადმოდო ყიდვა და გადადო გადახდა

ნოემბერი 21, 2022

როგორ იქცევი, როცა მაღაზიაში საოცნებო ნივთს თვალს მოკრავ, მაგრამ მის საყიდლად საკმარისი თანხა ჯერ არ შეგიგროვებია? — ალბათ, უმეტესად, გვერდს უვლი და ხელფასის დღეს მოთმინებით ელოდები.

თუმცა, ამიერიდან ლოდინი საჭირო აღარაა, რადგან თიბისი ახალ სერვისს, განაწილებას გთავაზობს, რომლის დახმარებით, სასურველ პროდუქტს დაუყოვნებლივ, მარტივად, გაძვირების გარეშე შეიძენ.

რა არის განაწილება?

განაწილება გადახდის ახალი საშუალებაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, სავაჭრო ობიექტებში ნივთი იყიდო ახლა, ხოლო მისი საფასური მომავალში ნაწილ-ნაწილ დაფარო.

რით განსხვავდება განაწილება განვადებისგან?

განსხვავება იმაშია, რომ განაწილებისას პროდუქტის ფასი უცვლელია, გამოსაყენებელი თანხის ლიმიტი კი წინასწარ დამტკიცებული. შესაბამისად, მაშინ, როცა საკმარისი თანხა არ გაქვს ან, უბრალოდ, არ გსურს საფასური ერთიანად გადაიხადო, თიბისის დახმარებით შეგიძლია იგი 4 ტოლ ნაწილად გაყო და ყოველგვარი პროცენტისა თუ საკომისიოების დამატების გარეშე, მომდევნო თვეებში დაფარო.


ასე რომ, იმ ყველაფრის ყიდვა, რაც ხელფასამდე, პრემიამდე ან მომავალ წლამდე უნდა გადაგედო, შეგიძლია უკან “გადმოდო” და აქ, ახლა, დამსახურებულად მიიღო ნივთი, რომელზეც სულ ოცნებობდი.


განაწილებას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

 

  • გადახდა უპროცენტოა და არ არსებობს დამატებითი საკომისიო ან საპროცენტო განაკვეთი
  • ნივთს გაძვირების გარეშე ყიდულობ
  • ლიმიტი წინასწარაა დამტკიცებული
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 0%-ია
  • პროცესი ავტომატიზებულია.

როგორ უნდა გადმოდო ყიდვა და გადადო გადახდა?

ყველაფერი ძალიან მარტივია — თუ სრული საფასურის გადახდა არ გინდა, ეს ნივთის შეძენაში ხელს არ შეგიშლის, რადგან თანხას 4 თვეზე გადაანაწილებ. ამისთვის სულ რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო:


  1. მოითხოვე სავაჭრო ობიექტში განაწილება და ციფრული ბანკის დახმარებით დაასკანერე QR კოდი, რომელიც ტერმინალზე გამოჩნდება
  2. QR კოდის დასკანერების შემდეგ, ციფრულ ბანკში გაეცანი განაწილების პირობებს და გადახდის გრაფიკს
  3. დაადასტურე ხელშეკრულება და მიიღე სასურველი ნივთი.

 

შეგახსენებთ, რომ განაწილებით სარგებლობა 30-მდე ბრენდულ მაღაზიაში შეგიძლია და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 


გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა.

ავტორი: იანა კოხოძე