ყველაფერი თქვენი სააღდგომო სუფრისთვის - აქსესუარები და შეთავაზებები

გაზაფხული არის აღდგომა, არა რელიგიურ ჭრილში, არამედ შინაარსობრივად. წელიწადის ეს დრო გამოცოცხლების ფაზაა, გამოფხიზლების და განახლების. ამ პერიოდში ყველა ადამიანი თავისებურად საგაზაფხულო განწყობისა და ხასიათის ძიებაშია, შესაბამისად ვცდილობთ აღმოვაჩინოთ ახალი ნივთები, განვაახლოთ ინტერიერი, სააღდგომო სუფრას შევმატოთ ესთეტიკა, ერთმანეთი გავახალისოთ მცირედი საჩუქრებით.

 

ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგიმარტივოთ ძიების პროცესი და წარმოგიდგენთ საგაზაფხულო/სააღდგომო გამორჩეული ობიექტები, კოლექციები, რომლებიც სპეციალურად ყოველი წლის ამ პერიოდისთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით იქმნება.

Communal Craft

ქართულ აღდგომას ალბათ ყველაზე ოსტატურად ნიკო ფიროსმანი აღწერს. პრიმიტივისტმა მხატვარმა ეს დღესასწაული არა ერთ ნახატში ასახა, მისი თვალით დანახული აღდგომის გამორჩეული ნიშანი სისადავეა. სწორედ ნიკალას სადა და ამავდროულად მდიდარი აღდგომა გახდა Communal Craft-ის საგაზაფხულო/სააღდგომო კოლექციის ინსპირაცია. ამ სივრცეში წარმოდგენილი ჭრელი ობიექტები, ფერები, ყვავილები, ნივთები საოცარ სინთეზშია ერთმანეთთად. თქვენ აქ აღმოაჩენთ გულდასმით შერჩეულ ობიექტებს, საგაზაფხულო დეკორაციებს თქვენი ინტერიერისთვის, სააღდგომო ხელნაკეთ ნივთებსა და უიშვიათეს ნამუშევრებს.

White Studio

კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო White Studio სააღდგომო კოლექციას გთავაზობთ. ამ სივრცეში თქვენ აღმოაჩენთ ქართველი კერამიკოსებისა და მხატვრების გუნდის მიერ შექმნილ საავტორო ნამუშევრებს. ჭრელი სუფრები, სააღდგომო თემატიკით მოხატული ჭურჭელი, დეკორაციები და ხელნაკეთი უნიკალური კერამიკის კვერცხები - White Studio-ს პროდუქცია თქვენს სააღდგომო სუფრას ესთეტიკას, საგაზაფხულო განწყობასა და ხასიათს შეჰმატებს. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ White Studio-ს სააღდგომო კოლექცია 10%-იანი ფასდაკლებით.

ID VISION 

ჯი.ვინო

სააღდგომო სუფრა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ონლაინ მაღაზია www.gvino.me გთავაზობთ ნატურალურ, ბუნებრივ მეთოდზე დაყენებულ ქართულ ღვინოს. ამ სივრცეში წარმოდგენილი ღვინო დამზადებულია მხოლოდ ყურძნის წვენისგან, არ შეიცავს არანაირ საღებავს, ხელოვნურ საფუარს ან დამატებითი გემოს შემძენ ნივთიერებებს. ჯი.ვინოს მთავარი იდეა სწორედ ეს არის, აღმოაჩინოთ ღვინის ნამდვილი და უნიკალური გემო. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ ჯი.ვინოს პროდუქცია სააღდგომოდ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია, შეიყვანოთ პრომო კოდი: STAYNATURAL

Moodo Store

სიმყუდროვე და სიმშვიდე თქვენს ინტერიერში - Moodo Store უნიკალურ აქსესუარებს წარმოგიდგენთ თქვენი სახლისთვის. სააღდგომოდ კი სრულიად განსხვავებულ და გამორჩეულ კოლექციას გთავაზობთ. Moodo Store-ის პროდუქციას თავისებური ხასიათი აქვს, მაგიდის გადასაფარებლები, რომელსაც თქვენი სააღდგომო სუფრისთვის აღმოაჩენთ მოქარგულია და შექმნილია ვახუშტი ბატონიშვილის-ბაგრატიონის გეოგრაფიული ატლასის გერბების ინსპირაციით.

გასტრონომი

მაღაზია “გასტრონომში” თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ სააღდგომო ნაკრები 10%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ. თუ ჯერ არ იცით, მაღაზია "გასტრონომი" აერთიანებს მცირე წარმოების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. “გასტრონომის” სააღდგომო ნაკრებიც სწორედ ასეთი საუცხოო და გამორჩეული პროდუქციითაა დაკომპლექტებული:


ASTORIA-იას ცქრიალა ღვინო პროსეკო, რომელსაც სპეციალურად შერჩეული და გაზრდილი ყურძნით აწარმოებენ.


Maine-ს იტალიური პასკა-პენეტონე


Baci Perugina-ს იტალიური შოკოლადები


JACOBSEN-ის ესპანური ორცხობილა გლუტენის გარეშე


Bubo-ს შოკოლადის ფილა


Barbera - ყავა არაბიაკა

 

“გასტრონომის” სააღდგომო ნაკრები სადღესასწაულოდ შესანიშნავი სასაჩუქრე იდეაა.

Identity Candles

სანთელი ნებისმიერ ინტერიერში თავისებურ განწყობასა და ხასიათს ქმნის. მით უმეტეს როდესაც ამ სანთელს თავისი ფორმა და მნიშვნელობა აქვს. Identity Candles წარმოგიდგენთ სააღდგომო კოლექციას - კვერცხის ფორმის ცვილის ფიგურებს, რომლებიც თქვენის სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაანთოთ ან დეკორის სახით დადოთ სააღდგომო სუფრაზე. 

ლილი ვანილი

ლონდონელების საყვარელი საკონდიტრო “ლილი ვანილი” ტრადიციულად სადღესასწაულო, საუცხოო ტკბილეულის არჩევანს გთავაზობთ. “ლილი ვანილის” უნიკალურობა არა მხოლოდ გემრიელ ნუგბართანაა დაკავშირებული, არამედ უჩვეულოდ ლამაზად წარმოდგენილ უნიკალურ პროდუქციასთან. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, საკონდიტროში სააღდგომოდ შეძენილ პროდუქციაში გადახდილი თანხის 10% უკან დაგიბრუნდებათ. 

შენeat

თიბისი კონცეპტის სააღდგომო შეთავაზების ფარგლებში, კონცეპტის მომხმარებლებს შეგიძლიათ თქვენი სააღდგომო სუფრისთვის მოსამზადებელი სასურველი კერძების ინგრედიენტები 15%-იანი ფასდაკლებით ონლაინ-მაღაზიიდან - www.sheneat.ge გამოიწეროთ. შენeat-დან გამოწერის პროცედურა ძალიან მარტივია: არჩევთ შემოთავაზებული 60-მდე უნიკალური რეცეპტიდან თქვენთვის სასურველს. ყველა საჭირო ინგრედიენტის მომზადებაზე, გასუფთავებაზე, დაჭრაზე, დახარისხებასა და ადგილზე მოტანაზე კი შენeat-ის გუნდი იზრუნებს. დაფასოებულ, ზუსტი რაოდენობის და წონის პროდუქტებს, ასევე რეცეპტს ადგილზე მოგიტანენ, შესაბამისად, თქვენ კერძის მომზადებას მოკლე დროში, მაღალი ხარისხის პროდუქტების გამოყენებით და დაგროვებული ნარჩენების გარეშე შეძლებთ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია, შეიყვანოთ პრომო კოდი: WITHLOVETBC

 

 

ავტორი: გვანცა ფოცხვერიშვილი


AT.ge x TBC Concept