ინდუსტრიული მუსიკა - ნაწილი II

შოკური თერაპია 


1973 წელი, ბრიტანეთი. შეფილდის პატარა კლუბში შეკრებილი მსმენელი უცნობი ადგილობრივი ბენდის პირველ ლაივს ელოდება. როკენროლის ფანატებს ერთი სული აქვთ მათთვის სასურველ გიტარულ რიფებზე როკვის. სცენაზე გამოდის Cabaret Voltare , ეს სახელი დადაისტური მოძრაობით ინსპირირებულმა ბენდის წევრებმა თავიანთ კოლექტივს ამავე სახელწოდების არტისტული კაფის საპატივსაცემოდ დაარქვეს, რომელიც შვეიცარიაში, ციურიხში 1916 წელს ევროპული დადა მოძრაობის პიონერმა ჰუგო ბელმა და მისმა მეუღლემ ემი ჰინინგსმა დაარსეს. ამ ყველაფრის შესახებ შეკრებილ მსმენელებს წარმოდგენა არ აქვთ. ცოტა ხანში ისინი დაკვრას იწყებენ და პუბლიკა მალევე ხვდება რომ ეს მუსიკა მათ მიერ წარმოდგენილი ჟღერადობისგან მკვეთრად განსხვავდება, მათი უკმაყოფილო შეძახილების მიუხედავად ბენდი, თითქოს მათ გასაღიზიანებლად უფრო და უფრო ხმამაღლა  აგრძელებს ხმაურიან ექსპერიმენტირებას, ბოლოს ეს პერფორმანსი ჯგუფის წევრებსა და შეკრებილებს შორის ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება, რა დროსაც მძიმედ შავდება ბენდის ერთერთი დამაარსებელი სტეფან მელინდერი. 

ამ საღამოს მუსიკოსებმა ყველასთვის კარგად ნაცნობი როკენროლის ნაცვლად შესრულების სრულიად უცხო ტექნიკები გამოიყენეს. ეგრედწოდებული Cut- ups რის მეშვეობითაც ჯერ კიდევ დადაისტები წერდნენ ლექსებს და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კი ხშირად იყენებდა უილიამ ბეროუზი თავის ვიდეო პერფორმანსებში. ეს ტექნიკა ერთმანეთთან შინაარსობრივად დაუკავშირებელი პასაჟების შემთხვევით შეერთებას მოიცავს, ასევე subliminals მკვეთრად დაბალი სიხშირული რხევები, რომელთა სმენითი აღქმა რთულია თუმცა ადამიანის ფსიქიკაზე გამაღიზიანებლად მოქმედებს, field recording არასტანდარტულ მუსიკალურ გარემოში ჩაწერილი საველე ჩანაწერები რომელიც ფიქსირებული სახით ჟღერდება ... 

ამ შოკური ექსპერიმენტული პერფორმანსით ჯგუფის წევრებმა Richard Kirk მა Stephen "Mal" Mal- linder მა და Chris Watson began მა ბრიტანულ პუბლიკას ამ მუსიკით გამოხატული თავიანთი პროტესტული სოციო პოლიტიკური ხედვები გააცნეს, რომლებიც ამ დროს არსებული ბრიტანული ბენდებისგან კატეგორიულად განსხვავდებოდა და უფრო მეტად 20 იანი წლების ფუტურისტულ მანიფესტებს და ლუიჯი რუსოლოს რევოლუციურ მუსიკალურ ხედვებს ეხმიანებოდა. გარდა დადაისტური და ფუტურისტული მოძრაობებისა, ჯგუფის წევრები აღფრთოვანებულები იყვნენ უილიამ ბეროუზით, ფილიფ დიკით, ენდი ვორჰოლით და მეოცე საუკუნის სხვა ავანგარდისტი ავტორებით.


ჯგუფის წევრები ჯერ კიდევ „ინდასტრიალ რიქორდს“ ის გაჩენამდე უკრავდნენ ამ მუსიკას და მათ კრიტიკოსები სამართლიანადაც უწოდებენ ეგრეწდოებულ ოლდ სქულ ინდასთრიალს. შემდეგ ჯგუფის წევრები მიხვდნენ რომ სწორედ იმ მუსიკის და ფილოსოფიის სათავეებთან იყვნენ რომელიც ზუსტად გამოხატავდა მათ სათქმელს და აქტიურად გააგრძელეს სვლა, სანამ მათი გზები ჯენეზის პი ორიჯისთან და სხვა ექსპერიმენტატორებთან არ გადაიკვეთა, რომელთან ერთადაც უკვე გამოსცეს ჩანაწერები, 1976 წელს ჯენეზის პიორიჯის და მისი მეგობრების მიერ დაარსებულ, ჩვენთვის უკვე ნაცნობ, ლეიბლ industrial records-ზე.

პირველი ალბომი რომელიც Industrial Records მა გამოსცა იყო პი ორიჯის მიერ შექმნილი ბენდის Throbbing Gristle ის (Throbbing Gristle გამოიყენებოდა როგორც სლენგი ერექციის აღსანიშნავად) სადებიუტო ალბომი The Second Annual Report, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო როგორც ბენდის ასევე ლეიბლისთვის, ფაქტობრივად ეს იყო პირველი დოკუმენტირებული ინდუსტრიული ფილოსოფიის ტრაქტატი, პირველ კომპოზიციას ერქვა Industrial Introduction, რომელიც მათ ერთგვარ გაცნობას წარმოადგენდა ფანებისათვის. (მართალია არსებობდა First Annual Report-იც, თუმცა ეს „ალბომი“ფართო საზოგადოებისთვის არ გამოცემულა). პირველად დაბეჭდილი 800 მდე აუდიო კასეტა მალევე გაიყიდა და შემდეგ მისი მაღალ ტირაჟიანი რედისტრიბუცია მოხდა. ბენდის ჟღერადობა შედგებოდა როგორც ანალოგ სინთეზატორების, ასევე კლასიკური ელექტრონული ინსტრუმენტებისგან, ისინი ცდილობდნენ ამ ყველაფრით ნოიზის და ფიდბექის ლუპების მიღებას და სქრიმის ვოკალ პარტიებთან ერთიანი ჟღერადობის შექმნას.

ამას მოყვა ამავე ბენდის კიდევ 2 ჩანაწერი შემდეგ კი გამოვიდა Monte Cazazza ს To Mom on Mother's Day. Cazazza ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისიდან ერთერთი ყველაზე ხმაურიანი და პროვოკაციული პერფორმანსებით გამოირჩეოდა. მისი ნაწარმოებათა თემატიკა მოიცავდა ყველაფერ აკრძალულს, ტაბუირებულს, განსაკუთრებულად აქცენტირებდა სექსუალურ და პოლიტიკურ თავისუფლებაზე. ის მარავალხმრივ სახელოვნებო ნამუშევრებს ქმნიდა, გრაფიკული ჩანახატები, ფოტოგრაფია, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ვიდეო არტი, მუსიკალური ჩანაწერები, ექსპერიმენტული ინტერვიუები, სცენარები და ტექსტები და ყველა ამ მიმართულებათა გამოსახატად მუდმივად ეპატაჟურ ფორმას ირჩევდა. როდესაც მას სთხოვეს გაეხსენებინა თავისი პირველი პერფორმანსი უპასუხა : 


მე ფილადელფიის კათოლიკიურ სკოლაში ვსწავლობდი , როდესაც პირველად მომიწია იქ წასვლა, საშინლად არ მომეწონა, რადგან პირველივე დღიდან ჩემ აღმზრდელ მონაზონს (მასწავლებელს) არ მოვეწონე და გაუთავებლად მცემდა , ვიფიქრე თუ რაიმეს მოვიფიქრებდი და როგორმე მშობლებს ამ სკოლიდან წაყვანას ვაიძულებდი ეს ყველაფერი დასრულდებოდა, ამიტომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაუჩერებლად , ბოლო ხმაზე ვყვიროდი . საბოლოოდ უბრალოდ ის მოხდა რომ მან შეპყრობილად გამომაცხადა და საკლასო ოთახს მღვდელთან ვიზიტები დაემატა ... 


მისი თინეიჯერული ცხოვრებაც მუდმივ პრობლემებში იყო გახვეული , ის ხშირად იპარებოდა სკოლიდან და ოჯახიდან, კოლეჯში კი რამდენჯერმე დააპატიმრეს კონტრაბანდული სიგარეტის სკოლის ტერიტორიაზე გაყიდვისთვის. როგორც თვითონ ამ ქმედებებზე ამბობს ეს ყველაფერი მისი ბუნებრივი რეაქცია იყო ძალადობაზე დაფუძნებული სისტემის წინააღმდეგ. წლების შემდეგ მისი შემოქმედების ესთეტიკაც სწორედ ამ სისტემურ მოცემულობებზე მყისიერი და ექსტრემალური ფორმის სახელოვნებო აქტოვობებში გადაიზარდა. გარდა ამისა მონტე , კრიმინალსაც კი სახელოვნებო ინსპირაციის წყაროდ აღიქვამდა და ცდილობდა ნაწარმოების შექმნისას სამყარო მათი პერსპექტივიდან დაენახა. 

„ინდუსტრიული მუსიკა“ როგორც ჟანრის თუ ჟღერადობის აღმნიშვნელი ტერმინი პირველად სწორედ მან გააჟღერა , ჩემს მიერ ბლოგის პირველ ნაწილში ნახსენები სიტყვებიც “Industrial Music for Industrial People,” „ინდუსტრიული მუსიკა ინდუსტრიული ხალხისთვის“ სწორედ მისგან მოდის და ეს სლოგანი ძალიან სწრაფად აიტაცეს მის გარშემო მყოფებმა.


Cabaret Voltaire , Throbbing Gristle  , Monte Cazzaza ის მსგავსად, „ინდუსტრიულ ქომიუნითიში“  შეიკრიბნენ ან ზოგეირთ შემთხვევებში მათთან პერიოდულად თანამშრომლობდნენ მუსიკოსები, რომელთაც აერთიანებდათ საერთო სწრაფვა იყვნენ უკომპრომისონი, არ  თავსდებოდნენ არც ერთ იმ დროინდელ მუსიკალურ ჩარჩოში და სრულიად ახალ მენტალურ კულტურულ მოცემულობებს უწევდნენ პროპაგანდას. Clock DVA, Surgical Penis Klinik (SPK), Richard H. Kirk, Thomas Leer ეს მათი არასრული ჩამონათვალია.

ჩამოთვლილ არტისტებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ინდუსტრიული სცენის , მოძრაობის ახალი ხედვების და ერთიანი საუნდის ჩამოყალიბებაში.

ავტორი: ქუჯი დავითულიანი