დღე, რომლისაც ყველას სჯერა ­- ახალი წლის კონცეპტი

ახალი წელი მოვიდა და დადგა ის ძალიან მაგარი მომენტი, როცა ყველანი საყვარელი ადამიანების გაბედნიერებას და მათთვის დაუვიწყარი მოგონებების, საჩუქრებისა და ემოციების გაზიარებას პირად გამოწვევად ვიღებთ ხოლმე. 

კიდევ ერთი საერთო გვაქვს… 2021 წელი, რომელიც უკვე დასრულდა, თუმცა თითოეული ჩვენგანისთვის რთული გადასაგორებელი და გრინჩულად სტრესული აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ახალი წელი მაინც ყოველთვის სიახლის და უკეთესის მოლოდინის იმედით გვავსებს და გულის სიღრმეში ყველას გვჯერა, რომ გამოგვივა ის, რაც აქამდე ვერ შევძელით ან გადავდეთ, გავატანთ ყველაფერ ცუდს ძველს და გავაგრძელებთ 2022 წელს ახალი შთაგონებით და ახლის აღმოჩენის სურვილით.

სწორედ, ახალი აღმოჩენები და თვითგანვითარება იყო თიბისი კონცეპტის - პერონალური საბანკო მომსახურების - ინსპირაციაც. თითოეული მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული საბანკო პროდუქტებსა და სერვისბთან ერთად თიბისი კონცეპტისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლებს მისცეს თვითგანვითარების, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისა და მიზნების განხორციელების შესაძლებლობა.

თიბისი კონცეპტის გუნდი მთელი წლის განვმალობაში ხალხისთვის საყვარელ, საინტერესო და თავიანთ სფეროში გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს იღებდა, რომელთაც ნამდვილად აქვთ “პირადი კონცეპტი“. 

ამ შემთხვევაში კი ისინი ახალი წლის ირგვლივ გააერთიანეს და შექმნეს შთამბეჭდავი ვიდეო, რომლის მთავარი გმირები, ნიაზ დიასამიძე, ელდარ შენგელაია, გელა წულაძე, გელა ბაბლუანი, ნანი ბრეგვაძე და ნინო დარასელი ამ ჯადოსნურ დღესასწაულზე და რაც მთავარია, საკუთარ ემოციებზე გვიყვებიან. 

„ახალი წელი არის იმედი, უკეთესის სურვილი და კარგი განწყობა..."


- ნიაზ დიასამიძე

„ყველასათვის... მოლოდინი სიკეთის და ბედნიერების.


- ელდარ შენგელაია

„მშობლებს არ უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, თორემ საჩუქარს არ მოგიტანთ“ 


- გელა წულაძე 

„ჩემთვის ახალი წელი არის ასოცირებული ახალ იმედებთან, ახალ ოცნებებთან და ახალ პერსპექტივებთან 


- გელა ბაბლუანი

მთელი ჩემი ცხოვრება, რაც მე ჩემი თავი მახსოვს, ახალი წელი ჩემთვის იყო ძალიან დიდი დღესასწაული... ეს არის შემოქმედებითი მომენტი ჩემი ცხოვრების 


- ნანი ბრეგვაძე

„ერთი, რაც მემგონი ყველას შეგვრჩა ბავშვობიდან, ეს არის ახალი წლის მოლოდინი, იმიტომ რომ, აი, ყველასთვის დღემდე ჯადოსნურია... სულ ერთია, რომ გაიზარდე, რისი გჯერა, რისი არ გჯერა... ახალი წლის ყველას სჯერა! 


- ნინო დარასელი 

აღსანიშნავია, რომ კომპანია თიბისი კონეპტის მომხმარებლებს საჩუქრებთან ერთად ღია წერილებსაც გაუგზავნის, რომელზეც მწერალი, ანა კორძაია სამანაშვილის მხატვრული საახალწლო მილოცვაა დატანილი:

გასაკვირი წელი გვექნება: თოვლიანი ზამთარი, მხიარული გაზაფხული, ზაფხულში - ცხრათვალა მზე და შემოდგომაზე - ხვავი და ბარაქა.


ყველაფერი გვექნება: სიყვარული და გამარჯვება, შორეული გზები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი და იქ, სადღაც, შორეულ ზღვაში, მე მგონი, შუქურაც გამოჩნდება.


ასე მგონია. და კიდევ: იქნება კარზე კაკუნი, და შენს კარგ სახლში ის შემოაბიჯებს, ვისაც ამდენხანს ელოდი.


ჩემთვისაც ეს მინდა.


გვექნება.


აი, ნახავ, თუ არა.

ანა კორძაია-სამადაშვილი

ნიაზ დიაზამიძე

მისალოცი ბარათების შექმნაზე, რემლებზეც ასევე QR კოდია დატანილი, ნიაზ დიასამიძემ და გელა წულაძემ იმუშავეს. ამ კოდის დასკანერების შემთხვევაში კი თიბისი კონცეპტის მომხმარებლები საახალწლო ვიდეოს გმირების პირადი მოლოცვების მოსმენას შეძლებენ

გელა წულაძე

თიბისი საკუთარ მომხმარებლებს კიდევ უფრო გამორჩეულ წელს — საინტერესო შეხვედრებს, ღონისძიებებსა და ბევრ აღმოჩენებს ჰპირდება.

ავტორი: AT.ge

ფოტო: სერა ძნელაძე, ირაკლი ძნელაძე