მუსიკა | ცა

ახალი ქართული რელიზები

Tsa Music

ივლისი 31, 2020

გოგი ძოძუაშვილი & Antonin Marto - Condominium of Free Will

18 ივლისს, გოგი ძოძუაშვილისა და ანტონინ მარტოს (ირაკლი კაკაბაძის) საერთო მუსიკალური ალბომი „Condominium of Free Will“ “Leno Records-ზე” გამოვიდა. ალბომში აქამდე გამოუქვეყნებელი 11 კომპოზიცია შევიდა, რომელიც პოეზიისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზს წარმოადგენს.


ორი ხელოვანის თანამშრომლობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს დაიწყო, როდესაც გოგი ძოძუაშვილის პროექტი „Post Industrial Boys“ ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტისა და სიმღერის დასახელება, ირაკლი კაკაბაძის ამავე სახელწოდების ლექსიდან წამოვიდა.

If Strangers – Dust

24 ივლისს CES-ში (Creative Education Studio) ნიკა მაჩაიძისა და ტუსია ბერიძის ერთობლივი კურსის ფარგლებში “If Strangers” ჩაწერილი ალბომი “Dust” გამოვიდა. ალბომი 2 თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია და 13 მუსიკოსის მიერ შექმნილ 21 კომპოზიციას აერთიანებს.

Bedford Falls - ANARA

7 ივლისს ჯგუფმა Bedford Falls ახალი ტრეკი ANARA გამოუშვა.

ზაზა ნოზაძე – შეცვალე სამყარო

ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა ზაზა ნოზაძემ იგივე Sf-x-მა ინტერნეტში მეორე სოლო ალბომი „შეცვალე სამყარო“ გაავრცელა. ალბომში 15 კომპოზიცია შევიდა და მასზე სხვადასხვა ბითმეიქერმა და პროდიუსერმა, მათ შორის, ბექა გოჩიაშვილმა იმუშავა.


ზაზა ნოზაძე ქართულ ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში აქტიურად 2010 წლებიდან ჩაერთო, იყო კოლექტივის „ქსელი 56" ლიდერი, 2 წლის წინ კი მისი სადებიუტო ალბომი „თბილისიდან“ გამოვიდა.

Aghnie - Demur

მუსიკოსი იკა ჯოჯუა, სასცენო სახელით Aghnie ალბომს, “Demur” აქვეყნებს. როგორც თავად აცხადებს, ეს მისი ყველაზე პერსონალური ალბომია, რომელიც 10 ექსპერიმენტალურ კომპოზიციას მოიცავს.

Betkho - დაისი EP

ქართველმა მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილმა, რომელიც, ამავდროულად, ჯგუფი The Bearfox-ის წევრია, მეორე სოლო მინიალბომი გამოუშვა.


მინიალბომი „დაისი”, რომელიც 6 კომპოზიციისგან შედგება, ემბიენთ ჟღერადობაშია გადაწყვეტილი, ჩაწერილია ფორტეპიანოზე, რომელიც ხუთი წელი ჩაკეტილი იყო ოთახში და არავის ახსოვდა მისი არსებობა. ალბომის ყოველკომპოზიციას საკუთარი ვიზუალური გაფორმება მოჰყვება, რომელიც Saniday-ს ეკუთვნის.

Pluto's Plan - Starship of Charon

ქართულმა ლეიბლმა Pluto's Plan პირველი რელიზი Starship of Charon გამოუშვა, რომელიც ადგილობრივი სცენისთვის კარგად ნაცნობი ქართველი არტისტების Hatsvali-ის, Toke-ს და Hamatsuki-ის ნამუშევრებს აერთიანებს.

მარიამ ღვინიაშვილი - Deconstruction

კომპოზიტორი მარიამ ღვინიაშვილი აუდიო-ვიზუალურ ნაწარმოებს „DECONSTRUCTION“ აქვეყნებს. პროექტი კარანტინის დროს შეიქმნა და პუბლიკისთვის დღემდე არ შესრულებულა.


მარიამ ღვინიაშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის ფაკულტეტი დაამთავრა, სწავლობდა ელექტრონულ მუსიკას ბუდაპეშტში, ფრენც ლისტის მუსიკალურ აკადემიაში, ამჟამად კი ნორვეგიის მუსიკალურ აკადემიაში საშემსრულებლო ხელოვნებას ეუფლება.

დაჩი ხასაია - თბილისი

ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა, დაჩი ხასაიამ იგივე Universe∞Man-მა ახალი ალბომი, “თბილისი” გამოსცა. ალბომში შემავალი 12 კომპოზიცია, ძირითადად, ქართულენოვანია და indie/psych rock ჟღერადობას მოიცავს.


დაჩი ხასაია მუსიკალურად აქტიური 2016 წლიდანაა, როდესაც მან პირველი ალბომი „Universal Past“ გამოუშვა.

aziko & MAKOZE - Enough

ქართველი მუსიკოსები, აზიკო ფილია და მარიამ ჭანაშვილი იგივე Makoze- ახალ კომპოზიციას „Enough” ავრცელებენ.

კომპილაციური ალბომი - „ალვანის სამი სიმი“

ლეიბლი „Antonovka Records“ აქვეყნებს ალბომს, რომელიც წარმოაჩენს თუშურ ინსტრუმენტალურ მუსიკას და 5 სიმღერას, რომლებიც შესრულებულია 3 სიმიან ინსტრუმენტებზე – ნაწილი ბალალაიკაზე, ნაწილი კი ჭუნირზე.


მუსიკოსები: ამირან ნეკერაული, აბრაამ ბასხაჟაური, პაატა კარხილაური, ანრი ქააძე.

gMirian- – ?!

მთელი პროექტი: ტექსტი, მუსიკა, არანჟირება, ყველა ისნტრუმენტზე (MIDI პიანო, MIDI გიტარა, MIDI დრამი, ელექტრო გიტარა, აკუსტიკური გიტარა, Akai EWI, ელექტრო ვიოლინო) დაკვრა, სიმღერა, ჩაწერა, TTS ბირთვის (eSpeak) გამართვა, მუსიკალური პროგრამირება, დამიქსვა, დამასტერება, საიტის დეველოპინგი – გმირიან.

ინოლა გურგულია - შენთან (FAU Cover)

ქართული კოლექტივი FAU, განახლებული არანჟირებით, ინოლა გურგულიას ცნობილ სიმღერას „შენთან“ აქვეყნებს.

SvanSikh - Lockdown Medley

ქართული ელექტრო-პოპ დუეტი Svansikh, საგურამოში გადაღებული ვიდეოთი და პანდემიის დროს ჩაწერილი კომპოზიციების პოპურით ბრუნდება, სადაც ძველი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით არის გაჟღერებული.

Ziad Aliev – Textures

მუსიკოსი ზიად ალიევი ახალ EP-ს აქვეყნევს. ეს მისი რიგით მესამე რელიზია, გასული ალბომი ზიადმა 2018 წელს გამოუშვა, რომელიც სიმულაციურ რეალობას იკვლევდა, მუსიკოსი აცხადებს, რომ მუსიკალური ტექსტურებით ყველაზე მისახვედრია თუ რა ტიპის მუსიკას ქმნის იგი.

Zuka – Number 3

ქართველი ჯაზ მუსიკოსი და გიტარისტი ზუკა სიმონიშვილი ალბომს „Number 3” Leno Records-ზე აქვეყნებს.  9 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი სხვასხვა მუსიკოსებთან კოლაბორაციასაც მოიცავს, მათ შორის სანდრო ბიბიჩი, ლაშა საყვარელიძე, მესაყვირე ლევან კემო და სხვა.

DuckTape - Based On a True Story

ქართული ალტერნატიული გრანჟ ბენდი DuckTape,  ახალ, 5 კომპოზიციისგან შემდგარ EP-ს, Based On a True Story" აქვეყნებს.


2012 წელს ჩამოყალიბებულმა ბენდმა ექსპერიმენტირება პანკსა და პოპ-პანკ მუსიკას შორის დაიწყო, საბოლოოდ მათი ჟღერადობა კი გრანჟ მუსიკაზე შეჩერდა. „Based On a True Story" ბენდის პირველი რელიზია, არაოფიციალური ალბომის შემდეგ.

Twentysomething – Twentysomething

თბილისური  ინდი როკ ბენდი Twentysomething, ახალი EP-დან რამდენიმე კომპოზიციას აქვეყნებს. 4 წევრისგან შემდგარი ბენდი 2018 წელს ჩამოყალიბდა და 2019 წელს სადებიუტო მინიალბომი „Leave” გამოსცა.

Hekathena - Alter Minds

თბილისელი აუდიოვიზუალური არტისტი Hekathena, ახალ ალბომს „Alter Minds“ აქვეყნებს, რომელიც 10 კომპოზიციისგან შედგება და ძირითადად Synthwave/Cyberpunk ესთეტიკაშია გადაწყვეტილი.

ნიკა ქართველიშვილი - Gravity

ონლაინ ლეიბლი „TSEKHI” მუსიკალური პროდიუსერის, ნიკა ქართველიშვილის EP-ს აქვეყნებს, 4 ინდუსტრიული ტექნო ჟღერადობის ტრეკი, ქუთაისის ინდუსტრიულ ესთეტიკას და რიტმს განსაზღვრავს.

Lomidze — Quiet Glow

პროდიუსერი და ფრომოუთერი ლევან ლომიძეს ახალ ალბომს „Quiet Glow“ აქვეყნებს. იგი ელექტრონულ მუსიკაში აქტიური 2001 წლიდან არის, 2003 წელს პირველი EP გამოაქვეყნა, ამჟამად კი ლატვიაში, რიგაში მოღვაწეობს.

გიორგი ერგემლიძე - Lonely Hearts

მუსიკოსი გიორგი ერგემლიძე ახალ სინგლზე „Lonely Hearts” ვიდეო კლიპს აქვეყნებს, რომელიც მუსიკოსთან ერთად თემურ ჩიჩუამ გადაიღო. 


გიორგი ერგემლიძემ სოლო კარიერა 2012 წელს დაიწყო, რა დრომდეც იგი ბენდების Mutual Friends და ZURGI-ის წევრი იყო.

Santebela – Ready

 „Ready”, ანონიმური პროდიუსერი, სასცენო სახელით Santebela, ახალ ემბიენთ ალბომს „Ready” აქვეყნებს. მუსიკოსი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საკმაოდ პროდუქტიული იყო და რამდენიმე ალბომი შესთავაზა მსმენელს.

Zuka - TRASHMASTER

პროდიუსერი ზუკა ყიფიანი, 7 ტრეკისგან შემდგარ Ghetto Tech / Electro ალბომს აქვეყნებს.

Shoomy - Hotel Iberia ft Thelonious Coltrane

მუსიკოსი, MC და არტისტი ნიკა ქუთელია, რომელიც Flow-Flow Crew-ის წევრიცაა, Shoomy-ის სასცენო სახელით სადებიუტო ქართულ-ენოვან ტრეკს აქვეყნებს. 80-იანი წლების ბუგის სტილში გადაწყვეტილი ინსტრუმენტალი ფრანკფურტელ ბითმეიქერ Thelonious Coltrane-ს ეკუთვნის - საუკეთესო საზაფხულო ვიბრაციები inda house.

ცა - Tsa Music: facebook | youtube | soundcloud

Special thanks to Jaba Shavishvili