კულტურა

მუსიკალური კომპოზიციები გაჩა ბაქრაძისგან

მუსიკალური რეკომენდაცია

აპრილი 03, 2020




მუსიკოსსა და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერს, გაჩა ბაქრაძეს მსმენელი 2008 წლიდან იცნობს, რომელსაც მუსიკის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკშივე გაუჩნდა და ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა გიტარაზე დაკვრით დაიწყო. ჯგუფ Me and My Monkey-ის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით დამოუკიდებლად დაიწყო ელექტრონული მუსიკის შექმნა და ისეთ ლეიბლთან თანამშრომლობდა, როგორიცაა ბელგიური R&S Records.


მუსიკოსმა თავისი პირველი სინგლი, სახელწოდებით Remember 2012 წელს გამოუშვა, 2014 წელს კი მეგობრებთან ერთად ლეიბლი Transfigured Time დააარსა. გაჩას პირველი სადებიუტო ალბომი Send Two Sunsets, სადაც ტუსია ბერიძესთან ერთად შექმნილი ტრეკებიც შევიდა, ბრიტანულ ლეიბლზე, Apollo Records-ზე 2015 წელს გამოიცა. World Color გაჩას ის ალბომია, რომელიც 2018 წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური პლატფორმის,  Pitchfork-ისა და XLR8R-ის წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკის სიაში ლეგენდარული არტისტების ალბომების გვერდით გამოქვეყნდა.



სულ ცოტა ხნის წინ კი გაჩამ მისი აქამდე უცნობი კომპოზიციების კომპილაცია გამოაქვეყნა, სადაც 13 ისეთი ტრეკია თავმოყრილი, რომელსაც მუსიკოსი დროდადრო ქმნიდა, თუმცა მისი მოსმენის შესაძლებლობა 2020 წლის იანვარში გახდა შესაძლებელი.


Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ მუსიკოს გაჩა ბაქრაძის მუსიკალურ რეკომენდაციებს, რომლებიც სახლში ყოფნას სასიამოვნოსა და ჰარმონიულს გახდის. 




წყარო: Hammock Magazine