კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
“აქ.ახლა" – თიბისის ახალი გზავნილია. ესაა ჩვენი კომპანიის მისიისა და ხედვის გამოძახილი, რომელიც ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს. თავისი შინაარსით, აქ და ახლა ჩვენი ბიზნეს ხედვა და ფილოსოფიაა და არსებულ სიტუაციაში მაქსიმალური შესაძლებლობების დანახვის საშუალებას იძლევა.
საინტერესოა როგორ ესმით ეს ფრაზა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და კონტრიბუტორებს.
აქ, ახლა, თითის მარტივი მოძრაობით, შეგიძლია მიიღო ცოდნა, რომელსაც რამდენიმე მილიონი წელი ვაგროვებდით. ელაპარაკო იმას, ვინც შეიძლება იმ პლანეტაზეც კი არაა, რომელზეც შენ. დაეხმარო იმას, ვინც შეიძლება არც არასდროს გინახავს. შეცვალო სამყარო ისე, რომ სახლიდანაც კი არ გახვიდე. შენი თითები არის „ინტერფეისი“, ან ჯადოსნური ჯოხი, რომელიც შენს სურვილებს შესაძლებლობებთან აკავშირებს. ის შესაძლებლობები, რომლებიც აქ, ახლა გაქვს, არასდროს, არავის ჰქონია შენამდე.
-გიორგი ლუბარეცი
კოორდინატები
დროისა და სივრცის თანაკვეთა
აქ.ახლა! ამ წერტილში ვართ მე, შენ და დანარჩენი სამყარო.
ეს არის ნებისმიერი წერტილი რაც არ უნდა მოვნიშნოთ დროისა და სივრცის სიბრტყიდან და ჩავხედოთ. “აქ.ახლა” კოორდინატს მინდა ჰქონდეს მნიშვნელობა რომ ღირებულ საქმეს ვაკეთებთ, ისეთ რამეს, რაც წინსვლას ემსახურება.
აქ.ახლა ვწერ
აქ.ახლა ვმუშაობ ციფრული პროდუქტების ხელმისაწვდომობაზე
აქ.ახლა ვცხოვრობ დამოუკიდებელ საქართველოში!
-ტატო კუტალია
აქ და ახლა არის მომენტი, რომელიც შესაძლებლობას მოსდევს ხოლმე. ეგ მომენტი შეიძლება აღარასდროს გამეორდეს უნდა გამოყენო აქ და ახლა.
-აკაკი რაზმაძე
აქ და ახლა ჩემთვის ნიშნავს მქონდეს რელევანტური ინფორმაცია კონტექსტთან ერთად იმასთან დაკავშირებით რასაც ვაკეთებ და ვიოცნებო მომავალზე.
-დიმა დეკანოზიშვილი
ჩემთვის აქ და ახლა ნიშნავს რეალობაზე ორიენტირებას. რეალობა კი ერთდროულად ქაოტური და მოწესრიგებულია. ჩვენი მისია ბალანსის დაჭერაში მდგომარეობს. ადამიანური ცხოვრების ერთ-ერთი ხიბლიც ხომ ქმედებების ოპტიმიზაციაშია. მილიონობით წლების განმავლობაში ადამიანები არსებობის გამარტივებაზე თუმცა ასევე მისგან გამოწვეული საფრთხეების გამკლავებაზე იყვნენ ორიენტირებულები. დღესდღეობით მსოფლიოში მონაცემების დამუშავებაზე ორიენტირებული უამრავი კომპანიაა მათ კი აუცილებლად სჭირდებათ მოუწყვლადობის გარანტია. ვფიქრობთ, დღეს აქ.ახლა ისეთივე საჭიროა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, როგორც პირველყოფილი ადამიანისთვის ხელკეტი.
-ალექსი ქისტაური
“აქ და ახლა”-ს ვხედავ როგორც სტიმულს, რადგან თითქოს გაფხიზლებს. სტიმულს აძლევს არა მხოლოდ დასაქმებულებს, არამედ მათაც ვინც იყო მოლოდინში.
-დავით რიკიაშვილი
ჩემთვის აქ და ახლა მოწოდებასავით ჟღერს, თითქოს მოქმედებისკენ მოგვიწოდებს.
-ავთანდილ კიკაბიძე